ChatGPT-ის დადებითი და უარყოფით მხარეები

ChatGPT ღია კოდის ბუნებრივი ენის დამუშავების (NLP) მოდელია, რომელსაც რეალურ დროში ადამიანის მსგავსი პასუხების გენერირება შეუძლია.

მისი ბეტა ვერსია 2020 წლის აპრილში გამოვიდა და მომხმარებელში საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. როგორც ხდება ხოლმე, აზრები ორად გაიყო.

ჩვენი დღევანდელი ბლოგის თემაც სწორედ ეს არის. მოდით განვიხილოთ ChatGPT-ის დადებითი და უარყოფით მხარეები.

როცა ChatGPT-ის უპირატესობებზე ვფიქრობ, პირველი, რა თქმა უნდა, დროის დაზოგვა მახსენდება. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მას ძალიან სწრაფად შეუძლია ჩვენთვის პასუხების გაცემა და თანაც ეს პასუხები თანმიმდევრულია.

ChatGPT-ის, ადამიანისგან განსხვავებით, არ ახასიათებს ხასიათის ცვალებადობა, არ აქვს ბედნიერი და სევდიანი დღეები, არასდროს არის დაღლილი.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა მომხმარებელი მისგან ერთნაირი დონის მომსახურებას იღებს.

მას შეუძლია საუბარი ერთდროულად აწარმოოს ათასობით ადამიანთან და ყველა მათგანს გაუჩინოს განცდა, რომ თითქოს მხოლოდ მასთან საუბრით არის დაკავებული.

ის ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს, 24/7-ზე და ყველგან, სადაც ინტერნეტია.

ყველაფერი ზემოთთქმული ძალიან მიმზიდველად ჟღერს, თუმცა საქმე მთლად ასეც არ არის. როგორც ყველაფერს, ისე ChatGPT-საც აქვს უარყოფითი მხარეები.

უფრო მეტიც, ზოგ ადამიანში ის შიშს და პანიკასაც კი იწვევს.

მოკლედ, მივყვეთ თანმიდევრულად…

ChatGPT-ის ემოციური ინტელექტის ნაკლებობა აქვს. დიახ, ის ვერასდროს გაიგებს თქვენს ემოციებს და შესაბამისად, არც თქვენთვის მისაღები რეაგირება ექნება. დიახ, ის ვერასდროს გითანაგრძნობთ.

ამ უკანასკნელს რაღაცნაირად გადავიტანთ, თუმცა ეს მისი ერთადერთი უარყოფითი მხარე არ არის. ხშირად ხდება ისეც, რომ ის თქვენს კითხვებს არასწორად განმარტავს და ამ შემთხვევაშიც მასზე პასუხი, რა თქმა უნდა, შეუსაბამოა…

თუმცა ეს პრობლემა დროსთან ერთად მეტნაკლებად გადაიჭრა კიდეც…

მალევე ChatGPT-ის ახალი, ბევრად უფრო დახვეწილი და „განათლებული“ ვერსია გამოვიდა, რომელიც ძალიან რთულ დავალებებს, უმარტივესად ართმევს თავს.

სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიო ამ ახალმა ტექნოლოგიამ სრულიად მოიცვა, იტალიაში ChatGPT დაბლოკეს და ქვეყნის მონაცემთა დაცვის სააგენტომ არც განცხადების გაკეთება დააყოვნა.

მათი თქმით, OpenAI-ის მიმართ სრულფასოვანი გამოძიება დაიწყო.

ამერიკელ დეველოპერებს მომხმარებლის პირადი ინფორმაციის რამდენიმე წესის დარღვევაში ადანაშაულებდნენ.

მთავარ პრობლემად კი მაინც ის სახელდებოდა, რომ ChatGPT მომხმარებლის ასაკს არ ამოწმებდა.

დეტალებს ძალიან არ ჩავუღრმავდები, რადგან ამ საკითხმა აქტუალობა დაკარგა.

იტალიაში ChatGPT-ზე წვდომა 2023 წლის აპრილიდან ისევ აღდგა, მასზე დარეგისტრირებამდე კი უკვე მომხმარებლის ასაკის და სხვა მონაცემების გადამოწმება ხდება.

ასეა, თუ ისე, ChatGPT-ს დღეს უამრავი მომხმარებელი ყავს და მას ბიზნესებიც ძალიან წარმატებულად იყენებენ.

მიუხედავად ამისა, არ განელებულა ადამიანების შიში და წუხილი იმის თაობაზე, რომ ChatGPT-ისთან ინტერაქციით, მათი პირადი მონაცემები სათანადოდ არ არის დაცული…

და საერთოდ, ეს ახალი ტექნოლოგია გრძელვადიან პერსპექტივაში, შეიძლება ადამიანების ჩამნაცვლებელ, საშიშ მანქანადაც კი იქცეს…

ყველა ბლოგი