User Flow-ს მნიშვნელობა
ხშირად ხდება ისე, რომ სასურველ აპლიკაციას ჩამოვტვირთავთ და რამდენიმე წუთში ვშლით.
ამის მიზეზი შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, თუმცა, როგორც წესი, ეს იმ მრავალრიცხოვანი ნაბიჯების ბრალია, რომელსაც აპლიკაცია გადმოწერიდან გამოყენებამდე გვთხოვს ხოლმე.
აი, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი აპლიკაციაში თუ ვებგვერდზე მომხმარებლის მოგზაურობის ოპტიმიზაცია User Flow-ს მეშვეობით.
User Flow, პრაქტიკულად, მომხმარებლის ქმედებების საგზაო რუკაა, რომელიც UX-ის, იგივე მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაში გვეხმარება.
წარმოიდგინეთ, რომ ვიზიტორი სტუმრობს თქვენს ონლიან მაღაზიას.
User flow ასახავს მთელ იმ გზას, რომელსაც ის საწყის გვერდზე შემოსვლიდან, შესყიდვის დასრულებამდე გადის.
User Flow საშუალებას გვაძლევს მომხმარებლისა და საიტის თუ აპლიკაციის ურთიერთქმედებას თავად მომხმარებლის თვალითვე შევხედოთ.
ეს ვიზუალური წარმოდგენა კი ხშირად აჩენს საჭიროებას შევქმნათ გაუმჯობესებული ინტერფეისი, რომელიც მოხმარებლისთვის მკაფიო, ეფექტური და, საბოლოო ჯამში, მეტად მოსახერხებელი იქნება.
UX დიზაინის პროცესში User Flow-ს ჩართვას უამრავი უპირატესობა აქვს.
თქვენ შეგძლიათ თვალნათლივ დაინახოთ თქვენი სუსტი წერტილები და გამოკვეთოთ ის ადგილები, სადაც მომხმარებელი ყველაზე მეტად იბნევა.
პროცესის გამარტივების გზით კი, იმედგაცრუების შემცირება და სასიამოვნო გამოცდილების შექმნა შესაძლებელი.
კარგად შემუშავებული User Flow დაგეხმარებათ გააქროთ არასაჭირო ნაბიჯები თქვენს ვებგვერდზე და მომხმარებელს სასურველი მოქმედებისკენ ინტუიციურად მიუთითოთ…
იქნება ეს შესყიდვა, რეგისტრაცია, თუ აპლიკაციის ჩამოტვირთვა.
ეჭვგარეშეა, რომ, როდესაც ვიზიტორს მარტივად ნავიგაცია შეუძლია, ის გაცილებით დიდხანს რჩება საიტზე.
ამ დროს კი, იმის შანსი, რომ შესყიდვა, ან თქვენთვის სასურველი ნესბიმიერი ქმედება განახორციელოს, გაცილების იმატებს.
User Flow გეხმარებათ წინასწარ განსაზღვროთ მომხმარებლის საჭიროებები და მათ სათანადო ინფორმაცია და ფუნქციონალები სწორ დროს მიაწოდოთ.
User Flow როგორც დიზაინერების, ასევე დეველოპერების და პროდუქტის მენეჯერების საერთო ენას ემსახურება.
ამ ადამიანების ჩართულობა კი გადამწყვეტია მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების საქმეში.
მგონი User Flow-ს მნიშნელობა უკვე სათანადოდ განვმარტე. მოდით, ახლა მისი შექმნის პროცესს ჩავუღრმავდეთ.
პირველ რიგში, სწორად განსაზღვრეთ სამიზნე აუდიტორია და შექმენით თქვენი მომხმარებლის მკაფიო პერსონა. რეალისტური User Flow-სთვის მომხმარებლის საჭიროებების და ქცევის გაანალიზებაა აუცილებელი.
ასევე მკაფიოდ განსაზღვრეთ ის ძირითადი და მეორადი მიზნები, რომლებიც შეიძლება ქონდეთ მომხმარებლებს თქვენს ინტერფეისთან ურთიერთობისას.
აღწერეთ ის ნაბიჯები, რომლებსაც მომხმარებლები გადადგამენ მიზნების მისაღწევად. განიხილეთ სხვადასხვა სცენარი და პოტენციური გადაწყვეტილებები, რომლებიც ვიზიტორებმა შეიძლება მიიღონ თითოეულ ეტაპზე.
შექმენით User Flow-ს ვიზუალი მარტივი დიაგრამის გამოყენებით.
ასე საქმეს მეტად გაიმარტივებთ და პოტენციური ბლოკირების იდენტიფიცირებასაც მარტივად მოახდენთ.
დააკვირდით, როგორ ურთიერთობენ რეალური მომხმარებლები თქვენს პროდუქტთან და გამოიყენეთ ეს მონაცემები როგორც User Flow-ს, ისე საერთო გამოცდილების გასაუმჯობესებლად.
და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ რაც არ უნდა ღირებული იყოს თქვენი ვებგვერდი, თუ ის მომხმარებელზე მორგებული არ იქნება – არაფერი გამოვა.
ჩვენს საუკუნეში ბიზნესის წარმატების ერთერთი უმთავრესი იარაღი მომხმარებლის გამოცდილებაზე ზრუნვაა.