LinkedIn-ზე „მოქცევის წესები“ – ნაწილი მეორე
წინა ბლოგში უკვე ვისაუბრეთ თქვენი ბიზნესისა და LinkedIn-ის მეგობრობის აუცილებლობაზე.
მოგეცით მარტივი რჩევები თქვენი პირადი, თუ კომპანიის პროფილის ეფექტურად სამართავად…
თუმცა ამ ბლოგში მინდა საკითხს უფრო ჩავუღრმავდეთ და გავიგოთ, რა არის ლინკდინის ალგორითმი და როგორ მუშაობს ის.
linkedIn, ისე როგორც სხვა ნებისმიერი სოციალური ქსელი, კონტენტის გავრცელებისას, სპეციალური ალგორითმით ხელმძღვანელობს.
ის საკმაოდ ბევრ ფაქტორს ითვალისწინებს, სანამ გადაწყვეტს ვინ და რომელ პოსტს ნახავს ამ პლატფორმაზე. თემები, ადამიანები და პოსტების სახეობები, რომელთა მიმართებაშიც მომხმარებელი ყველაზე ხშირ ინტერაქციას გამოხატავს, მკვეთრად მოქმედებს მისი სიახლეების კედლის კონტენტზეც.
LinkedIn-ის ალგორითმი ძალიან ეფექტურად ამუშავებს დღეში მილიარდობით პოსტს, რის შედეგადაც თქვენი კედელი თქვენს ინტერესებს იდეალურად ერგება.
მოდით მარტივად ავხსნათ: წარმოიდგინეთ, რომ LinkedIn-ს სამი თარო აქვს, ასეთი დასახელებებით: სპამი, დაბალხარისხიანი და მაღალხარისხიანი.
თუ პოსტის წერისას ბევრ გრამატიკულ შეცდომას დაუშვებთ და მასზე უაზროდ ბევრ ხალხს მონიშნავთ, თქვენი შექმნილი კონტენტი სპამის თაროზე აღმოჩნდება.
თუ თქვენი პოსტი არანაირ ჩართულობას არ იწვევს, მას LinkedIn-ის ალგორითმი დაბალხარისხიანად ჩათვლის და შესაბამის ადგილსაც მიუჩენს.
ალბათ გაგიჩნდათ კითხვა „როგორი უნდა იყოს პოსტი, რომ ის ალგორითმმა მაღალხარისხიანად ჩათვალოს?“
ასეთი პოსტი რამოდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: LinkedIn-ზე „მოქცევის წესები“ – ნაწილი მეორე
- უნდა იყოს მარტივად წასაკითხი;
- მკითხველს ჩართულობისკენ უბიძგებდეს;
- შეიცავდეს მინიმუმ სამ #ჰეშთეგს;
- შეიცავდეს საკვანძო სიტყვებს, (#keyword);
გახსოვდეთ, რომ თქვენი პოსტის ბედის გადასაწყვეტად linkedIn-ს ერთი საათიც კი არ სჭირდება… ამიტომ უმჯობესია დაპოსტოთ მაშინ, როცა თქვენი აუდიტორია ყველაზე აქტიურია.
ნუ დაპოსტავთ მაშინ, როცა იცით, რომ ყველას ძინავს. ჩართულობის გამოწვევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია პოსტის გამოქვეყნებიდან პირველივე წუთებში.
არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ უპასუხოდ შეკითხვები და კომენტარები.
შეგიძლიათ linkedIn-ის პოსტი სხვა სოციალურ ქსელებშიც გადააზიაროთ. ასე შესაძლოა თქვენს კონტენტში პლატფორმის არააქტიური მომხმარებლებიც ჩართოთ.
ეცადეთ პოსტი გამავალ ბმულებს არ შეიცავდეს. გახსოვდეთ, რომ linkedIn-ს არ უყვარს, როცა მისგან მომხმარებელი სხვა პლატფორმაზე გადადის.
სამაგიეროდ გიჟდება, როცა პოსტს დიალოგები მოჰყვება და ამისთვის სათანადოდაც გაჯილდოვებთ…
ასე რომ სთხოვეთ აუდიტორიას გაგიზიაროთ მოსაზრებები, დასვით შეკითხვები და აქტიურად ჩაერთეთ დიალოგებში.
ფიქრობ, რომ linkedIn-ზე „მოქცევის წესები“ არც ისე მარტივია?
არ ცდები, მითუმეტეს, როცა საქმე ბიზნეს ფეიჯის მართვას ეხება, თუმცა ერთი რამ გაითვალისწინე. თუ ეცდები ალგორითმი მოატყუო და ლაიქების და ჩართულობის გასაზრდელად მეგობრები და მეზობლები დაიხმარო – აუცილებლად ინანებ.
linkedIn-მა 2022 წლის დასაწყისშივე მოგვცა მკაცრი გაფრთხილება, რომ ასეთ პოსტებს არ წაახალისებს.
ამიტომ გირჩევ გაითვალისწინო რჩევები და შექმნა ავთენტური, ღირებული კონტენტი…
იმისათვის, რომ წარმატებით გაიარო linkedIn -ის ალგორითმის ყველა გამოცდა და ხმა მიაწვდინო უდიდეს აუდიტორიას…
კომპანიებს და ადამიანებს, რომელთაც შენთვის და შენი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი წარმატების მოტანა შეუძლიათ.