WordPress

ჩვენს ბლოგებში ბევრჯერ გვისაუბრია იმაზე, რომ დღევანდელ დღეს ვებგვერდის ქონა ნებისმიერი საქმიანობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

პრინციპში, ამაზე უკვე არც აღარავინ დაობს და დღეს რთულადაც თუ მოიძებნება ასე, თუ ისე მაინც ნორმალური კომპანია ვებგვერდის გარეშე.

დიახ, საერთოდ ვინ აღგიქვამს სერიოზულად, თუ საიტი არ გაქვს?!

შეიძლება ზედმეტად პირდაპირ ნათქვამია, მაგრამ ეს სიმართლეა. ჩვენ ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ და ნებისმიერი კითხვის პასუხს, ნებისმიერ საჭირო ნივთს, თუ მომსახურებას სწორედ ინტერნეტში ვეძებთ.

მოკლედ, ვებგვერდი ის აუცილებელი ატრიბუტია, რომელსაც ყველა თანამედროვე კომერციული ორგანიზაცია უნდა ფლობდეს, სულერთია დიდია თქვენი ბიზნესი, საშუალო, თუ მცირე.

მარტივად მისახვედრია, რომ მხოლოდ საიტის ქონა ბევრს არაფერს მოგვიტანს, თუ ის გამართული არ არის. მაშინ, როგორ უნდა დავამზადოთ, თუ დავამზადებინოთ კარგი ვებგვერდი?

მოდით დღეს კონკრეტულად WordPress-ზე ვისაუბროთ. Microsoft, Disney, BBC, Sony, Spotify, The new York Times და კიდევ ბევრი ჩვენთვის ცნობილმა კომპანიამ საიტის შესაქმნელად სწორედ WordPress აირჩია.

WordPress არის კონტენტის მართვის სისტემა (CMS). ის მომხმარებელს საიტის ნულიდან აწყობის საშუალებას აძლევს. დ

ღეს ბაზრის ნახევარი სწორედ ამ სისტემაზე აწყობილი ციფრული პლატფორმებისგან შედგება.

მასში თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ფუნქციის დამატება ფლაგინების (plugins) საშუალებით, ხელის ერთი დაწკაპუნებით შეგიძლიათ.

ის ათასობით თქვენზე მორგებულ ფუქციონალს გთავაზობთ.

WordPress- ის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გამართული და შთამბეჭდავი ვიზუალის მქონე საიტის შექმნა.

ვებგვერდი შეიძლება ხელითაც აეწყოს, თუმცა ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, გარკვეულ სირთულეებსაც გადააწყდებით და შეიძლება მისი სამომავლო ტექნიკური უზრუნველყოფაც გაგიჭირდეთ.

თანაც SEO ოპტიმიზაციისთვის ხელით შექმნილ ვებგვერდს უფრო მეტი ხარვეზი აქვს, ვიდრე WordPress-ზე აწყობილს.

ვორდპრესზე გაცილებით მარტივია მეტა ინფორმაციების, სქემების, ფოტოების, H თეგებისა და ვებგვერდის სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტის ოპტიმიზაცია.

მოკლედ, რომ ვთქვათ, WordPress-ის საშუალებით ვებგვერდის ტექნიკური SEO ოპტიმიზაცია საგრძნობლად მარტივდება.

აუიცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ WordPress-ის გამოყენება უფასოა.

რა თქმა უნდა, ფასიან შაბლონებში თანხის გადახდა მოგიწევთ, თუმცა თუ გინდათ ამას თავი აარიდოთ, უფასო შაბლონებიც მარტივად ხელმისაწვდომია.

WordPress-თან მუშაობისას კოდების წერა საჭირო არ არის და ამ სისტემას მზა widget-ები და მარტივი ინტერფეისი აქვს.

ამის გამო ბევრს გონია, რომ ამ საქმეს თავს უმარტივესად გაართმევს და პროფესიონალის დახმარება არ დაჭირდება.

ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის. თანაც თუ გინდათ ვებგვერდის გადაწყობა არ დაგჭირდეთ და ტექნიკური ხარვეზები თავიდან აიცილოთ, ჯობია საქმეში თავიდანვე SEO სპეცილისტი ჩართოთ.

ასე დაზოგავთ დროს, ფინანსებს და სასურველ შედეგსაც მარტივად მიიღებთ.

 

შესაბამისი მომსახურების სრულად სანახავად ეწვიეთ ბმულს