ხელოვნური ინტელექტის 2024 წლის ტენდენციები

ინლისური ენის ლექსიკონის Collins English Dictionary-ის შემდგენლებმა 2023 წლის სიტყვად AI (artificial intelligence – ხელოვნური ინტელექტი) დაასახელეს. ამის შესახებ ინფორმაცია ლექსიკონის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

AI წლის სიტყვად ამ ტექნოლოგიის სწრაფი განვითარების გამო აირჩიეს. არსებული მონაცემებით, წელს ამ ტერმინს ოთხჯერ უფრო ხშირად იყენებენ, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდნენ.

არ გაგიკვირდებათ, რომ ის სისწრაფე, რომლითაც ხელოვნური ინტელექტი ვითარდება და შესაბამისად ჩვენს ცხოვრებაში იჭრება, 2024 წელს კიდევ უფრო გაიზრდება.

AI მრავალმხრივი მიმართულებით, სულ უფრო მეტად საჭირო გახდება. ინდივიდები მას პროდუქტიულობის გასაზრდელად იყენებენ, კომპანიები კი ცდილობენ ხელოვნური ინტელექტი ბიზნესის განვითარებაში დაიხმარონ.

ამ ბლოგში გავიგებთ, როგორია ხელოვნური ინტელექტის 2024 წლის მნიშვნელოვანი ტენდენციები.

გენერაციული AI-ს ინსტრუმენტების შემდეგი თაობა ბევრად ცილდება ჩათბოტებს და იმ გამოსახულების გენერატორებს, რომლებიც 2023 წელს გვაოცებდნენ და ზოგჯერ გვაშინებდნენ კიდეც.

ახლა უკვე გენერაციული ვიდეო და მუსიკის შემქმნელები ჩნდებიან. ჩაეშვება ისეთი ახალი და საინტერესო აპლიკაციები, როგორიცაა გენერაციული დიზაინის ხელსაწყოები და ხმის სინთეზატორები.

აი აქ უკვე ძალიან გართულდება რეალურსა და გენერირებულს შორის განსხვავების დანახვა. პირდაპირ რომ თქვათ, ხშირ შემთხვევაში შეუძლებელიც კი გახდება.

ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს ყველაფერი საკმაოდ საშიშად ჟღერს.

აუცილებელია AI-ს განვითარება და გამოყენება დიდი პასუხისმგებლობით მოხდეს, რადგან თავიდან ავირიდოთ ისეთი შემზარავი სცენარი, როგორსაც სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმებში ვხვდებით ხოლმე.

2024 წელს ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. ხელოვნური ინტელექტის ეთიკოსები სულ უფრო მეტად მოთხოვნადები გახდებიან და ინდივიდებს თუ ბიზნესებს ეთიკური სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებენ.

Boston Consulting Group-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ მომსახურების სფეროს ლიდერების 95% მოელის, რომ მათ მომხმარებლებს მომდევნო წლების განმავლობაში AI ბოტები მოემსახურებიან.

როგორც წესი, ხელოვნური ინტელექტი ყველაზე წარმატებულად სწორედ ამ სფეროში იტესტება, პროცესებში ინტეგრაციის და ყოველდღიურობის ავტომატიზაციის გზით.

2023 წელს ყველა ჩქარობდა, რომ AI ხელსაწყოები თავიანს ბიზნესებში ჩაეშენებინა (Bing, Google, Snapchat, Expedia, Coursera) და ეს გასაკვირი არც არის. ეს საკმაოდ სწორი სტრატეგიაა მომავალი თაობის მომხმარებელთან ურთიერთობის საკითხში.

ეს ტენდენცია, რა თქმა უნდა მომავალი წლისთვის კიდევ უფრი გაიზრდება და AI ყველა ასაკის ადამიანისთვის ცხოვრების ფასდაუდებელი მოკავშირე გახდება.

წარმოიდგინეთ ქირურგები, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტით  მართული დიაგნოსტიკის ჩატარება შეუძლიათ…

პროგრამისტები, რომლებსაც კოდის შექმნაში ეხმარებიან, ან თუნდაც სტუდენტები, რომლებიც AI-ს თავიანთი ნაშრომების შემქნისთვის იყენებენ.

უკვე ნათელია, რომ 2024 ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის უნარების სიმბიოზის წელი იქნება.

ყველა ბლოგი