ჩატბოტი გუგლის წინააღმდეგ

უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც ეს საკითხი აქტიური განსჯის საგანია, თუმცა ბოლო რამდენიმე თვეა სერიოზული დავის მიზეზიც გახდა.

ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ ასპარეზზე ახალი, ამაყი, ახალგაზრდა, იმედის მომცემი მოთამაშე გამოჩნდა, რომელიც ინტერნეტის გიგანტებს ტიტულისთვის ბრძოლაში იწვევს…

თუმცა სანამ ეს სამკვდრო-სასიცოცხლო თამაში დაიწყება, რომელსაც „ჩატბოტი გუგლის წინააღმდეგ“ ქვია, მოდით ორივე მხარე ობიექტურად შევაფასოთ, რომ ფსონების დადება გაგვიმარტივდეს.

 

ჩატბოტსა და გუგლს შორის  მთავარი განსხვავება მათი ძირითადი ფუნქციაა. ჩატბოტი მომხმარებელთან სასაუბროთ და მათთვის შესაძლებლობების ფარგლებში, კითხვებზე სწრაფი და კონკრეტული პასუხების გასაცემად არის შექმნილი.

Google კი საძიებო სისტემაა, რომელსაც ინტერნეტში შესაბამისი ინფორმაციის მოსაძიებლად და ზუსტი შედეგების მისაღებად ვიყენებთ.

 

ეს ორი ერთმანეთისგან ცოდნისა და ინფორმაციის დონითაც განსხვავდება.

ჩატბოტი კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად არის დაპროგრამებული. არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ სპეციფიურ, რთულ საკითხებზე პასუხს ვერ გაგცემთ და ვერც აბსტრაქტულ თემებზე გესაუბრებათ.

Google-ს კი უსაზღვრო ინფორმაციაზე აქვს წვდომა და ალბათ ძალიან რთულია ისეთი შეკითხვის მოფიქრება, რომელზეც მასში პასუხს ვერ იპოვით.

 

რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, ჩატბოტები ხშირად გვხვდება ვებსაიტებზე, ან შეტყობინებების აპებში და ზოგადად უფრო მარტივად გამოსაყენებელია, რადგან ისინი შექმნილია კონკრეტული მიზნისთვის.

მარტივად რომ ვთქვათ, ონლაინ მაღაზიის ვებგვერდზე სვამ კითხვას კონკრეტული პროდუქტის შესახებ და ზუსტად იცი, რომ პასუხს აქვე მიიღებ.

მეორეს მხრივ, Google-ზე წვდომა შესაძლებელია სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებით, მაგალითად კომპიუტერის, ტელეფონის და ჭკვიანი სახლის მოწყობილობების მეშვეობით.

ეს საშუალებას აძლევს მომხმარებელს მოახდინოს წვდომა Google-ის ინფორმაციაზე პრაქტიკულად ნებისმიერი ადგილიდან.

 

კიდევ ერთი განსხვავება ჩატბოტსა და Google-ს შორის პერსონალიზაციის დონეა.

ჩატბოტს შეუძლია უზრუნველყოს პერსონალიზებული პასუხები მომხმარებლის წინა ინტერაქციის, ან მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. თუმცა, პერსონალიზაციის დონე შემოიფარგლება იმ მონაცემებით, რომლებზეც თავად ჩატბოტს აქვს წვდომა.

მეორეს მხრივ, Google-ს შეუძლია უზრუნველყოს უაღრესად პერსონალიზებული შედეგები მომხმარებლის ძიების ისტორიაზე, მდებარეობაზე და სხვა ფაქტორებზე დაყრდნობით.

 

საბოლოო ჯამში საჭიროა გავიაზროთ, რომ ჩატბოტი და Google მაინც სხვადასხვა მიზნებს ემსახურება და სხვადასხვა დონის კომფორტსა და სიზუსტეს გთავაზობს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩატბოტი იდეალურია კონკრეტულ კითხვებზე სწრაფი პასუხის მისაღებად და მომხმარებელთა მომსახურების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად…

Google არის და ალბათ კიდევ დიდი ხანი იქნება უალტერნატივო და უძლიერესი ინსტრუმენტი უზომო რაოდენობის ინფორმაციის მოსაძიებლად. ბოლო წინადადების ჭეშმარიტების განსამტკიცებლად კი ასეთ რამეს ვიტყოდი:

„თუ ამ სიტყვებში ეჭვი შეგეპარებათ – უბრალოდ დაგუგლეთ“

 

ყველა ბლოგი