Twitter აღარ არსებობს!

Twitter აღარ არსებობს! ნათქვამია კალიფორნიის სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტში… რომელიც კომპანიისა და მისი ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, ჯეკ დორსის წინააღმდეგ, გასულ წელს კონსერვატიულმა აქტივისტმა, ლორა ლომერმა შეიტანა.

Twitter Inc ლეგალურად მას შემდეგ აღარ არსებობს, რაც ის მილიარდელ ილონ მასკის კომპანიამ X corp-მა შთანთქა. Twitter-ში ჯერ კიდევ მაშინ შეიცვალა ბევრი რამ, როცა გასულ წელს მასკმა ის 44 მილიარდ დოლარად იყიდა.

მაშინ მასკი ვარაუდობდა, რომ კომპანიის შეძენა, X corp-ის შექმნას დააჩქარებდა, რომელსაც მან „everything’s app”, იგივე „ყველაფრის კომპანია“ უწოდა.

ჯერ კიდევ გაუგებარია რა მოხდება ახლა Twitter-ისთვის. ამის გასარკვევად მოდი ცოტა X corp-ზეც ვისაუბროთ.

მსოფლიოს მეორე უმდიდრესმა ადამიანმა განაცხადა, რომ სურს X corp ჩინეთის WeChat-ის მსგავსი სუპერ-აპი გახადოს.

ეს უკანასკნელი Tencent Holdings-სე კუთვნის და ისეთი მიზნებისთვის გამოიყენება, როგორიცაა გადახდები, ღონისძიების ბილეთების დაჯავშნა, შეტყობინებები და ა.შ.

თუმცა მასკის განცხადება საკმაოდ ბუნდოვანი იყო იმის შესახებ, თუ როგორ შეესაბამება ეს ყველაფერი მის ფართო ბიზნეს იმპერიას.

დიახ, იმპერიას, რომელიც მოიცავს ელექტრო მანქანების გიგანტს – Tesla-ს, Space Exploration Technologies-ს და SpaceX-ს. ისიც გავიხსენოთ, რომ მასკი ასევე ფლობს დომეინს – “X.com”, რომლითაც ის საბოლოოდ გაერთიანდა PayPal-თან.

„მასკს შეუძლია შექმნას Alphabet-ის მსგავსი სტრუქტურა, სადაც ის ყველა თავის კომპანიას გააერთიანებს“ – თქვა Bloomberg Intelligence-ის ანალიტიკოსმა, მანდიპ სინგმა.

თავის განცხადებას სინგმა ისიც დაამატა, რომ ვერ ხვდება, რა შუაშია მთელი ეს ამბავი Twitter-თან დაკავშირებით… მაშინ, როცა Alphabet და Meta იბრძოდნენ გამხდარიყვნენ „ყველაფრის კომპანია“.

Twitter-ს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი მაშინვე არ გაუკეთებია.

მას ფაქტიურად აღარც ჰყავს გუნდი, რომელიც მედია შეკითხვებს უპასუხებს. არც Twitter-ის წარმომადგენელ იურიდიული ფირმის იურისტებს უთქვამთ რამე.

ამან თავის მხრივ, დიდი დაბნეულობა გამოიწვია. ილონ მასკის ტვიტმა კი, რომელიც მხოლოდ ერთი სიბოლოსგან „X“- ისგან შედგებოდა, 13 მილიონზე მეტი ადამიანის ყურადღება მიიპყრო.

ვებ გვერდები აჭრელებულია სტატიების სათაურებით:  „Twitter გაქრა“, „Twitter აღარ არსებობს“. ამან ხალხში ვნებათაღელვა გამოიწვია.

იაპონიაში ხუმრობაც კი გახდა ტრენდული იმის შესახებ, რომ Twitter-ის ახალი სახელი, ადგილობრივი როკ-ჯგუფის სახელს, X Japan-ს დაემსგავსება.

დანამდვილებით შეუძლებელია იმის თქმა, თუ რა აქვს ჩაფიქრებული ილონ მასკს, ან რა ბედი ეწევა საბოლოოდ Twitter-ს,

თუმცა ის ფაქტია, რომ ცივილიზებული სამყაროს მთავარი საინფორმაციო წყარომ იურიდიულად არსებობა შეწყვიტა.

 

ყველა ბლოგი