დაიცავით თქვენი ციფრული საკუთრება

დამეთანხმებით, რომ დღეს ინტერნეტი უდაოდ არის ის სივრცე, რომელშიც ბიზნესი მნიშვნელოვნად ვითარდება. უკვე დიდი ხანია ბევრი ფიზიკური მაღაზია, ონლაინ შოფებმა შეცვალა, რიგ ქვეყნებში მიტანის სერვისს დრონებიც კი ემსახურება.

დიახ, ტექნოლოგია ცვლის ყველაფერს და მათ შორის არის კანონმდებლობაც. რადგან ციფრულ სივრცეში ძლიერ დაცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ყველა იმ ბიზნეს უნდა ქონდეს ინფორმაცია, რომელიც ინტერნეტში ოპერირებს.

 

ინტელექტუალური საკუთრების როლი ვებ საიტებში

არსებობს კანონით დადგენილი მექანიზმები, რომლებიც საიტების შინაარსს, ბრენდს და ტექნიკურ ელემენტებს იცავს. ერთ ვებსაიტზე შეიძლება დაცული იყოს:

  • ლოგოები და ბრენდ ელემენტები
  • დიზაინი და ვიზუალური სტილი
  • პროგრამული კოდი
  • ტექსტური კონტენტი
  • ფოტო/ვიდეო/აუდიო მასალა
  • მონაცემთა ბაზები და დომენური სახელები

ეს ყველაფერი ინტელექტიუალურ საკუთრებას წარმოადგენს. ისინი შეიძლება დაცული იყოს საავტორო უფლებებით, სასაქონლო ნიშნით, დიზაინის უფლებებით ან პატენტებით.

 

რას და როგორ იცავს საავტორო უფლებები?

საავტორო უფლებებით დაცულ ობიექტებად შეიძლება ჩაითვალოს:

  • ტექსტები და სტატიები
  • ფოტო/ვიდეო მასალა
  • ვებსაიტის კოდი
  • მუსიკა და ნებისმიერი საუნდი
  • დიზაინი და განლაგება

საქართველოში საავტორო უფლებები ოფიციალური რეგისტრაციის არარსებობის შემთხვევაშიც მოქმედებს.

თუმცა სასამართლო დავების შემთხვევაში, დეპონირება მფლობელს დამატებით მტკიცებულებას აძლევს. აუცილებელია ელემენტები უნიკალური ოყოს.

 

ვის ეკუთვნის ვებსაიტის შინაარსი?

ვებსაიტების შემქნისას მნიშვნელოვანია განისაზღვროს, ვის ეკუთვნის კონკრეტული ელემენტი:

  • დიზაინზე უფლება შეიძლება ქონდეს დიზაინერს
  • კოდზე – პროგრამისტს
  • ტექსტზე – ავტორს ან ქოფირაითერას
  • ფოტოებზე – ფოტოგრაფს

თუ მფლობელი ყველა ელემენტზე არ ფლობს საავტორო უფლებებს, მას ჭირდება ლიცენზია ან ხელშეკრულება უფლებების გადაცემაზე.

 

დასაქმებულები და გარე შემსრულებლები

საქართველოს კანონმდებლობით, ქონებრივი საავტორო უფლებები ეკუთვნის დამკვეთს.

რა თქმა უნდა, თუ კონტრაქტში რაიმე სხვა არ წერია და თუ სამუშაო შრომითი ან მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებშია შესრულებული.

რაც შეეხება პირობითად, ავტორად აღიარების უფლებას – ის ყოველთვის შემქმნელის მხარესაა.

 

როდის ხდება საავტორო უფლებების დარღვევა?

საავტორო უფლებები ირღვევა, როცა, ნებისმიერი ფორმით ხდება, ნებართვის გარეშე, მასალების გამოყენება. ეს შეიძლება იყოს:

  • ტექსტის კოპირება
  • დიზაინის კოპირება
  • კოდის მიტაცება
  • ფოტო/ვიდეო მასალის გადამუშავება ან განმეორებით გამოყენება

სასამართლოები ძირითადად ყურადღებას გამოყენებული ელემენტების არა მხოლოდ რაოდენობაზე, არამედ მნიშვნელობაზე ამახვილებენ.

 

დიზაინის უფლება: ვიზუალური ელემენტების დაცვა

დიზაინის უფლებები დამატებით გარანტიებს იძლევა. საქართველოში ისინი საქპატენტში რეგისტრირდება და იცავს:

  • ლოგოს
  • ვებსაიტის საერთო დიზაინს
  • უნიკალურ ტიპოგრაფიას
  • გრაფიკულ ელემენტებს

დარეგისტრირებული დიზაინი გაძლევთ ექსკლუზიურ უფლებას, რომ ის კონკრეტულ ფორმატში გამოიყენოთ. სხვა კომპანიებს მსგავსი ვიზუალი ვერ ექნებათ.

 

სასაქონლო ნიშნები და დომენის დაცვა

სასაქონლო ნიშანი ბაზარზე ბიზნესის უნიკალურობის დაცვას უზრუნველყოფს. ეს შეიძლება იყოს:

  • კომპანიის სახელწოდება
  • ლოგო
  • დომენი
  • სლოგანი

რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი გაძლევთ უფლებას აღკვეთოთ მისი გამოყენება სხვა ნებისმიერი პირის მიერ.

 

პატენტები და პროგრამული უზრუნველყოფა

ევროპაში პროგრამული უზრუნველყოფა ძირითადად საავტორო უფლებებით არის დაცული. აშშ-ში კი შესაძლებელია პროგრამების, ტექნიკური ალგორითმებისა და ბიზნეს მოდელების პატენტირება.

საქართველოში შერეული მიდგომაა – საავტორო უფლებები ხელმისაწვდომია ყველა პროგრამისთვის, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, პატენტიც შესაძლებელია. ეს ხდება მაშინ, თუ პროგრამას მოწყობილობაზე ტექნიკური გავლენა გააჩნია.

 

მონაცემთა ბაზები და კოდის დაცვა

ვებსაიტზე განთავსებული მონაცემთა ბაზებიც საავტორო უფლებებით დაცულ ობიექტს შეიძლება წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, თუ ისინი უნიკალურია და კრეატიული შრომის შედეგად არის შემუშავებული.

 
ინტელექტუალური საკუთრების მართვა ბიზნესში

რა უნდა იცოდნენ ბიზნესებმა, რომ მართონ ინტელექტუალური საკუთრება?

  • ვის ეკუთვნის საიტის კონკრეტული ემენეტები
  • აქვთ თუ არა მათი გამოყენების უფლება
  • როგორ და სად შეუძლიათ დაარეგისტრირონ თავისი ლოგო, დიზაინი და დომენი
  • როგორ მოიქცნენ რაიმე ტიპის დარღვევის შემთხვევაში
  • მუდმივად დეტალურად ამოწმონ კონტრაქტები ყველა თანამშრომელთან.

გახსოვდეთ, რომ დღეს, თქვენი ბიზნესის ინტერნეტში ოპერირება არჩევანი და კეთილი ნება აღარ არის.

ეს ის აუცილებელი აქტივობაა, რომლის გარეშეც თქვენი საქმიანობა პრაქტიკულად მარცხისთვისაა განწირული. ამიტომ იყავით ყურადღებით და დაიცავით თქვენი ციფრული საკუთრება.

 

ყველა ბლოგი