ქივორდები

წინა ბლოგში SEO (Search Engine Optimization), ანუ საძიებო სისტემების ოპტიმიზაციაზე და მის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. უკვე თითქმის ყველა ბიზნესმა ასე, თუ ისე გაითავისა, რომ ორგანული ტრაფიკისა და რიჩის გაზრდა, გამართული SEO-ს გარეშე შეუძლებელია.

ამ საქმეში დიდი როლი ქივორდებს ენიჭება.

სწორი, თქვენი პროდუქტისთვის რელევანტური ქივორდების თარგეთირება, SEO-სთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სასურველია ქივორდების საძიებო მოცულობა იმდენად დიდი იყოს, რომ მსხვილ სამიზნე აუდიტორიას წვდებოდეს.

აქ უკვე საჭიროა კარგად იცნობდეთ საკუთარი პროდუქტის სპეციფიკას და საქმეც ასე, თუ ისე მარტივად გაკეთდება.

ქივორდების საკვლევად არსებობს ხელსაწყოებიც. მაგალითად, Moz Keyword Explorer წვდომას მილიონობით საკვანძო სიტყვაზე გვაძლევს.

აქ საიტების მიმდინარე რეიტინგების და რეკომენდაციების ნახვაც შეგვიძლია.

ახალი ქივორდების მოსაძებნად, ხშირად Ahrefs’ Keyword Generator-ს იყენებენ. ის ერთერთი საუკეთესოა ახალი იდეების დასაგენერირებლად.

კონკრეტული ქივორდების ჯგუფის მიხედვით, მიმდინარე ტრენდების გასაცნობად Google Trends-ს შეგიძლიათ გამოიყენოთ.

აქ ასევე საშუალება გაქვთ, ორი ქივორდი ერთმანეთს შეადაროთ, იმისთვის, რომ მიხვდეთ, რომელი უფრო მოთხოვნადია.

შეიძლება რომელიმე ქივორდს საშუალო თვიური მოცულობა მეორეზე მაღალი ჰქონდეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის მეტ ინტერესს გამოიწვევს.

შეიძლება მეორე ქივორდმა მეტი ყურადღება უბრალოდ ტრენდის დამსახურებით მოიპოვოს.

Answer The Public სრულიად უფასო პლატფორმაა.

აქ ნახავთ რა კითხვებს სვამს ხალხი თქვენს ქივორდებთან მიმართებაში. ასე ხალხის ინტერესებს უკეთ გაენობით და შესაძლოა უამრავი ახალი, საინტერესო იდეაც დაგებადოთ.

კიდევ ერთი უფასო და SEO-სთვის საჭირო პლატფორმაა Google Search Console. აქ შეგიძლიათ თქვენს საიტს თვალი ადევნოთ ორგანულ საძიებო შედეგებში.

ასევე, ნახოთ რომელ ქივორდებს აქვს უფრო მაღალი რეიტინგი და რომელს ვერ მოაქვს სასურველი შედეგი.

დაიმახსოვრეთ, რომ ქივორდები, ვებ გვერდის რეიტინგის განსაზღვრაში, გადამწყვეტ როლს თამაშობს საძიებო სისტემის შედეგების გვერდებზე (SERPs).

მიზნობრივი საკვანძო სიტყვებით, თქვენ დაეხმარებით თქვენს საიტს, მოხვდეს მაღალ პოზიციებზე ძიების შედეგებში.

საძიებო სისტემები, სწორი ქივორდების საშუალებით აცნობიერებენ, რომ თქვენი ვებ გვერდი შეესაბამება კონკრეტულ ძიების მოთხოვნას.

თუ თქვენს კონტენტში, მეტა თეგებში, სათაურებსა და URL-ებში შესაბამის საკვანძო სიტყვებს გამოიყენებთ, საძიებო სისტემებს დაუმტკიცებთ… რომ თქვენ მომხმარებლისთვის  ღირებული და საინტერესო რესურსი გაქვთ.

როგორც უკვე დარწმუნდით, ქივორდები გეხმარებათ იყოთ კონკურენტუნარიანი თქვენს ინდუსტრიაში, თუმცა აქ კიდევ ერთი აუცილებელი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ.

საჭიროა საკვანძო სიტყვების ბუნებრივად გამოყენება.

აუცილებელია ფოკუსირდეთ მომხმარებლისთვის ღირებული, შინაარსიანი კონტენტის მიწოდერბაზე, რომელიც დააკმაყოფილებს მის მოთხოვნებსა და საჭიროებებს.

 

უფრო დეტალურიდ SEO სერვისები იხილე ბმულზე