SEO სერვისის მიზანი

არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით, Google საქართველში N1 საძიებო სისტემაა.

გლობალურად კი, საძიებო სისტემების მიერ ყოველდღიურად გადამუშავებული მილიარდობით მოთხოვნის 90% Google-ზე მოდის.

მისი მეშვეობით ბიზნესს ეძლევა იდეალური შანსი, თავისი პროდუქცია, თუ სერვისი სწრაფად და ეფექტურად მიიტანოს მომხმარებლამდე.

ამ შანსის არ, ან ვერ გამოყენება უბრალოდ გაუმართლებელი დანაკარგია ნებისმიერი კომპანიისთვის.

შეიძლება ფიქრობთ, რომ მომხმარებელთან კომუნიკაციას ფეისბუქითაც გადასარევად ახერხებთ და თანაც ეს სოციალური ქსელიც არანაკლებ პოპულარულია ჩვენს ქვეყანაში.

დიახ, ნამდვილად ასეა, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ სოციალური ქსელებისგან განსხვავებით, Google-დან ორგანული ვიზიტორების მოზიდვა გაცილებით მარტივია.

გარდა ამისა, საძიებო სისტემიდან გადმოსული ვიზიტორი უფრო ხარისხიან და კონვერტირებად მომხმარებლად ითვლება.

Google-ის, ან ნებისმიერი სხვა საძიებო სისტემის გამოყენებით, ჩვენ თავად ვეძებთ ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას.

ძიების შედეგს კი საკუთარ მიგნებად აღვიქვამთ და გაცილებით მეტი ნდობით ვეკიდებით… ვიდრე, მაგალითად, Facebook news feed-ში შემთხვევით ამოვარდნილ პოსტს, რომელიც იმ წუთას შეიძლება, საერთოდ არ იყოს ჩვენთვის საინტერესო.

რა უნდა ქნათ, რომ ჩვენი ვებგვერდი საძიებო სისტემების მოწინავე პოზიციებზე განთავსდეს და თანაც სრულიად უფასოდ?

აი, სწორედ აქ ხდება საჭირო გამართული SEO (Search Engine Optimization), ანუ საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია.

ის გულისხმობს თქვენი ვებგვერდის ოპტიმიზაციას რელევანტურ საძიებო სიტყვებსა, თუ ფრაზებზე საძიებო სისტემებში მაღალ პოზიციაზე გამოსაჩენად.

უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს ვებგვერდის ოპტიმიზაციას იმ მიზნით, რომ საძიებო სისტემებიდან ვიზიტორები უფასოდ მიიღოთ.

ვებგვერდის გაუმჯობესებით, საძიებო შედეგების გვერდზე მაღალი პოზიციების დაკავება – სწორედ ეს არის SEO სერვისის მიზანი.

ამ კონკრეტულ ბლოგში ზედმეტი ტექნიკური დეტალით თავს არ შეგაწყენთ, უბრალოდ SEO-ს სრულყოფისთვის საჭირო რამდენიმე კომპონენტს გავუსვამ ხაზს:

  • კონკრეტული სერვისებისა თუ ქივორდებისთვის მეტა თეგების გაწერა.
  • ყველა გვერდისთვის შესაბამისი, რელევანტური ლინკების მექანიკურად განსაზღვრა.
  • ვებგვერდის ჩატვირთვის სისწრაფის მინიმუმამდე დაყვანა.
  • ვებგვერდის გვერდების მოცულობის მაქსიმალურად შემცირება.
  • ვებგვერდის მორგება სხვადასხვა დივაისებზე.

ვებ გვერდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორგანულად მიღებული ვიზიტორები, რადგან ტრაფიკის 60% ზე მეტი სწორედ მასზე მოდის.

ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტების გამართვის წყალობით, თქვენ შეძლებთ დახვეწოთ თქვენი SEO, რაც საშუალებას მოგცემთ საიტზე უფასოდ შემოიყვანოთ მაღალი ხარისხის ვიზიტორები.

ეს რა თქმა უნდა,  დადებითად აისახება თქვენი ბიზნესის მიზნებზე – იქნება ეს პროდუქტის გაყიდვა, კორპორაციული კლიენტების მოძიება, იმიჯის ამაღლება თუ სხვა.

 

SEO სერვისების დეტალურად სანახავად გადადი ბმულზე