DeepSeek

იცოდი, რომ არსებობს AI ასისტენტი, რომელმაც ა.შ.შ-ში iOS-ის App Store-ზე ყველაზე ხშირად გადმოწერილი უფასო აპლიკაციების სიაში, პირველი ადგილი დაიკავა?

და თან ეს ყველაფერი მისი საჯარო გაშვებიდან მხოლოდ ორ კვირაში მოხდა.

ეს არის არც ისე ცნობილი კომპანიის მიერ შექმნილი – DeepSeek.

AI ასისტენტი, რომელიც საკმაოდ მოკლე ვადაში და ბევრად ნაკლები თანხით და ნაკლებად ძლიერი ჩიპის გამოყენებით შეიქმნა.

ფაქტია, რომ DeepSeek-მა პოპულარობით უკვე თვით ChatGPT-საც კი გადაუსწრო. ტექ-საზოგადოება ფიქრობს, რომ ის ყურადღების ცენტრში დამსახურებულად მოექცა.

ანალიტიკოსების აზრით, ახალ AI ასისტენტს რეალურად გააჩნია იმის უნარი, რომ ტექნოლოგიური სამყაროს ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გახდეს.

 

რა არის DeepSeek?

ჩინური სტარტაპი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახვეწაზე მუშაობს.

მისი განვითარება ნებისმიერ დეველოპერს შეუძლია, რადგან ის ღია AI მოდელებს ქმნის. ეს ინფორმაცია დაზუსტებული არ არის, თუმცა ამბობენ, რომ მის შექმნაში სულ რაღაც ორი თვე და 6 მილიონ ევროზე ნაკლები დაიხარჯა.

იგი მომხარებელს იგივეს თავაზობს, რასაც სხვა AI ასისტენტები. ის გადასარევად პასუხობს კითხვებს, ქმნის ხარისხიან კონტენტს, და რაც მთავარია, არის უფასო.

 

როგორ მუშაობს?

DeepSeek მომხმარებლის მოთხოვნების ინტერპრეტაციისთვის NLP-ს იყენებს, სწორედ ისე როგორც ამას ადამიანი გააკეთებდა.

ის სწორად აღიქვამს ნებისმიერ ნიუანსს და შედეგად, რელევანტურ პასუხებს გვიბრუნებს.

ის მუდმივად მუშაობს საკუთარ თავზე, წარმატებით ადაპტირდება ძიების სხვადასხვა შაბლონებთან, რაც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტ სიზუსტეს განაპირობებს.

საკვანძო სიტყვებზე დაფუძნებული ტრადიციული ძიებებისგან განსხვავებით, სემანტიკური ძიება DeepSeek-ს საშუალებას აძლევს გაიგოს სიტყვების, ფრაზების და ზუსტი მოთხოვნების მნიშვნელობა.

ეს კი თავისთავად განაპირობებს მეტად რელევანტურ პასუხებს.

DeepSeek მონაცემებს სხვადასხვა წყაროდან რეალურ დროში აერთიანებს, შედეგად მომხმარებლები უახლეს და ყველაზე შესაბამის ინფორმაციას იღებენ.

განსაკუთრებით კარგად გამოიყენება იმ ინდუსტრიებისთვის, რომლებიც განახლებულ ცოდნას საჭიროებს (ფინანსები, ჯანდაცვა და ა.შ.).

 

ვინ უნდა გამოიყენოს?
  • საკმაოდ გამოსადეგარია მეცნიერებისთვის, რადგან მას დიდი რაოდენობით აკადემიური ლიტერატურის გაანალიზება, რეზიუმეების დაწერა და ნაშრომების შექმნაც კი შეუძლია.
  • კომპანიებს შეუძლიათ DeepSeek ბაზრის ტენდენციების, კონკურენტების სტრატეგიებისა და მომხმარებელთა შეხედულებების გასაანალიზებლად გამოიყენონ.
  • AI-ზე ორიენტირებული ძიება ეხმარება ექიმებს, რომ მუდმივად ინფორმირებულები იყვნენ უახლესი სამედიცინო კვლევებისა და მკურნალობის მეთოდების შესახებ.
  • მწერლებსა და ჟურნალისტებს თავისუფლად შეუძლიათ ფაქტების გადასამოწმებლად, ინფორმაციის შესაგროვებლად და თემების შესაჯამებლად გამოიყენონ.

მოკლედ, როგორც ხედავთ DeepSeek საკმაოდ კარგი ინსტრუმენტია ინფორმაციის უზარმაზარ ზღვაში ნავიგაციისთვის.

როგორც ვარაუდობენ ეს ჩინური AI ასისტენტი კიდევ უფრო დაიხვეწება და მომავალ წლებში, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, კიდევ უფრო დიდ გავლენას მოახდენს.

იმასაც კი ამბობენ, რომ DeepSeek AI-ზე მომუშავე ძიებისა და მსჯელობის მომავალ თაობას წარნმოადგენს და არაერთ ინდუსტრიაში შეუძლია რევოლუციის მოხდენა.

 

ყველა ბლოგი