Google IO 2025
რა ხდება მაშინ, როცა წელიწადში ერთხელ, Google ტექნოლოგიურ კარს აღებს და გვაჩვენებს, როგორი იქნება ჩვენი მომავალი?
რა ხდება და Google IO 2025 იწყება!
დიახ, წლევანდელი, 2025 წლის კონფერენცია განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა და დაგვიტოვა შეგრძნება, რომ თითქოს ერთ დღეში, სამყარო რამდენიმე წლით განვითარდა.
რომ არ დაგაბნიოთ, მოდით, ყველაფერი დეტალურად განვიხილოთ.
ხელოვნური ინტელექტი ყველგან: Gemini, Astra და AI Mode
წელს, Google-მა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გადადგა.
Gemini 2.5 Pro-ის ახალი Deep Think რეჟიმი, რომელსაც რთულ ამოცანებთან გამკლავება შეუძლია, ახლა უკვე ხელმისაწვდომია პრემიუმ მომხმარებლებისთვის.
Google Workspace-ში ინტეგრირებული AI ფუნქციებს ყოველდღიური საქმიანობის გამარტივება შეუძლია.
სულ რამდენიმე წლის წინ, ვინ წარმოიდგენდა, რომ პრეზენტაცია თავისით დაიწერებოდა, მეილებს კი პასუხები გაეცემოდა.
რაც შეეხება Project Astra-ს, ეს არის ახალი AI ასისტენტი, რომელიც რეალურ დროში, კამერის საშუალებით აღიქვამს გარემოს და შესაბამის რეაგირერბასაც ახდენს.
ეს უკვე მართლაც ახალი ერაა ხელოვნური ინტელექტის არსებობის ისტორიაში.
გარდა ამისა, Google Search-ს AI Mode დაემატა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, Gemini-სთან ჩატში ისაუბრონ და მეტად პერსონალიზებული პასუხები მიიღონ.
Android 16 – პერსონალიზაცია და კონფიდენციალურობა
Androis 16-მა მნიშვნელოვანი განახლებები მოგვიტანა.
ახლა Material 3 Expressive დიზაინი, რომელიც 18 000 მომხმარებლის კვლევაზეა დაფუძნებული, კიდევ უფრო პერსონალიზებულ გამოცდილებას გვთავაზობს.
ახალი AI ვიჯეტები ჩვენს ყოველდღიურ ჩვევებთან ადაპტირდება და წარმოიდგინეთ რამდენ დროს დაგვიზოგავს.
ამასთან ერთად, გაძლიერდა უსაფრთხოების ფუნქციებიც, რაც ჩვენ, მომხმარებლებს, საკუთარ მონაცემებზე მეტ კონტროლს გვპირდება.
Android XR – ჭკვიანი სათვალეები და გაფართოებული რეალობა
Google I/O-ზე Android XR ჭკვიანი სათვალეები წარადგინეს.
მომხმარებლები ინფორმაციას, გარშემო არსებული ობიექტების შესახებ, ბუნებრივი ურთიერთქმედების გზით მიიღებენ.
ეს სათვალეები გვთავაზობს ვიზუალურ ოვერლეის, აუდიო ინფუთს Gemini-ს მეშვეობით და ობიექტების ინტელექტუალურ ამოცნობას.
წარმოიდგინეთ, რომ ნავიგაციისას, ხედავთ ისრებს და Google Map-ის ინტერფეისს პირდაპირ სათვალეში.
Stitch – აპლიკაციების დიზაინი AI-ს დახმარებით
Stitch ახალი AI ინსტრუმენტია, რომელიც აპლიკაციების დიზაინს და განვითარებას ამარტივებს.
მაღალი ხარისხის UI დიზაინის და შესაბამისი კოდის შექმნა, ახლა უკვე ბუნებრივი ენის აღწერით ან სურათის მითითებით იქნება შესაძლებელი.
ეს ახალი AI ინსტუმენტი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რომ დიზაინზე კონვერსაციულად იმუშაოს, შეცვალოს თემები და პროექტები CSS/HTML ან Figma ფორმატში დააექსპორტოს.
მოკლედ, როგორც ხედავთ, Google IO 2025-მა დაგვიმტკიცა, რომ მომავალი იწყება ახლა! ხ
ელოვნური ინტელექტი კი აღარ არის უბრალოდ ტექნოლოგიური ტრენდი. ის უკვე იქცა თანაშემწედ, დიზაინერად, მენეჯერად, მრჩევლად…..
ის ახლა არა მხოლოდ ფიქრობს, არამედ ქმნის.
და რაც მთავარია – ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ დასაწყისია!