LinkedIn-ზე „მოქცევის წესები“

სოციალური ქსელები რომ ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ამაზე არავინ დაობს. პროფილებს რომ საკუთარი თავის, თუ საქმიანობის წარმოსაჩენად ვქმნით – ამაზეც ვთანხმდებით…

მაგრამ იმისთვის, რომ მეტი სარგებელი მივიღოთ, საჭიროა სწორად განვსაზღვროთ სხვადასხვა პლატფორმაზე „მოქცევის წესები“. ამ ბლოგში #LinkedIn-ზე ვისაუბრებთ.

#LinkedIn პრინციპში ერთადერთი სოციალური ქსელია, რომლის მთავარი მიზანიც სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან კომუნიკაციაა.

ის ბიზნესზე და კარიერაზეა ორიენტირებული, შესაბამისად აქ ადამიანები, სხვა სოციალური ქსელებისგან განსხვავებით, საქმეზე ბევრად ფოკუსირებულები არიან.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ  #LinkedIn შესანიშნავ გარემოს ქმნის კომპანიებისთვის –

როგორც საკუთარი ბრენდის, ასევე მისიის და ხედვის წარმოსაჩენად.

#linkedIn-ის მომხმარებელთა რაოდენობა მსოფლიოში 500 მილიონს აჭარბებს, რაც ამარტივებს როგორც ბიზნესისთვის საჭირო აუდიტორიის მოზიდვას, ასევე ინდივიდუალური ადამიანისთვის კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად  #LinkedIn-ს მხოლოდ „სამსახურზე მონადირეებისთვის“ საჭირო პლატფორმად მოიაზრებენ, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ის თანაბრად ეფექტურია ბიზნესისთვისაც.

#LinkedIn-ის საშუალებით, ბრენდს შეუძლია მეტად გაზარდოს სანდოობა.

ვის არ სურს იმუშაოს კომპანიასთან, რომელსაც უამრავი მიმდევარი ჰყავს და რომელსაც დადებითად ახასიათებენ ყოფილი თანამშრომლები, თუ კლიენტები. მოკლედ, ეს პლატფორმა აყალიბებს თქვენი ბიზნესის საჯარო იმიჯს და თანაც გლობალური მასშტაბით.

მისი საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ წარმოჩნდეთ, როგორც კარგი რეპუტაციის მქონე, სანდო ორგანიზაცია. დამეთანხმებით, რომ ეს ყველაფერი ძალიან მიმზიდველად ჟღერს, თუმცა მხოლოდ ერთჯერადად პროფილის შექმნით არაფერი გამოვა.

მე გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ და სწრაფ მეთოდს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ #LinkedIn-ის კომუნიკაციის და გამოცდილების გაუმჯობესებას:

როგორც ნებისმიერი სოციალურ ქსელში, აქაც აქტიურობაა საჭირო.

დღის განმავლობაში ეცადეთ 10-მდე ინტერაქცია განახორციელოთ; დაუკავშირდით ადამიანებს, რათა გააფართოვოთ თქვენი საქმიანი საკონტაქტო წრე;

დარწმუნდით, რომ თქვენი პროფილი ოპტიმალურად ასახავს თქვენს, თუ თქვენი ბიზნესის სახეს და პრინციპებს;

დარწმუნდით, რომ პროფილში დატანილი გაქვთ ყველა საჭირო #ქივორდი და საკვანძო სიტყვა, რომლითაც პოტენციურმა მომხმარებლებმა, თანამშრომლებმა, თუ ბიზნესებმა უნდა მოგძებნონ;

საჭიროა კვირაში 2-3 ჯერ აქვეყნებდეთ პოსტებს; პერიოდულად, პოსტებით მოუწოდეთ მომხმარებელს რაიმე ქმედებისკენ, ამისთვის შეგიძლიათ გამოკითხვების #poll და სხვა ინტერაქციული ფუნქციონალის გამოყენება;

არ დაგავიწყდეთ, რომ #ჰეშთეგები იდალური გზაა ყურადღების მისაპყრობად.

გახსოვდეთ, რომ კონუმიკაციის ნებისმიერი სწორი მეთოდი, დაგეხმარებათ უფრო მეტ  ადამიანს მიაწვდინოთ ხმა, გააცნოთ საკუთარი თავი, ან ბიზნესი.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დიდ დროს, ძალისხმევას და ცოდნას მოითხოვს…

სწორედ ამისთვის არსებობენ პროფესიონალები, რომლებსაც შეუძლიათ თქვენი ბიზნესის #LinkedIn- ის გვერდი ეფექტურად მართონ.

თვენმა კომპანიამ კი მიიღოს ყველა ის სარგებელი, რომელსაც ეს პლატფორმა გვთავაზობს.

და თუ ჯერ კიდევ არ ხარ #LinkedIn-ზე, რას ელოდები?!