რომელი ინსტრუმენტების გაუმჯობესებას გეგმავს Google 2023 წელს
როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, Google მუდმივად ნერგავს ახალ პროდუქტებსა და სერვისებს.
ამ მხრივ გამონაკლისი არც 2023 წელი იქნება. ტექნოლოგიური გიგანტი განვითარებას აგრძელებს და მომხმარებელს ინსტრუმენტებისა და ფუნქციების ფართო სპექტრს თავაზობს.
დღეს მოგიყვებით რომელი მიმართულებების გაუმჯობესებას გეგმავს Google 2023 წელს.
მანამდე კი თვალი გადავავლოთ მის ყველაზე პოპულარულ ფუნქციებს, რომლის გარეშეც ცხოვრება თითქმის წარმოუდგენლად გვეჩვენება.
როდესაც საქმე საძიებო სისტემებს ეხება, Google აქ უალტერნატივოა. მისი გამოყენება ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის მოსაძიებლად შეიძლება, მიმდინარე მოვლენებიდან დაწყებული, ისტორიული ფაქტებითა და პროდუქტის მიმოხილვით დამთავრებული.
2023 წელს კომპანია აქტიურად გააგრძელებს ალგორითმების დახვეწას და გაუმჯობესებას, რაც ძიების პროცესს კიდევ უფრო სწრაფს და ზუსტს გახდის.
სიმართლე გითხრათ, პირადად მე ვერც კი წარმოვიდგენ რა უნდა იყოს არსებულზე მეტად ზუსტი, თუმცა ვნახოთ…
შემდეგი სერვისი, რომელსაც Google გვთავაზობს და რომელსაც მილიარდობით ადამიანი ყოველდღიურად იყენებს არის Google Maps.
2023 წელს ეს ინსტრუმენტი ისევ ერთერთი ყველაზე საჭირო რამ იქნება მათთვის, ვისაც აინტერესებს ქალაქების დეტალური რუქები… ტრაფიკის ადგილები… ან უბრალოდ Mcdonald’s-ს ეძებს რომელიმე უცხო ქალაქში.
ამ მიმართულების გაუმჯობესებაზე არსად არაფერი ამომიკითხავს, თუმცა როდესაც Google-ის ინსტუმენტებზე ვსაუბრობთ, დანაშაული იქნებოდა, რომ Google Maps არ მეხსენებინა.
ამ წლიდან Google აქტიურად გააგრძელებს Google Drive-ის შესაძლებლობების გაფართოებას და მას კიდევ უფრო მძლავრ ინსტრუმენტად აქცევს კომპანიებისა და საქმიანი ადამიანებისთვის.
Cloud-based მასალის შენახვის სერვისი იდეალური საშუალებაა ვიქონიოთ წვდომა ჩვენს ფაილებზე მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან და ვიცოდეთ, რომ ის საიმედოდ არის შენახული.
ამ შესაძლებლობას ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ადამიანი აქტიურად იყენებს.
2023 წლიდან Google Translate-ის სიზუსტისა და შესაძლებლობების გაზრდა იგეგმება, რაც მას კიდევ უფრო საჭირო და სასარგებლო ინსტრუმენტად აქცევს კომუნიკაციის მიმართულებით.
მართალია Google Translate-ის თარგმანი ქართულ ენაზე დღემდე საკმაოდ არასახარბიელოდ გამოიყურება, თუმცა იქნებ ოდესმე ესეც შეიცვალოს.
არ უნდა გამოგვრჩეს Google Assistant, რომელიც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ონფორმაცია ხმოვანი ბრძანებების გამოყენებით.
2023-ში Google ამ მიმართულების კიდევ უფრო მეტად დახვეწას აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმოვანი ასისტენტი მეტად კომფორტული და მოქნილი გახდება.
საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ 2023 წელს Google თითქმის ყველა მიმართულებით გაგვანებივრებს.
სულერთია მას ძიებისთვის ვიყენებთ, ნავიგაციისთვის, ფაილების შესანახად, თუ თარგმნისთვის.