Mobile-First დიზაინი
იცოდით, რომ ვებ ტრაფიკის 60%-ზე მეტი მობილური მოწყობილობებიდან მოდის? პრინციპში ამაში გასაკვირი არც არაფერია.
დღეს ადამიანების უმეტესობა სოციალური ქსელებისთვის, ონლაინ შოფინგისთვის და კიდევ ბევრი სხვა მანიპულაციისთვის სწორედ მობილურ მოწყობილობებს იყენებს.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ ვებსაიტი, რომელიც სმარტფონზე არ არის მორგებული, შესამაბისად ვიზიტორს მასზე ნავიგაცია უჭირს.
მარტივად რომ ვთქვათ, ეს პოტენციური მომხმარებლის დაკარგვის და მის სხვა, მეტად მოხერხებულ ვებსაიტზე გადამისამართების ტოლფასია.
რას ნიშნავს Mobile-First დიზაინი?
მოდით უფრო დეტალურად განვმარტოთ. Mobile-First დიზაინი არის ვებდიზაინის სტრატეგია, რომელის მიხედვითაც საიტი იგეგმება და იქმნება პირველ რიგში მობილური მოწყობილობებისთვის. მხოლოდ ამის შემდეგ ადაპტირდება უფრო დიდ სქრინებზე, როგორებიცაა ტაბლეტებისა და დესქთოფების ეკრანები.
Mobile-First დიზაინის უპირატესობები
Google-ის საძიებო სისტემა, პირველ რიგში, ვებსაიტის მობილურ ვერსიას ამოწმებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ცუდი შეფასების შემთხვევაში, თქვენი საიტი საძიებო სისტემის შედეგებში დაბალ პოზიციაზე აღმოჩნდება, რაც მომხმარებლის მოზიდვას საგრძნობლად გაართულებს.
დღეს ნებისმიერი ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მომხმარებლისთვის დადებითი გამოცდილების შექმნაა.
Mobile-First დიზაინი უზრუნველყოფს, რომ საიტი იყოს ფუნქციონალური და ვიზუალურად მიმზიდველი მცირე ეკრანებისთვის. ეს თავისთავად ხელს უწყობს მომხმარებლის ჩართულობას, კონვერსიების ზრდას და კარგი user experience-ის შექმნას.
გარდა ამისა, მობილურისთვის ოპტიმიზირებული საიტების ჩატვირთვის დრო უფრო სწრაფია…
და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დღევანდელ სამყაროში, უბრალოდ ძალიან ძველმოდურად გამოიყურება ბიზნესი, რომელსაც მობილურ ტელეფონზე მორგებული საიტი არ აქვს. მოკლედ, პრესტიჟის ამბავიც არის.
Mobile-First დიზაინის პრინციპები
რადგან მცირე ეკრანებზე სივრცე შეზრუდულია, საჭიროა პრიორიტეტული შინაარსის გამოკვეთა. ამიტომ სასურველია მომხმარებლის ქცევის წახალისებისთვის, მოქმედებაზე მოწოდების (CTA) სათაურები და ღილაკები გამოვიყენოთ.
საჭიროა გამოვიყენოთ სხვადასხვა ეკრანის ზომებზე ადაპტირებული მოქნილი ბადეები და განლაგებები. ისეთი ჩარჩოები, როგორებიცაა Bootstrap და Foundation ამარტივებს მორგებული (responsive) დიზაინის შექმნას.
სასურველია ღილაკები, მენიუები და ბმულები საკმარისად დიდი ზომის იყოს, რომ მათზე შეხება მომხმარებელმა პატარა ეკრანზის პირობებშიც მარტივად შეძლოს.
შრიფტებიც ისეთნაირად უნდა შეირჩეს, რომ ტექსტის უკეთ გასარჩევად საკმარისი კონტრასტი იქმნებოდეს და რა თქმა უნდა, ეკრანის ზომაზე უნდა იყოს ადაპტირებული.
ასევე აუცილებელია მოხდეს მედიისა და სურათების ოპტიმიზაცია. ამისათვის იყენებენ WebP-ს და Lazy loading-ს, რომელიც შინაარსის ჩატვირვას აჩქარებს.
წარმატებული Mobile-First დიზაინის მაგალითები
იცოდით, რომ Airbnb-მ Mobile-First დიზაინზე გადასვლით 30%-ით გაზარდა ჯავშნების რაოდენობა?
კომპანია Starbucks-მა კი უამრავი ახალი მომხმარებელი მოიზიდა მას შემდეგ, რაც მობილურ ვებსაიტზე შეკვეთის პროცესი გაამარტივა. კ
იდევ უამრავი სხვა მაგალითის მოყვანა შეიძლება…
თუმცა ვფიქრობ, ისიც საკმარისია, რომ Amazon-ის მთელი წარმატება Mobile-First სტრატეგიაზეა აგებული, რაც სწრაფ ჩატვირთვას, მარტივ ნავიგაციას და მოსახერხებელ ინტერფეისს გულისხმობს.