Twitter-ს კონკურენტი გამოუჩნდა
„პოპულარული Android აპლიკაციების პირველი ვერსიები, მაგალითად, როგორიცაა Twitter, თავად Google-მა შექმნა“. – განაცხადა Twitter-ის ფროდაქთ მენეჯმენტის ყოფილმა დირექტორმა და ახლა უკვე AI news-ის სტარტაპის, Particle-ს თანადამფუძნებელმა, სარა ბეიკბურთმა, ერთერთ პოდკასტში.
ბეიკბურთი დეტალურად იხსენებს Twitter-ის შექმნის ისტორიას და ყვება, რომ ამ უკანასკნელში მუშაობა 2009 წელს, ხელსაწყოების ინჟინრად დაიწყო.
მაშინ კომპანიაში მხოლოდ 75 ადამიანი იყო დასაქმებული. მოგვიანებით, ბეიკბურთი Twitter-ის მობლურთან დაკავშირებულ პროექტებზე გადაერთო.
ეს მაშინ მოხდა, როცა Twitter უკვე ისეთ მოწყობილობებზე ხდებოდა პოპულარული, როგორებიცაა BlackBerry და iOS (Apple-ის ოპერაციული სისტემა iPhone-ებისთვის და iPad-ებისთვის).
„Twitter ანდროიდისთვის იყო დემო აპლიკაცია, რომელიც Google-მა შექმნა და მოგვცა. მათ ეს გააკეთეს იმ დროის ყველა აპლიკაციის მსგავსად.
ეს აპები მართლაც ერთნაირად გამოიყურებოდა და სწორედ იმიტომ, რომ ისინი ყველა Google-ის შექმნილია. ჩვენც ავიღეთ მათი ანდროიდ აპი და მისი განვითარება და დახვეწა დავიწყეთ – განაცხადა ბეიკბურთმა.
მართალია, Google-მა თავის 2010 წლის ბლოგ-პოსტში დეტალურად განმარტა, თუ როგორ დანერგა ადრეული Android-ის საუკეთესო პრაქტიკა Twitter-ის აპში…
თუმცა იმ დროინდელ პრესას ამისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია, შესაბამისად, ამ ამბავს დიდი რეზონანსი არ მოჰყოლია.
პოდკასტის მსვლელობისას, ბეიკფურთმა ისიც აღნიშნა, რომ Twitter-ს საკმაოდ უჭირდა თავისი მომხმარებლის განსაზღვრა.
ადამიანების მხოლოდ გარკვეული ნაწილი ტვიტავდა და მხოლოდ მათი ქვეჯგუფი იყო პასუხისმგებელი ისეთი კონტენტი შეექმნა, რაც რეალურად გამოიწვევდა მომხმარებლის ინტერესს.
Twitter-ში მუშაობის გამოცდილებას ბეიკბურთი ახლა AI news-ის სტარტაპისთვის, სახელწოდებით Particle იყენებს, რომელიც რეალურად საინტერესო სიახლეების გარშემო გეგმავს ადამიანთა გაერთიანებას.
როგორც ბეიკფურთი ამბობს, Particle-ის მიზანი ახალი ამბების მრავალპერსპექტიული ხედვისა და მაღალი ხარისხის ჟურნალისტიკაზე წვდომის უზრუნველყოფაა.
გარდა ამისა, AI news-ის სტარტაპი აქტიურად იწყებს მონეტიზაციის ისეთი გზების ძიებას, რომელიც გამორიცხავს რეკლამების, გამოწერების და მიკროგადახდების მიმართულებას.
ფაქტია, რომ Twitter-ს კონკურენტი გამოუჩნდა. მოახერხებს თუ არა ამ პოპულარული აპის „ჩაძირვას“ სარა ბეიკფურთი და მისი Particle, ეს ჯერ კიდევ სადაო საკითხია…
რადგან ეს უკანასკნელი, ამ ეტაპზე, მხოლოდ პოტენციურ გამომცემელ პარტნიორებთან მოლაპარაკებების რეჟიმშია.