სოციალური მედიის ინტეგრაცია ვებსაიტთან
წინა ბლოგში დეტალურად ვისაუბრეთ ვებსაიტის წარმატებისთვის სოციალური მედიის მნიშვნელობაზე…
თუმცა რაც არ უნდა აქტიურად იყენებდეთ სოციალური მედიის პლატფორმებს, სწორი სტრატეგიის გარეშე, თქვენი ძალისხმევა შეიძლება არც ისე შედეგიანი აღმოჩნდეს.
დღევანდელ ბლოგში მოგიყვებით, როგორ უნდა გამოიყენოთ სოციალური მედიის მონაცემები თქვენი ვებსაიტის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.
რა უნდა ვიცოდეთ სოციალური მედიის ანალიტიკურ ინსტრუმენტებზე და რომელ მონაცემებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მიზანი ვებსაიტის ტრაფიკის გაზრდაა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია შემდეგი პარამეტრები:
ჩართულობის მაჩვენებებლები: ეს არის მომხმარებლის მიერ დატოვებული უკუკავშირი, თქვენი პოსტების შესახებ (ლაიქები, კომენტარები, გაზიარებები).
მეტი ჩართულობა აქტიურ აუდიტორიას ნიშნავს, ადამიანებს, რომლებიც რეალურად არიან თქვენი პროდუქტით თუ სერვისით დაინტერესებულები. ეს კი აუცილებლად აისახება თქვენს ვებსაიტზე.
Reach და Impressions: Reach ნიშნავს, თუ რამდენ ადამიანს მისწვდა თქვენი პოსტი, ხოლო impressions – რამდენჯერ ნახეს ის. თუ ეს პარამეტრები დაბალია, სტრატეგიის შეცვლა მოგიწევთ.
Traffic გადამისამართება: ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომელიც თქვენს ვებსაიტზე პირდაპირ აისახება. თუ თქვენი კონტენტი „ქლიქებს“ არ იწვევს, სავარაუდოდ ის ვიზიტორებს ვებსაიტზე ვერ გადმოიყვანს.
როგორ უნდა გამოიყენოთ მიღებული მონაცემები?
შეადარეთ სხვადასხვა კონტენტის ფორმები: ამოცანაა გაარკვიოთ, თუ რა ტიპის კონტენტი იძლევა უკეთეს შედეგებს.
გააანალიზეთ რომელმა პოსტმა გამოიწვია ყველაზე მეტი რეაქცია და ჩართულობა. ასევე შეამოწმეთ რომელ დღეებში და საათებში აქვთ პოსტებს ყველაზე დიდი გამოხმაურება.
მუდმივად გააუმჯობესეთ თქვენი სტრატეგია: ვებ-ანალიტიკური ინსტრუმენტებისგან მიღებული მონაცემების საფუძველზე, უფრო მორგებული და მიზნობრივი კონტენტის შექმნა შეგიძლიათ.
სოციალური მედიის კონვერსიაზე ზემოქმედება: ბიზნესმა უნდა შეძლოს სოციალური მედიისა და ვებსაიტის ბალანსი.
ამ საქმეში საკმაოდ ეფექტურია სოციალური მედიაში რეკლამები, სპეციალური შეთავაზებები, საყიდლების პირდაპირი ბმულები და სხვა მსგავსი ტიპის ელემენტები.
წარმოიდგინეთ რა მოხდება, თუ თქვენს მომხმარებელს სპეციალურ ფასდაკლებებს ან შეტავაზებებს გაუკეთებთ და ამას სოციალური მედიით გაზიარებთ?
ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გაზრდის არა მხოლოდ მომხმარებვლის ჩართულობას, არამედ რეალურ კონვერსიებსაც.
ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს “call to action” ღილაკები, რომლებიც მომხმარებელს სოციალური მედიიდან, პირდაპირ თქვენს საიტზე გადაამისამართებს. ეს გაზრდის ტრაფიკს და შესაბამისად, კონვერსიებსაც.
მუდმივი ტესტირება და ოპტიმიზაცია: რადგან მომხმარებელთა ქცევა და თავად სოციალური მედიაც ცვალებადია, ერთადერთი სწორი გზა მუდმივი ტესტირების სტრატეგიაა.
A/B ტესტირება თქვენი კონკტენტის გაზიარების ყველაზე ეფექტურ გზებს გაპოვნინებთ. მიღებული მონაცემები თქვენს პოსტებს უფრო ეფექტურს და მიზნობრივს გახდის.
როგორც ხედავთ, სოციალური მედიის ინტეგრაცია ვებსაიტთან ის მნიშვნელოვანი სტრატეგიაა, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს თქვენი ბიზნესის ზრდასა და განვითარებაზე.
თქვენ შეიძლება უკვე გაქვთ ვიზუალურად მიმზიდველი ვებსაიტი, თუმცა ეს არ კმარა.
თუ თქვენი მიზანი საიტის ტრაფიკის ზრდა და რეალური მოხმარებლების მოზიდვაა, მაშინ სჯობს ეს საქმე პროფესიონალებს მიანდო.
შესაბამისი სერვისების სანახავად მიყევით: ბმულს