„ჩასაფრებული გუგლი“

რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, რომ Google-მა სამუშაო პროცესის გასამარტივებლად Google Workspace-ის პროდუქტებში  ხელოვნური ინტელექტი ჩააშენა.

ვფიქრობ, სანამ ამ თემას განვავრცობთ, კარგი იქნება კიდევ ერთხელ გავიხსენოთ საერთოდ რა არის Google Workspace და რისთვის გამოიყენება ის.

Google Workspace, (იგივე G-Suite) ყველა საჭირო ინსტუმენტით დატვირთული სამუშაო სივრცეა.

ის ეხმარება ბიზნესს პროცესების და კომუნიკაციის გამარტივებაში. სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ 2020 წელს G-Suite-ს უკვე 6 მილიონზე მეტი ბიზნესი იყენებდა და ეს ტენდენცია ახლა კიდევ უფრო მზარდია.

ახლა კი დავუბრუნდეთ საკითხს და განვმარტოთ, რას მოგვიტანს Google Workspace-ში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია.

კომპანიამ განაცხადა, რომ მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ შექმნან მეილების ესკიზები, შეაჯამონ ისინი, მიანიჭონ რომელიმე მათგანს პრიორიტეტი და უპასუხონ მათ.

შესაძლებელი იქნება ტექსტური დოკუმენტები AI-ს დაარედაქტირებინონ, ან სულაც ხელახლა დააწერინონ. უფრო მეტიც, Slides-ის შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტი გამოსახულებებს და ვიდეოებსაც უპრობლემოდ დააგენერირებს.

Sheets ავტომატურად შექმნის ფორმულებს. Meet-ში ტრანსკრიფციები ავტომატურად დაიწერება, ხოლო Chat სამუშაო პროცესის გამარტივებაში დაგვეხმარება.

Docs-ში მომხმარებლები შეძლებენ, გვერდზე დავალების თემა დაწერონ, გენერაციული AI კი დამატებით ტექსტს უცებ დააგენერირებს. სისტემას შეუძლია, მომხმარებლის მიერ დაწერილი ტექსტი Rewrite ფუნქციის მეშვეობითაც დაარედაქტიროს.

ახალი ფუნქცია დაემატა Gmail-საც, რომლითაც მოკლე ტექსტური მითითების საპასუხოდ AI მეილს ჩვენ მაგივრად დააგენერირებს.

Google-ის თანახმად, მიუხედავად დაშვებული შეცდომისა, კომპანია ChatGPT-ის მეტოქის, AI ჩატბოტის – სახელად Bard-ის გამოშვებასაც გეგმავს.

ამჟამად პროგრამა მხოლოდ ტესტერთა მცირე ჯგუფისთვის არის ხელმისაწვდომი. ისინი ენერგიას არ იშურებენ, რომ სამომავლოდ შეცდომები აღარ განმეორდეს.

ჯერჯერობით უცნობია როდის გახდება Bard ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი. შეგახსენებთ, რომ ის გუგლის უკვე არსებულ ენის მოდელს, Lamda-ს, ეფუძნება.

გასულ წელს მოდელი ადამიანური პასუხების გამო კომპანიის ერთ-ერთ ინჟინერს მგრძნობიარეც კი ეგონა.

პლატფორმა თავდაპირველად Lamda-ს შედარებით “მსუბუქ” ვერსიაზე იმუშავებს, რომელსაც ნაკლები ენერგია სჭირდება, ასე კი მის ერთდროულად გამოყენებას მეტი ადამიანი შეძლებს.

გავიხსენოთ ისიც, რომ ChatGPT-მ საწყის ეტაპზე არაზუსტი პასუხების გამო საზოგადოების გარკვეულ ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია.

ბევრმა ის დეზინფორმაციასა და სექსიზმშიც კი დაადანაშაულა. სწორედ ამას მოყვა „ჩასაფრებული“ Google-ის განცხადებაც, რომ ისინი მსგავს შეცდომებს არ დაუშვებდნენ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მაინც დაუშვეს.

შედეგად კოპპანიის სპიკერი, ლილი ლინი საკმაოდ არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა.

 

Google-ის საძიებო სისტემებში თქვენი პროდუქტების უკეთესად ინტეგრირების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის გადადით შესაბამისი სერვისის აღწერის გვერდზე – იხილეთ ბმული