TikTok-ის SEO

მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ დღეს TikTok ბევრად მეტია, ვიდრე ვირუსული ცეკვის კონტენტით დატვირთული სოციალური ქსელი.

ამ პლატფორმის საძიებო ველში ადამიანები ხშირად წერენ: „როგორ …“, „საუკეთესო…“, „რჩევები…“ და ა.შ. სწორედ ამიტომ, ვინც საკვანძო სიტყვებს სწორად იყენებს, უფრო ხშირად ხვდება ძიების შედეგებში და ორგანულ ნახვებსაც წარმატებით აგროვებს.

ამ ბლოგში TikTok-ის SEO-ზე ვისაუბრებთ და გაგიზიარებთ პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც ვფიქრობ, ძალიან გამოგადგებათ.

როგორ კითხულობს TikTok თქვენს ვიდეოს?
  • ეკრანზედა ტექსტი (on-screen) – პირველი 1–2 ხაზი სიტყვასიტყვით უნდა პასუხობდეს ძიების განზრახვას
  • სუბტიტრები/ტრანსკრიპტი – ავტომატური ან ხელით დამატებული სუბტიტრები ზრდის ინდექსირებადობას და ხელმისაწვდომობას.
  • ქეფშენი და ჰეშთეგები – ქეფშენი დღეს მაქსიმუმ 4,000 სიმბოლოს მოიცავს. პირველ 120 სიმბოლოში ჩასვით მთავარი keyword + „why to watch“. ჰეშთეგები 2–4 ცალი: 1–2 ფართო, 1–2 ნიშური/ლოკალური.
  • ქცევითი სიგნალებიპირველმა 3–5 წამმა უნდა დაიჭიროს მაყურებელი. კომენტარები, დუეტები/სტიჩები და რეპლეები ალგორითმისთვის ძლიერი ნიშნებია.
საკვანძო სიტყვების სწრაფი კვლევა
  1. Creative Center → Keyword/Trend Insights – ნახეთ რა ეძებს თქვენი სეგმენტი (რეგიონი/ინდუსტრია).
  2. ჩამოაყალიბეთ ბირთვიPrimary (CapCut transition tutorial), Secondary (mobile editing tips), Supporting (beginner friendly, „free tools“).
  3. დაამატეთ ქართულენოვანი ვარიანტებირილსები“, „ვიდეო მონტაჟი მობილურით“, „თბილისი“.
ოპტიმიზაციია ჩეკლისტი (ყოველ პოსტამდე)
  • Hook ეკრანზე (3–7 სიტყვა)შეიცავდეს primary keyword-ს.
  • სუბტიტრებიჩართული და გასწორებული.
  • ქეშენი ≤4,000ჰუქი + კონკრეტული სარგებელი + keyword variations + CTA.
  • ჰეშთეგები 2–4ნიშური/ლოკალური (აუცილებლად).
  • თამბნეილ-კადრი 0.0 წმ-ზეთემის მკაფიო ვიზუალური სიგნალი.
  • კითხვა ან მინი-ჩალი („რომელი ტრანზიცია გირჩევნია?“).
  • ფართო თემები დაყავით Parts-ებად (CapCut 101 – Part 1/2/3).
ქეფშენის სწრაფი შაბლონი

Primary Keyword (Hook) – რა ისწავლება ამ ვიდეოში (1 წინადადება).
საფუძვლები – (2–3 პუნქტი).
ხშირი შეცდომა – 1 საკითხი → გამოსავალი ვიდეოში.
ლოკალი/ინდუსტრია: (ქართ/ქალაქი).
#tiktokseo #videotips #(ლოკალური) #(ინდუსტრია)

მინი სცენარის ფორმულა (15-30 წამიანი ვიდეოებისთვის

Hook (0–2 წმ) – „რა/ვისთვისაა“ (2–5 წმ). დემო/ფორმულა (5–15 წმ) – CTA (შეინახე, იკითხე კომენტარებში). იმავე თემაზე შექმენით 2–3 ვარიანტი, განსხვავებული on-screen სათაურით, A/B ტესტისთვის.

გავრცელებული შეცდომები და სწრაფი გამოსავალი
  • ძალიან ძალიან ბევრი ჰეშთეგი2–4 საკმარისია.
  • ჰუქის გარეშე დაწყებაპირველი წამები წყვეტს, უყურებს თუ არა ადამიანი ვიდეოს ბოლომდე
  • ერთენოვანი სტრატეგია აუდიტორიის მიხედვით გააკეთეთ ქართ+Eng ვერსიები.
  • არასტაბილური თემატიკაალგორითმს უყვარს თანმიმდევრული სერიები.

და ბოლოს, იფიქრეთ TikTok-ზე ისე, როგორც სერჩზე.

გააკეთეთ საძიებო განზრახვის შესაბამისი სათაურები, წაკითხვადი ეკრანზედა ტექსტი და სუბტიტრები. ეცადეთ აუდიტორიასთან მკაფიო კომუნიკაცია პირველივე წამებში დაამყაროთ.

 

ყველა ბლოგი