შენი ბიზნესის ჩართულობა სოციალურ მედიაში არც ისე აქტიურია?!
ბიზნესის სოციალურ მედიაში ჩართულობა, მისი წარმატების ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილი რომ არის, ეს ყველამ ვიცით. მარკეტინგული სტრატეგია, სოციალური მედიის მიმართულების გარეშე, რომ არასრული და შეუმდგარია, ეჭვი არც ამაში გვეპარება…
თუმცა, თუ შენ ამ ბლოგს კითხულობ და მაინც „რაღაც“ გაწუხებს და თანაც სტატისტიკაზე გიჟდები, კარგად მოკალათდი და დავიწყოთ!
იცოდი, რომ 2021 წლის მონაცემებით, აშშ-ის მოსახლეობის 84% მინიმუმ ერთ სოციალურ პლატფორმას იყენებს?
არც მე ვიცოდი. და სოციალური მედიის მომხმარებელთა რაოდენობა მთლიანი მოსახლეობის 57,6%-ს რომ შეადგენდა, ამაზე წარმოდგენა გქონდა?
მე დაახლოებით ასეც ვფიქრობდი. მოკლედ, გამოდის, რომ მთლიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტი, თვეში ერთხელ, რეგულარულად იყენებს მინიმუმ ერთ სოციალურ ქსელს.
არ გაგიკვირდებათ და Facebook ყველაზე ხშირად გამოყენებული სოციალური ქსელების სიაში პირველ ადგილს იკავებს.
მოწინავე პოზიციებს ინაწილებენ ჩვენთვის ასევე ნაცნობი და შინაური youtube, Instagram, Tiktok და ა.შ.
200 მილიონზე მეტი კომპანია Facebook-ის საშუალებით ცდილობს მომხმარებელთა მოზიდვას.
ასაკობრივ ჯგუფს რაც შეეხება, აქ უფრო საშუალოზე უფროსი ასაკის მომხმარებლები ლიდერობენ, განსხვავებით მაგალითად, Instagram-ის, რომელიც შედარებით ახალგაზრდა ასაკზეა გათვლილი. მომხმარებლების ნახევარი სტუმრობს ვებსაიტს Instagram stories-ში პროდუქტის ნახვის შემდეგ.
LinkedIn-ზე წინა ბლოგებში უკვე ვრცლად ვისაუბრეთ, მაგრამ აქაც ვიტყვი. ეს ის პლატფორმაა, რომელიც ადამიანებში ალბათ ყველაზე დიდ ნდობას აღძრავს.
ასაკობრივი ჯგუფი დაახლოებით 25 დან 35 წლამდე მერყეობს. ადამიანები LinkedIn-ზე თავს დაცულად და დაფასებულად გრძნობენ.
ჩვენს მიმოხილვაში აუცილებლად საპატიო ადგილს უნდა იკავებდეს YouTube.
სტატისტიკა ირწმუნება, რომ ყოველ ერთ წუთში YouTube-ზე 500 საათის ხანგრძლივობის კონტენტი იტვირთება.
ბევრი ადამიანისთვის და პირადად ჩემთვისაც, ეს პლატფორმა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია…
მიუხედავად იმისა, რაოდენ ნერვებიც არ უნდა გვეშლებოდეს იმაზე, რომ ერთდროულად მისი „ჩაკეცვა“ და მოსმენა შეუძლებელია.
ბოლოსთვის, TikTok შემოვინახე. სოციალური ქსელი, რომლის მომხმარებელთა რაოდენობა საკმაოდ მზარდია.
TikTok-ს შეუძლია წარმატებით გაყიდოს პროდუქტი.
თავისი მოკლე ვიდეოებით, რომლებიც უბრალოდ სასაცილოა, ან რაღაცას ისე გვასწავლის, რომ არ დაგვღალოს.
მოკლედ, ეს სოციალური ქსელი ნებისმიერი, თუნდაც ძალიან პატარა ბიზნესის უდიდესი იარაღია.
ლოგიკურია, რომ ბიზნესები სოციალურ მედიაში დღითიდღე მეტ თანხას ხარჯავენ. ისინი ხვდებინ სად უნდა ეძებონ პოტენციური მომხმარებლები.
იქ, სადაც არის მსოფლიოს ნახევარზე მეტი. იქ, სადაც უამრავნაირად შეგიძლია წარმოაჩინო შენი პროდუქტი, თუ მომსახურება…
და ეს ყველაფერი დაგიჯდეს ბევრად იაფი, ვიდრე ბევრი სხვა მარკეტინგული ხელსაწყოს გამოყენება.
მოდი სტატისტიკით დავასრულოთ: დღეს ადამიანების 74% ყიდვის გადაწყვეტილების მიღებისას სოციალურ ქსელებს იყენებს.
80% რჩევას ამა თუ იმ პროდუქტზე, ასევე სოციალური ქსელიდან იღებს. შენი ბიზნესის ჩართულობა სოციალურ მედიაში არც ისე აქტიურია?!
გირჩევ, ამ საქმეს სასწრაფოდ მიხედო და ამაში, რაღა თქმა უნდა, პროფესიონალები დაიხმარო!