როგორ ამოვიცნოთ პროფესიონალი ვებ დეველოპერი
დღეს ვებსაიტის შექმნა უამრავ პლატფორმაზე შეიძლება, თუმცა ხარისხიან საიტს ჯერ კიდევ ადამიანები ქმნიან.
ისინი, ვინც გესაუბრებიან, სწორ კითხვებს გისვამენ და თქვენს პასუხებსაც გულმოდგინედ ისმენენ.
თუ გჭირდებათ ვებსაიტი, რომელიც რეალურად იმუშავებს გაყიდვების, იმიჯის და მომხმარებელთან ურთიერთობის კუთხით, ეს ბლოგი თქვენთვის არის.
დღეს გასწავლით, თუ როგორ ამოიცნოთ პროფესიონალები, რომლებისთვისაც საპასუხისმგებლო დავალების მიცემას აპირებთ.
როგორ ამოვიცნოთ პროფესიონალი? რა არის ის 10 კითხვა, რომელიც ვებსაიტის შემქმნელმა უნდა დაგისვათ?
- მიამბეთ თქვენი ბიზნესის შესახებ. რას აკეთებთ, რითი ხართ გამორჩეული.
ვებსაიტი თქვენი ბრენდის ციფრული სახეა. თუ დიზაინერი და ქოფირაითერი არ ჩაუღრმავდება, რა არის ბაზარზე თქვენი უპირატესობა, ამის გადმოცემას ვერც ვიზუალურად და ვერც ტექსტუალურად შეძლებს.
გახსოვდეთ, რომ პროფესიონალები ისე გისმენენ, როგორც პარტნიორს და არამხოლოდ პოტენციურ გადამხდელს.
- ვინ არის თქვენი მომხმარებელი?
საიტი სწორ ადამიანს უნდა ესაუბრებოდეს. ახალგაზრდებისთვის სხვა ენაა საჭირო, კორპორაციული კლიენტისთვის – სხვა.
პროფესიონალები აუცილებლად გკითხავენ, თუ რა ასაკის არიან თქვენი მომხმარებლები, როგორ გპოულობენ და რა უნდათ თქვენგან – ინფორმაცია, პროდუქტი თუ სხვა.
- რა არის ვებსაიტის მთავარი მიზანი?
პროფესიონალები აუცილებლად გაარკვევენ, თუ რა არის თქვენი საიტის მთავარი მიზანი. გაყიდვების ზრდა, შეტყობინებები, რომლების მომხმარებლებმა უნდა დაგიტოვონ, რეპუტაცია, თუ რაიმე სხვა.
- რა გვერდები და ზოგადად, საიტის როგორი სტრუქტურა წარმოგიდგენიათ?
ეს კითხვა აჩვენებს, რომ პროფესიონალი სტრატეგიულად აზროვნებს. ის არ დაიწყებს დიზაინის კეთებას, სანამ ამ სიას არ ჩაუღრმავდება:
- მთავარი გვერდი
- ჩვენს შესახებ
- სერვისები
- კონტაქტი
- ბლოგი და ა.შ.
- ტექტი გაქვთ, თუ დახმარება გჭირდებათ?
აქ მოწმდება, იქნება თუ არა ის რეალურად ჩართული ქოფირაითინგსა და კონტენტ-სქემაში. პროფესიონალი გეტყვით:
- შეგვიძლია ტექსტების დაწერაში დაგეხმაროთ
- შეგვიძლია სტრუქტურა SEO-ს გათვალისწინებით დავგეგმოთ
- ბრენდინგი გაქვთ? (ლოგო, ფერები, ფონტები).
თუ ადამიანს მხოლოდ ლოგოს PNG ფაილი აინტერესებს და არ კითხულობს რა შეგრძნება უნდა დატოვოს საიტმა, საქმე არც ისე კარგადაა.
- საკუთარი ფოტოები გაქვთ, თუ ვიზუალური მასალა დაგჭირდებათ?
პროფესიონალები დაგეხმარებიან ისეთი სთოქ ფოტოების შერჩევაში, რომლებიც თქვენს ტონს შეესაბამება.
- დამატებითი ფუნქციონალი გჭირდებათ?
მაგალითად:
- ონლაინ გადახდები
- მრავალენოვანი ვარიანტი
- სიახლეების გაგზავნის ფორმა
- ადმინ პანელი ტექსტების ცვლილებისთვის
- რა დრო გაქვს განსაზღვრული საიტის დამზადებისთვის?
თუ გეუბნებიან „დავიწყებ და ვნახოთ“ – ეს მათ არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს.
- აცნობიერებთ, რომ საიტის შექმნა მხოლოდ დასაწყისია?
თუ გპირდებიან, რომ კარგი საიტის შემქნა, ბიზნესის წარმატების უპირობო საწინდარია, გატყუებენ. კეთილსინდისიერი პროფესიონალები აუცილებლად აგიხსნიან, რომ საიტი მხოლოდ დასაწყისია.
და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ საიტის შექმნა ნიშნავს თანამშრომლობას. თუ ადამიანი სწორ კითხვებს გისვამთ და ცდილობს თქვენი ბიზნესის არსს ჩაწვდეს, ესეიგი კარგ ხელში ხართ. პროფესიონალების ამოცნობა არც ისე რთულია, უბრალოდ უნდა დააკვირდეთ, როგორ გესაუბრებიან ისინი.
შესაბამისი სერვისის სანახავად მიყევით ბმულს