SEO ქოფირაითინგი
ქოფირაითინგის მთავარი მიზანი მკითხველისთვის საინტერესო კონტენტის შექმნაა, თუმცა არსებობს SEO ქოფირაითინგი, რომელიც მხოლოდ ცოცხალ მკითხველზე არ მუშაობს.
დიახ, მისი მიზანი არა მხოლოდ ადამიანების დაინტერესება, არამედ Googlebot-ისთვის თავის მოწონებაა. ყველაფერი საკმაოდ მარტივია, კარგი SEO ქოფირაითერი ქმნის კონტენტს, რომელსაც Googlebot აანალიზებს.
თუ ეს უკანასკნელი ჩათვლის, რომ კონტენტი მომხმარებლისთვის სანდო და რელევანტურია, მას Google-ის საძიებო ინდექსში ამატებს.
შედეგად, როცა ვინმე Google-ში რაიმეს ეძებს, საძიებო სისტემა მას პირველ რიგში ისეთ ვებსაიტებს სთავაზობს, რომელთა კონტენტსაც თავადვე მისცა დადებითი შეფასება.
რას მოიცავს SEO ქოფირაითინგი?
მარტივად რომ ვთქვათ, SEO ქოფირაითინგი კრეატიული წერის, მიზნობრივი საკვანძო სიტყვების ეფექტურად მოძიების და სტრატეგიული ოპტიმიზაციის ნაზავია.
სწორედ ეს პრაქტიკა ეხმარება ბიზნესს ორგანული ტრაფიკის მოზიდვაში, რომელიც თავის მხრივ, ხელშესახებ პოტენციურ მომხმარებელს იზიდავს.
რატომ არის უმიშვნელოვანესი საკვანძო სიტყვები SEO ქოფირაითინგში?
საკვანძო სიტყვების, იგივე ქივორდების სწორად გამოყენების გარეშე, კონტენტის SEO ოპტიმიზაცია პრაქტიკულად შეუძლებელია.
ეს არც ისე მარტივი საქმეა და ვფიქრობ ცალკე ბლოგს იმსახურებს, რომელსაც მომავალში აუცილებლად შემოგთავაზებთ.
რა ხდება ქივორდების მოძიების შემდეგ?
საკვანძო სიტყვების მოძიების შემდეგ, იმ გვერდების სწორად განსაზღვრაა საჭირო, რომლებიც შიდა გადალინკვების გზით უნდა გაძლიერდეს. სწორედ ეს შიდა გადალინკვები ეხმარება Googlebot-ს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რიგი გვერდების მოძიებაში.
ასე მუშაობს On-Page SEO, რომელიც კარგ შემთხვევაში, ფეიჯზე მეტ ვიზიტორს სწორედ ამ გზით უყრის თავს.
რამდენად მნიშვნელოვანია სწორი Tone Of Voice-ის განსაზღვრა?
Tone Of Voice-ის, ანუ სწორი საკუმუნიკაციო ენის შემუშავება ნებისმიერი ტიპის ქოფირაითინგისთვის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
Tone Of Voice განსხვავდება კომპანიების და ზოგადად ინდუსტრიის სპეციფიკიდან გამომდინარე. თუ პირობითად, ტურისტული სააგენტო გვაქვს, ჩვენი საკომუნიკაციო ენა თავგადასავლების მოყვარული ადამიანებისთვის შთამაგონებელი და აღმაფრთოვანებელი უნდა იყოს.
თუ ჩვენი საქმიანობა სამედიცინო სფეროს უკავშირდება, მაშინ საკომუნიკაციო ენა ისე უნდა შევიმუშაოდ, რომ მკითხველისთვის გამორჩეულად სანდო და ემპათიურები ვიყოთ.
Tone Of Voice გამოყენებული უნდა იყოს ყველანაირ კონტენტში, იქნება ეს Landing Page-ის ტექსტი, ბლოგი, სოციალური მედია თუ სხვა.
როგორ ახდენს ტექსტის სწორად სტრუქტურირებას SEO ქოფირაითერი?
SEO ქოფირაითერები ტექსტის სწორად სტრუქტურიზებისთვის სხვადასხვა მიდგომებს იყენებენ. მაგალითად, ყოფენ შინაარსს სექციებად და ქვესათაურებად, სათაურებში პირველად და მეორად საკვანძო სიტყვებს რთავენ…
ზოგჯერ იყენებენ Bullet Point-საც, რათა ტექსტის მნიშვნელოვან ასპექტებს გაუსვან ხაზი, შიდა გადალინკვებს კი ტექსტის სხვადასხვა ნაწილში განათავსებენ…
მნიშვნელობა აქვს წინადადებაში სიტყვების რაოდენობასაც კი და ბევრ ისეთ დეტალს, რომელთა ჩამოთვლაც ძალიან შორს წაგვიყვანს.
ამ ყველაფერზე დაყრდნობით, შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ SEO ქოფირაითინგი თქვენი ბიზნესის წარმატებაში ერთ-ერთი გადამწყვეტ როლს თამაშობს.
კარგმა SEO ქოფირაითერმა იცის როგორ შექმნას საინტერესო და ღირებული კონტენტი ისე, რომ საძიებო სისტემებში თქვენს ვებსაიტს მოწინავე პოზიციის დაკავებაში დაეხმაროს.
შესაბამისი სერვისის სანახავად ეწვიეთ ბმულს