UX ქოფირაითინგი
ყველა ვთნხმდებით, სიტყვებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს კომპანიის რეპუტაციისა და გაყიდვებისთვის.
სწორედ ამისთვის არსებობენ ქოფირაითერები. ეს ძალიან მრავალმხრივი პროფესიაა და მასზე რომელიმე მომდევნო ბლოგში აუცილებლად დეტალურად ვისაუბრებთ.
დღეს კი მინდა თქვენი ყურადღება კონკრეტულად UX (user experience) ქოფირაითინგზე შევაჩერო.
UX ქოფირაითინგი მხოლოდ digital მიმართულებით მუშაობს და მისი მიზანი მომხმარებლისთვის საიტზე, თუ აპლიკაციაში ნავიგაციის გამარტივებაა.
user experience მომხმარებლის გამოცდილებას ნიშნავს. ეს უკანასკნელი კი შთაბეჭდილებას სწორედ ინტერფეისთან კონტაქტით იღებს.
იმისთვის, რომ მომხმარებელს თავი მოვაწონოთ, აუცილებელია საიტზე ნავიგაცია მარტივი და მოსახერხებელი იყოს.
UX ქოფირაითერი ამ საქმეში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ის სიტყვებით განუმარტავს მომხმარებელს ყველაფერს, რასაც ეკრანზე ხედავს.
რა თქმა უნდა, ამ საქმეში გრაფიკული დიზაინერის როლის ხაზგასმაც არ უნდა დაგვავიწყდეს.
იდეალურ შემთხვევაში კი, ამ ორის ერთად მუშაობა, საუკეთესო შედეგის გარანტიაა.
UX ქოფირაითერები, როგორც წესი, მიკროტექსტებს წერენ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს საკმაოდ მარტივია, თუმცა ეს ასე მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს.
ხშირად ერთი სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანი ქმედებისკენ გვიბიძგებს ხოლმე, ან სულაც ყველაფრის ინტერესს გვიკარგავს.
UX ქოფირაითერი გუნდური პრინციპით მუშაობს.
იმისათვის, რომ საუკეთესო შედეგი დადოს, აუცილებელია მუდმივი კონტაქტი ჰქონდეს დიზაინერთან, დეველოპერთან, თუ ანალიტიკოსთან…
განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე რთულ ტექნიკურ პროგრამებს ეხება.
საქმის ეფექტურობის შეფასება დავალების შესრულებაზე დახარჯული დროით, ყოველდღიური ვიზიტებით, მიმოხილვებით და დასრულებული გარიგებების რაოდენობით ხდება.
ჩვენს რეალობაში, ხშირად თანხების დაზოგვის მიზნით, UX ქოფირაითერებს სამუშაოდ არ იწვევენ. ამის მაგივრად კი, მათ საქმეს დიზაინერები, ან მარკეტერები ითავსებენ ხოლმე.
რა თქმა უნდა, ეს არაგონივრული საქციელია, რადგან ტექსტები საკმარისად ეფექტური და სასარგებლო არ გამოდის. UX ქოფირაითერის მოვალეობა მხოლოდ ერთი შეხედვით მარტივი სიტყვის მოფიქრება არ არის. ის ადგენს კომპანიის სარედაქციო პოლიტიკას, ატარებს შინაარსიის A/B ტესტირებას;მონაწილეობს აუდიტორიის კვლევაში, ქცევითი ფსიქოლოგიის გასაგებად;აანალიზებს ტექსტის ეფექტურობას და კიდევ სხვა მრავალ სამუშაოს ასრულებს.
ჩვეულებრივი ქოფირაითინგისგან განსხვავებით, UX ქოფირაითინგი უფრო მეტად ტექნიკური სამუშაოა, ვიდრე კრეატიული.
ამ საქმის პროიფესიონალები, როგორც წესი, ტექნიკურ საკითხებში კარგად ერკვევიან.
ისინი წერენ ყველანაირი ასაკის, თუ პროფესიის ადამიანისთვისთვის, გასაგებ და ეფექტურ ენაზე, თანაც ძალიან მოკლედ. პრიოფესიონალიUX ქოფირაითერის დაწერილ თუნდაც ერთ სიტყვას აქვს ძალა, რომ მომხმარებელს მოქმედებისკენ უბიძგოს.
შესაბამისი სერვისების სანახავად მიჰყევით ბმულს