ფოტოს იდეალური ზომა
ეს ბლოგი პრაქტიკული ხასიათის იქნება და ვფიქრობ, ბევრს გამოადგება. დღეს განვიხილავთ, რატომ არის ფოტომასალების ზომები მნიშვნელოვანი.
გირჩევთ ოპტომალურ ზომებს სხვადასხვა პლატფორმისთვის.
გასწავლით, როგორ მოახდინოთ ფოტოს ზომის ცვლილება ხარისხის დაკარგვის გარეშე და როგორ აირიდოთ თავიდან ამ საქმეში დაშვებული ყველაზე გავრცელებული შეცდომები.
რატომ არის ფოტოს ზომა მნიშვნელოვანი?
ფოტოს ზომა მოქმედებს რამოდენიმე ფაქტორზე. პირველი – ეს არის სისწრაფე. დიდი ფოტოები ანელებს ვებსაიტის ჩატვირთვას.
მეორეს მხრივ, არასწორად დაპატარავებული, ან გადიდებული ფოტო ხშირად იცვლის ვიზუალურ ხარისხს.
ფოტომასალის სწორად შერჩეული ზომა აუმჯობესებს საიტის SEO მაჩვენებელებს, ნელა ჩატვირთვადი ან დაბალი ხარისხის ფოტოები კი უარყოფითად მოქმედებს ვიზიტორის შტაბეჭდილებაზე.
რა არის ის ძირითადი ტერმინები, რაც უნდა ვიცოდეთ?
Pixel (პიქსელი) – ფოტოს შემადგენელი ყველაზე მცირე ერთეული. ზომები (მაგალითად, 1200X8000) მიუთითებს ფოტოს სიმაღლესა და სიგანეზე პიქსელებში.
Resolution (რეზოლუცია) – სურათის სიმკვეთრე და დეტალიზაცია, რომელიც DPI ან PPI ერთეულებში იზომება.
Aspect Ratio – ფოტოს სიმაღლისა და სიგანის შეფარდება (მაგალითად, 16:9).
ფოტომასალის როგორი ზომებია რეკომენდირებული სხვადასხვა პლატფორმისთვის?
→ ვებსაიტები და ბლოგები – ბლოგის ძირითადი ფოტო (Featured Image): 1200X675 პიქსელი უნდა იყოს.
კონტენტში ჩასმული ფოტოები მინიმუმ 800X600 პიქსელი. რაც შეეხება ბანერს (Hero Image) – სასურველი ზომებიa 1920X1080.
ხარისხის შესამარჩუნებლად და დატვირთვის შესამცირებლად, სასურველია კომპრესირებული ფორმატები გამოიყენოთ (მაგალითად, WebP, JPG).
→ სოციალური მედია – Facebook-ის პოსტის ფოტოს ზომა 1200X630 უნდა იყოს, ქავერის – 820X312, პროფილის ფოტო კი – 180X180 პიქსელი.
→ Instagram პოსტი შეიძლება იყოს კვადრატული (1080X1080), ან პორტრეტის ტიპის (1080X1350), რაც შეეხება სთორებს – მათი სასურველი ზომაა 1080-1920.
→ LinkedIn – პოსტის ფოტოს ზომაა 1200X625, პროფილის ფოტოს – 400X400, ქავერის კი – 1584
→ X (ყოფილი Twitter) – პოსტის ფოტოს ზომაა 1200X675, ჰედერის კი – 1500X500 პიქსელი.
ფოტომასალის როგორი ზომებია რეკომენდირებული ბეჭდური პროდუქციისთვის?
ამ შემთხვევაში, მთავარი ყურადღება ფოტოს რეზოლუციას ექცევა. სავიზიტო ბარათის სტანდარტული ზომებია 1050×600, პლაკატის (A3 ფორმატი) – 3508X4961), ფლაერის (A5) – 1748X2480 პიქსელი.
როგორ შევცვალოთ ფოტოს ზომა, ხარისხის დაკარგვის გარეშე?
უნდა გამოვიყენოთ სწორი პროგრამები (Photoshop, Lightroom, Canva, Figma). გავაკეთოთ “Resize” და არა „Stretch”. თუ გვინდა ხარისხი შევინარჩუნოთ, ფოტოს კომპრესია ზომიერად უნდა მოვახდინოთ.
ამ საქმისთვის ონლაინ ინსტრუმენტებიც არსებობს, მაგალითად, TinyPNG (PNG და JPGკომპრესია), Squoosh და ImageOptim (Mac-ის მომხმარებლებისთვის).
რა არის ფოტომასალის ზომებთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული შეცდომები?
ხშირად იყენებენ ძალიან დიდი ზომის ფაილებს, რაც იწვევს ნელ ჩატვირთვას და თავისთავად აზიანებს SEO-ს.
ასევე ხშირად არ იცავენ Aspect Ratios-ს და ფოტოს გაწელვის საშუალებით ზრდიან, რაც, რა თქმა უნდა, ამახინჯებს მას.
არის შემთხვევები, როცა ვებგვერდზე არასწორი ზომის ფოტოს განათავსებენ, რაც არღვევს ვებსაიტის დიზაინს.
სწორედ ამ შეცდომების თავიდან ასარიდებლად უნდა დავიცვათ სხვადასხვა პლატფომის რეკომენდაციები, ფოტომასალის ზომებთან დაკავშირებით.
და ბოლოს, გიზიარებთ რამოდენიმე რჩევას, რომელიც ვფიქრობ, გამოგადგებათ:
- საიტზე ფოტოების ზომა, თუ შესაძლებელია, სასურველია 100KB-ზე ნაკლები იყოს.
- სოციალური მედიისთვის ფოტოები PNG ფორმატში შეინახეთ.
- ბეჭდური მასალისთვის არ გამოიყენოთ 72 DPI გაფართოება. (რეკომენდაცია – მინიმუმ 300 DPI).
გახსოვდეთ, რომ ფოტოს ზომების სწორად შერჩევა, ვიზუალური კომუნიკაციის აუცილებელი ნაწილია.
მას შეუძლია განსაზღვროს, თუ როგორ აღიქვამენ ვიზიტორები თქვენს ვებსაიტს, პოსტს ან პროდუქტს. ფოტოს იდეალური ზომა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრესტიჟის ამბავია და ის რეალურად მეტყეველებს თქვენს პროფესიულ იმიჯზე.