ვებგვერდის მნიშვნელობა ბიზნესისთვის
ციფრული მარკეტინგი რომ ბიზნესის ერთერთი უნმიშვნელოვანესი ელემენტია, ამაზე დღეს აღარავის დაობს.
უბრალოდ შეუძლებელია გქონდეს კონკურენტუნარიანი ბიზნესი, გამართული ვებგვერდის გარეშე.
იმ მილიარდობით ადამიანიდან, რომელიც ყოველდღიურად საძიებო სისტემებს იყენებს, პოტენციური მომხმარებლის მოზიდვის მთავარი გზა სწორედ კარგად შემუშავებულ, გამართულ ვებსაიტზე გადის.
კარგი საიტი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს სანდოობის ჩამოყალიბების საქმეში, რაც დღეს კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. გარდა ამისა, თანამედროვე ციფრული მარკეტინგის ინდუსტრიაში ყველაფერი გაზომვადია.
თუ შენ შეძლებ საკუთარი კომპანიის ეფექტურობის მარტივად შეფასებას, გეცოდინება სად არის შენი ბიზნესის სუსტი წერტილი და მის გაძლიერებას შეეცდები.
რამდენად მნიშვნელოვანია ის პირველი შთაბეჭდილება, რომელსაც თქვენი ვებგვერდი მომხმარებელზე ახდენს?
სტენფორდის კვლევის თანახმად, მომხმარებელთა თითქმის 75% კომპანიას მისი ვებსაიტის დიზაინის საფუძველზე აფასებს. სუფთა, პროფესიონალური და მარტივი ნავიგაციის მქონე საიტი თქვენი ბიზნესის სანდოობაზე მეტყველებს.
არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულ პროდუქტს ყიდით, თუ რაიმე სერვისს, თუ პოტენციური მომხმარებლის მოზიდვა გინდათ, ვიზუალურ ნაწილზე გულდასმით უნდა იზრუნოთ.
გინდათ თქვენი ბიზნესი 24/7-ზე მუშაობდეს?
ამის გაკეთება სწორედ კარგი ვებსაიტის მეშვეობით შეგიძლიათ, რაშიც მასში ჩაშენებული ჩატბოტები და მომხმარებლის ავტომატური მხარდაჭერის ხელსაწყოები დაგეხმარებათ.
თუ საიტზე ვიზიტორების მხრიდან გავრცელებულ კითხვებსა და მათზე პასუხებსაც განათავსებთ, პოტენციური მომხმარებელს მაშინაც დაეხმარებით, როცა თქვენი გუნდი არ მუშაობს.
რას უნდა გაუკეთდეს ოპტიმიზაცია, რომ თქვენმა ვებგვერდმა საკუთარი საქმე ეფექტურად აკეთოს?
რადგან ნებისმიერი ბიზნესის საზრუნავი, პირველ რიგში, მომხმარებელზე ზრუნვაა, ვებსაიტის სისწრაფეზე უნდა იფიქროთ.
რაც უფრო სწრაფია თქვენი საიტი, მით მეტად კმაყოფილია მომხმარებელი, რაც მის თქვენთვის სასურველ ქცევას განაპირობებს.
ასევე აუცილებელია თქვენი ვებგვერდი ყველანაირ დივაისთან იყოს ადაპტირებული, რადგან დღეს მომხმარებლის 55-57% საიტებზე მობილური ტელეფონების საშუალებით გადადის.
გინდა თქვენი ვებსაიტი საძიებო სისტემებში მაღალ პოზიციას იკავებდეს?
ამაში საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია (SEO) დაგეხმარებათ, რომელიც საძიებო სისტემებიდან მომხმარებელს თქვენი საიტისკენ უბიძგებს.
საიტის SEO ოპტიმიზაცია კონტენტზე, ვებსაიტის ტექნიკურ მხარესა და ავტორიტეტზე ზრუნვას მოიცავს.
On site ოპტიმიზაცია მომხმარებელისთვის მასზე მაქსიმალურად მორგებული ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. ეს თქვენი ვებგვერდის თითოეულ გვერდზე განთავსებული კონტენტის საშუალებით უნდა მოხდეს.
საძიებო სისტემების ფუნქციონირების მთავარი ღირებულება ხომ ადამიანებისთვის მაქსიმალურად რელევანტური ინფორმაციის მიწოდებაა.
ეს არის სწორედ ის ერთერთი მთავარი ასპექტი, რის გამოც Google მომხმარებელს თქვენს საიტზე გადმოამისამართებს.
საიტის ტექნიკურ ოპტიმიზაციაზე ის გუნდი იზრუნებს, რომელიც ამ საქმისთვის დიდი სიფთხილით უნდა შეარჩიოთ. კარგი დეველოპერი უზრუნველყოფს, რომ საძიებო სისტემებს საქმე გაუმარტივოს და ეფექტურად მიაწოდოს მას თქვენი ვებგვერდი.
საიტის ავტორიტეტზე ზრუნვა, იგივე Off-site ოპტიმიზაცია საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, რისთვისაც ყველა ზემოთ ნახსენები ასპექტი მნიშვნელოვანია.
ამ საქმეში ბევრი გარე რესურსის გამოყენებაც შეგვიძლია, თუმცა ამაზე სხვა ბლოგში ვისაუბროთ.
და ბოლოს, გეტყვით, რომ თუ სწორად განსაზღვრავთ რამდენად ფუნდამენტური საკითხია ვებგვერდის მნიშვნელობა ბიზნესისთვის, შეძლებთ იყოთ მეტად კონკურენტუნარიანი.
გახსოვდეთ, რომ გამართული, მიმზიდველი ვებსაიტის შექმნა და შემდეგ მისი მართვა პრიოფესიონალების საქმეა.
ამ საკითხში ფინანსების დაზოგვა თქვენს ბიზნესს სამომავლო პერსპექტივაში ამ თანხაზე ბევრად დიდ დანაკარგს მოუტანს.