Midjourney AI-art
ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ნახატების გენერატორები ბოლო პერიოდში ძალიან პოპოლარულია. ისინი იყენებენ AI-ს და მანქანურ სწავლებას, რათა ტექსტზე დაყრდნობით შექმნან ნახატები.
უფრო მარტივად რომ ავხსნათ, საკმარისია აკრიფოთ ტექსტი, პირობითად ასეთი – „წარმოიდგინე კატა, რომელსაც აქვს პეპლის ფრთები!“ და თქვენ დაახლოებით ნახევარ წუთში მიიღებთ ხელოვნების უნიკალურ ნიმუშს.
ნახატს, რომელზეც გამოსახულია კატა, ულამაზესი პეპლის ფრთებით. დიახ, საკმაოდ რთული დასაჯერებელია, თუმცა ეს რეალობაა.
ამ ბლოგში ხელოვნების სამყაროს ახალ შესაძლებლობაზე, Midjourney AI-art-ზე, ვისაუბრებთ.
როგორც უკვე გითხარით, Midjourney AI-art გვეხმარება ჩვენი ნებისმიერი ვიზუალური ფანტაზია ხელოვნებად ვაქციოთ.
თქვენ მას მხოლოდ საკვანძო სიტყვებს აძლევთ, ის კი აგროვებს ინფორმაციას და ქმნის უნიკალურ სურათს, რომლის ანალოგიც ბუნებაში არ არსებობს.
დღეს Midjourney-ს ბეტა ვარიანტის გამოცდა ყველას შეუძლია. ამისათვის მხოლოდ რამოდენიმე მარტივი ნაბიჯის გავლა დაგჭირდებათ.
დეტალებს აღარ ჩავუღრმავდები. ყველაფერი საკმაოდ იოლია. მთავარია გქონდეთ დისქორდის ანგარიში. თუ არ გაქვთ, პრობლემას არც ეს შექმნის.
დისქორდის საიტზე ავტორიზაცია საკმაოდ მარტივი პროცესია.
მას შემდეგ რაც ყველა ნაბიჯს წარმატებით გაივლით, აპლიკაციაში, ან საიტზე გარკვეული წესებით დაცვით ჩაწერთ წინადადებას და უბრალოდ შედეგს დაელოდებით.
Midjourney AI-art თქვენი მოთხოვნის მიხედვით ოთხ ნახატს შემოგთავაზებთ. ამის შემდეგაც რამოდენიმე ფუნქციის გამოყენება შეგიძლიათ…
მაგალითად შეგიძლიათ აირჩიოთ ოთხიდან ერთერთი ვერსია და უმოკლედ დროში სწორედ ამ ვერსიის კიდევ ოთხი ახალი ვარიაცია იხილოთ. მოკლედ რომ ვთქვათ, მას ყველაფრის დახატვა შეუძლია. ერთადერთი რაც თქვენ გევალებათ სწორი ბრძანების მიცემაა.
ამ უკანასკნელს კიდევ უფრო დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ თუ Midjourney არა მხოლოდ გასართობად, არამედ უფრო მეტად სერიოზული საქმისთვის გჭირდებათ.
ამ შემთხვევაში გენერაციულ AI-სთან მუშაობაში დეტალებს დიდი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოთ.
კონტენტ მარკეტერები თავისი ცოდნით და სწორი ფორმულირებით „ეხმარებიან“ AI-ს დავალების შესრულებაში.
სხვადასხვა AI ხელსაწყოს სხვადასხვა სპეციფიკა აქვს და აქ ცოდნა ძალიან მნიშველოვან როლს თამაშობს. ესთეტიკის გარდა, მნიშვნელოვანია საბოლოო ჯამში რა ტიპის შედეგი გჭირდებათ თქვენი კონტენტისთვის.
ბაზარს მუდმივად ემატება ახალი AI ხელსაწყოები.
მათთან თამაში და ექსპერიმენტული დავალებების მიცემა, რა თქმა უნდა, დიდ გამოცდილებას მოგცემთ…
თუმცა განვმეორდები და კიდევ ერთხელ ვიტყვი…
თუ AI-ს შემოქმედება თქვენი საქმიანობისთვის გჭირდებათ, როგორც სხვა ყველაფერში, ამ შემთხვევაშიც ჯობია საქმე პროფესიონალებს მიანდოთ.
(აღნიშნული ბლოგის ილუსტრაცია გაკეთებულია Midjourney AI ის საშუალებით)