რეკომენდაციები, რომელიც დომენური სახელის შერჩევისას უნდა გაითვაისწინოთ

იმისათვის, რომ ინტერნეტსივრცეში ვებგვერდმა იარსებოს, დომენია საჭირო. დომენი იგივე საიტის სახელია, რომელსაც მისამართის ველში ვკრეფთ.

ასევე აუცილებელია საიტის ფაილები, რომელსაც კომპანია, თუ კერძო პირი ქმნის. და ბოლოს, ჰოსტინგი, სერვერი, ანუ სივრცე, სადაც საიტის ფაილები განთავსდება.

დღევანდელ ბლოგში კონკრეტულად დომენზე ვისაუბრებთ.

დომენი თქვენი ვებგვერდის უნიკალური დასახელებაა, რომლიც მიხედვითაც იძებნებით ბრაუზერის მისამართის ველში. იმისათვის, რომ საკუთარი დომენი გქონდეთ, ის დომენების რეგისტრატორ კომპანიასთან უნდა დაარეგისტრიროთ.

სახელების სისტემაში (DNS) გარკვეული იერარქია არსებობს. მაღალ დონეს მიეკუთვნება – COM, NET, ORG, EDU, INFO, BIZ, TRAVEL, AGENCY, GE და ა.შ.

TLD-ის უმრავლესობა საჯარო რეგისტრაციისთვის ღიაა, თუმცა დომენების რეგისტრაიისას გარკვეული წესების დაცვაა საჭირო. ეს კი ადგილობრივი, კონკრეტული ქვეყნის კიბერ წესებით რეგულირდება.

დომენი მომხმარებელს პირველ შთაბეჭდილებას უქმნის თქვენს ბიზნესზე, შესაბამისად, მისი სწორად შერჩევა წარმატებული ვებგვერდის შექმნისთვის  ერთერთი აუცილებელი წინაპირობაა.

არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, რომელიც დომენური სახელის შერჩევისას უნდა გაითვაისწინოთ.

აუცილებელია სახელი შეესაბამებოდეს კომპანიის საქმიანობის სფეროს, მაქსიმალურად ბევრს ამბობდეს ბრენდის ღირებულებებსა, თუ მისიაზე და ამავდროულად, იყოს მარტივად დასამახსოვრებელი.

არსებობს პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც კომპანიები საკუთარი ბრენდის ქვეშ, ათეულობით დომენს არეგისტრირებენ, ბეჭდვითი შეცდომების და მიმსგავსებული ვერსიების ჩათვლით.

ამ გზით, დომენის სახელი, მათ ბიზნესს სრულიად ინტერნეტ სამყაროში წარმოადგენს.

სახელი მოკლე, მაქსიმუმ 15 სიმბოლოსგან შემდგარი უნდა იყოს.

მომხმარებელს გრძელი დასახელების დამახსოვრება გაუჭირდება და თანაც, ასეთ შემთხვევაში, კრეფის დროს, შეცდომის დაშვების ალბათობა მეტია.

მართლწერასთან ერთად, სახელი მარტივად გამოსათქმელიც უნდა იყოს, რადგან მისი გაზიარება არც ვერბალურად წარმოადგენდეს პრობლემას.

კარგი იქნება, თუ არ გამოიყენებთ დეფისს, რადგან შეიძლება მომხმარებელს მისი აკრეფა დაავიწყდეს და უარეს შემთხვევაში, თქვენი კონკურენტი კომპანიის ვებგვერდზე აღმოჩნდეს.

გირჩევთ, დომენის არჩევისას საკვანძო სიტყვები გამოიყენოთ.

ასე საძიებო სისტემებში მარტივად მოძებნადი იქნებით, თუმცა თუ სახელი შინაარსიანი არ არის, მხოლოდ ქივორდებით ვერაფერს გახდებით.

შეგახსენებთ, რომ ყოველდღიურად, მთელ მსოფლიოში ათასობის დომენი რეგისტრირდება. ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ, რომ თითქოს ყველა შინაარსიანი და საინტერესო დასახელება უკვე გამოყენებულია.

იმის შესამოწმებლად, არსებობს თუ არა თქვენი მოფიქრებული დომენის იდენტური ვერსია, შეგიძლიათ გამოიყენოთ საიტი –www.nameboy.com

და ბოლოს, ამ საქმეში სწრაფად მოქმედებაა აუცილებელი. თუ რჩეული დომენური დასახელება უკვე მოფიქრებული გაქვთ, დროს ნუ დაკარგავთ, ნებისმიერი მომენტში შეიძლება ის სხვამ შეიძინოს.

 

ყველა ბლოგი