WordPress VS Wix

თუ Wix-ის შესახებ გსმენიათ, სავარაუდოდ, ეს მათი აქტიური და თავბრუდამხვევი მარკეტინგული კამპანიების დამსახურებაა. ისინი ყოველთვის, განსაკუთრებით კი ბოლო 4-5 წლის განმავლობაში, ცდილობენ საკუთარი პროდუქტი ზედმიწევნით ნათლად წარმოაჩინონ მომხმარებლის თვალში.

Wix მხიარულ სარეკლამო რგოლებში ვარსკვლავების გამოჩენას და პიროტექნიკას არ იშურებს, რომ მართლაც ისეთი მოციმციმე და სხარტი გამოჩნდეს, როგორიც არის.

ამით ხაზს უსვამს, რომ თუ გინდა იყო  „cool“, Wix უნდა აირჩიო.

ამ მიდგომით ის თითქოს უფრო რაღაც სპორტულ მანქანას ჰგავს, ოღონდ აი ისეთს, ვიზუალურ მხარეზე რომ აკეთებს აქცენტს და არა ძრავის სიმძლავრეზე.

 

WordPress უფრო დაღვინებული, სერიოზული პიროვნებაა.

თუ ბოლომდე შეყევი, მაგარ სოლიდურ ვებგვერდს დადებ. ამისთვის დიდად არავინ იყენებს, მაგრამ შესაძლებლობა ნამდვილად აქვს.

ესეც მანქანას რომ შევადაროთ, დაახლოებით „პარკეტის ჯიპებს“ რომ ვეძახით, აი ეგეთი გამოდის.

ნორმალურ გზაზე კარგად გასიამოვნებს. თუ მიუშვი ტალახშიც შეტოპავს, მაგრამ მაინც დაგენანება, არ გარისკავ.

WordPress VS Wix.

მაინც რა არის ძირითადი განსხვავება ამ ორს შორის?! ნელნელა მივყვეთ და ცოტა ჩავშალოთ.

Wix  არის ძალიან მარტივი. სათამაშოა ფაქტიურად.

იდეალურია პორტფოლიოს ტიპის საიტების შესაქმნელად, სადაც ვიზუალური ნაწილია პრიორიტეტული. დიდ ტექნიკურ ცოდნას არ მოითხოვს, ოღონდ თუ დიდი საიტის გაკეთება გინდა, დაივიწყე.

ეგრევე შენელდება და მწყობრიდან გამოგიყვანს. WordPress პირიქითაა.

რაც გინდა ის ჩააშენე, ოღონდ საკმაოდ დიდ ტექნიკურ ცოდნას მოითხოვს. თუ არ დაგეზარება, რათქმაუნდა ამ ცოდნასაც მალევე აითვისებ.

მილიონი ტუტორიალი არსებობს, მაგრამ ცოტა საწვალებელი გაგიხდება.

მთავარი სხაობა მაინც ტექნიკურ მიდგომაშია.

Wix-ის ყველა პაკეტი მოიცავს ჰოსტინგს და ტექნიკურ დახმარებას, რაც დიდი ფუფუნებაა.

WordPress კი ღია კოდის პლატფორმაა და მოგიწევს თავად იზუნო ყველაფერზე.

როცა რამე ისე არ წავა, ტექნიკური ხარვეზებიც თავად უნდა გამოასწორო, თუმცა ზუსტად ამ ნიუანსების ხარჯზეა ის უფრო მძლავრი პლატფორმა.

დიზაინს და მოქნილობას რაც შეეხება, აქ Wix მეფობს. 1000-მდე უფასო ტემპლეიტი აქვს. ამით თითქოს ყველაფერი დასრულებულია.

თუმცა, თუ CSS და HTML იცი და ცოტა ფულსაც გაიმეტებ……..

საპირისპირო მდგომარეობაა, თუ სრულყოფილი ონლაინ მაღაზია გინდა. WordPress აქ აშკარად წინაა, თუმცა, თუ ისევ სიმარტივეა პრიორიტეტი…

თუ ბლოგების გამოქვეყნებას აქტიურად აპირებ, ცალსახად WordPress ჯობია.

პლაგინების და აპების ამბავშიც, მაგრამ აქაც ისევ სიმარტივის და სირთულის ჯახია.

ასევე ფასის მხრივაც. საბოლოო ჯამში WordPress უფრო იაფი დაგიჯდება.

 

SEO-ს რაც შეეხება, ძალიან რთული სათქმელია… ალბათ wordpress მაინც უფრო წინაა.

საბოლოო ჯამში, ვნახოთ რა  გამოვიდა.

რა და ეს ამბავი დიდი დილემა სულაც არ ყოფილა. იმის მიხედვით თუ რა ტიპის საქმიანობას ეწევი, გადაწყვეტილებასაც მარტივად მიიღებ.

პატარა და კოხტა საქმიანობისთვის მარტივი Wix,  დიადი მიზნებისთვის – WordPress.