როგორ შევარჩიოთ ანტივირუსი

ანტივირუსული პროგრამების აუცილებლობაზე წინა ბლოგში უკვე ვისაუბრეთ, თუმცა მათთვის,  ვისაც არ წაუკითხავს, კიდევ ერთხელ ვიტყვი…

ეს უკანასკნელი ძალიან, ძალიან საჭირო იარაღია კომპიუტერის სისტემის ვირუსებთან და მავნე პროგრამებთან საბრძოლველად, პერსონალური და მნიშვნელოვანი ინფორმაციის უსაფრთხოების დასაცავად.

დღეს ბაზარზე უამრავი ავტივირუსული პროგრამა არსებობს და მათი საჭიროებაც,  კიბატონო, უკვე გასაგებია. ყველას გვესმის, რომ მოზღვავებულ საფრთხეებთან ბრძოლა შიშველი ხელებით შეუძლებელია.

ახლა საკითხი ასე დგას – როგორ შევარჩიოთ ჩვენს საჭიროებებზე მორგებული ანტივირუსი?

ალბათ არასწორ იქნებოდა, თქვენთვის თავზე ჩემი აზრი მომეხვია, ან რომელიმე კონკრეტული პროგრამის უნებლიე რეკლამა გამეკეთებინა…

ამიტომ გადავწყვიტე, ამ ბლოგში რამდენიმე ყველაზე პოპულარული და უსაფრთხო ანტივირუსული პროგრამა გაგაცნოთ.

მოკლედ, დავიწყოთ!

Norton Antivirus: Norton Antivirus-ს ხშირად ირჩევენ მომხმარებლები, მისი მოქნილი თვისებების გამო.

რეალურ დროში საფრთხის ამოცნობა, ავტომატური განახლებები და კიდევ ბევრი სხვა სასარგებლო ფუნქცია, ნორტონის ანტივირუსს დაცვის პროგრამებში, ერთერთ მოწინავე პოზიციაზე აყენებს.

McAfee Antivirus: McAfee Antivirus კიდევ ერთი პოპულარული არჩევანია, რომელიც ვირუსებისგან, ჯაშუშური და სხვა სახის მავნე პროგრამებისგან ყოვლისმომცველ დაცვას გვპირდება.

ის ასევე მოიცავს ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა firewall დაცვა, ელ.ფოსტის გაფილტვრა და მშობლის კონტროლი.

Avast Antivirus: Avast მსუბუქი ანტივირუსული პროგრამაა და ისიც გვთავაზობს რეალურ დროში დაცვას მთელი რიგი საფრთხეებისგან, რომლებსაც აღარ ჩამოვთვლი…

თუმცა დავამატებ, რომ ეს ანტივირუსი ერთერთი საუკეთესოა პაროლების დაცვის საქმეში.

Kaspersky Antivirus: Kaspersky-ს ნამდვილად აქვს დამკვიდრებული სანდო სახელი ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფის სამყაროში.

ის ცნობილია თავისი მოწინავე უსაფრთხოების მახასიათებლებით და რეალურ დროში საფრთხის აღმოჩენით. მოკლედ, ამ საქმეში ჩახედულ ადამიანებს, დაცვის პროგრამებზე საუბრისას, ერთერთი პირველი უეჭველად Kaspersky Antivirus გაახსენდებათ და საკმაოდ სამართლიანადაც.

ამ ბლოგში ჩამოთვლილი ოთხივე ანტი ვირუსული პროგრამა, უკვე  მრავალმხრივ გამოცდილია და მათ ვირუსებთან საბრძოლველად მილიონობით ადამიანი იყენებს.

თუ არჩევანის გაკეთება დღემდე გიჭირთ, გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ გამოყენების სიმარტივეს.

ასევე დარწმუნდით, რომ შერჩეული ანტივირუსული პროგრამა, თავსებადია თქვენს ოპერაციულ სისტემასთან და აპარატურასთან.

გახსოვდეთ, სწორი ანტივირუსული პროგრამის შერჩევა, გადამწყვეტია თქვენი კომპიუტერის სისტემის ვირუსებისა და სხვა სახის მავნე პროგრამებისგან დაცვისთვის…

მით უფრო მაშინ, როცა კიბერ დანაშაული არნახულ მასშტაბებზეა გასული. ნუ დაზოგავთ ფულს და ენერგიას. დაიცავით საკუთარი თავი და ბიზნესი.

 

ყველა ბლოგი