ფერების მნიშვნელობა ბრენდისთვის

ჩემი საყვარელი ფერი ცისფერია… თუმცა თუ ოდესმე გავხსნი რესტორანს, მისი ვებგვერდის დიზაინის შექმნისას, ცისფერზე უეჭველად უარს ვიტყვი.

რატომ?!

პასუხი მარტივია: არავის აღუძრავს ცისფერი მადას ისე, როგორ მაგალითად, წითელი…

ამიტომ რესტორნის სარეკლამო ბანერის, ლოგოს, თუ ვებგვერდის შექმნისას, გონიერებას გამოვიჩენ და საყვარელ ფერზე უარს ვიტყვი…

არსებობს ასეთი ტერმინი #UX (user experience, ურთიერთქმედების გამოცდილება).

ამ ინსტრუმენტის საშუალებით, მომხმარებელში სხვადასხვა ემოციის გამოწვევა შეიძლება.

ახალი ამბავი არ არის, რომ ფერები უდიდეს როლს თამაშობს ჩვენს გააწყვეტილებებში. არავინ დააზღვევს საკუთარ ჯანმრთელობას კომპანიაში, რომლიც ლოგოც შავია…

არავინ იყიდის სასუქს მცენარეებისთვის კოპანიის ვებვერდზე, რომელშიც მწვანე ფერი საერთოდ არ ფიგურირებს…

კველებით დადასტურდა, რომ ფერი პროდუქტის შერჩევისას მომხმარებლის 60-80%-ის გადაწყვეტილებაზე მოქმედებს.

ეს ნიშნავს იმას, რომ სწორად შერჩეულ ფერს შეუძლია გაყიდოს პროდუქტი, ან პირიქით – ხელი შეუშალოს მის რეალიზაციას.

ასე რომ, თუ ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მოძველებული სისულელეა და ამ მხრივ თამამი ექსპერიმენტების ჩატარებას აპირებ – გარისკვას არ გირჩევდი!

 

გასაგებია, რომ ფერების მნიშვნელობა ბრენდისთვის უდიდესია… მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ სვადასხვა ასაკის, სოციალური სტატუსის და ღირებულებების მქონე ადამიანები ერთი და იგივე ფერზე სულაც არ რეაგირებენ იდენტურად.

ამიტომ პირველი ნაბიჯი სამიზნე აუდიტორიის სწორად განსაზღვრაა.

არ დავიღლები იმის გამეორებით, რომ ეს საქმეც, როგორც სხვა დანარჩენი, უმჯობესი და აუცილებელიც კია, რომ პროფესიონალებს მიანდოთ.

ამ შემთხვევაში დიზაინერს, რომელმაც იცის თითოეული ფერის მნიშვნელობა და დატვირთვა. იცის, როგორ შეარჩიოს ფერთა გამა, რომელიც პოტენციურ მომხმარებელში საჭირო ემოციებს გამოიწვევს.

მაგალითად, კვების ობიექტები ხშირად იყენებენ წითელ ფერს. წითელი ფერთა ფსიქოლოგიაში ყველაზე ინტენსიური ფერია, რითიც ყურადღებას იპყრობს და ძლიერი ემოციების, ამ შემთხვევაში – შიმშილის პროვოცირება შეუძლია.

ნარინჯისფერი ასოცირდება სხვადასხვა საინტერესო აქტივობასთან, წამოწყებასთან და მათ ბედნიერ დასასრულთან. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ამ ფერს იყენებენ კომპანიები, რომლებიც მომხმარებელს გარკვეული აქტივობებისკენ მოუწოდებენ.

ყვითელი გვბიძგებს ბედნიერებისკენ, ოპტიმიზმისკენ, პოზიტივისკენ.

ვარდისფერი ქალურ ფერად აღიქმება, ამიტომ მას ხშირად იყენებენ კოსმეტიკის ბრენდებისთვის, ან თუნდაც გოგონების სათამაშოების შეფუთვისთვის.

მწვანე ფერი ბუნებასთან და სიჯანსაღესთან ასოცირდება, მას აქტიურად იყენებენ ჯანრთელობის, ფიტნესის, ან ეკოლოგიის მიმართულებით.

ლურჯი სტაბილურობას, სიმშვიდეს და ჰარმონიას გვაგრძნობინებს,

თეთრი კი სიწმინდესა და სისუფთავესთან ასოცირდება.

არსებობს ფერები, რომლთა გამოყენებაც  მარკეტინგული თვალსაზრისით ნაკლებად მომგებიანია. ასეთია, მაგალითად ყავისფერი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ როგორც ფერი, სიძლიერისა და სიმყარის გამომხატველია, ადამიანების დიდ ნაწილში ჭუჭყთან და ტალახთან ასოცირდება.

 

გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ იმის გაანალიზება, თუ რომელი ფერი რა ემოციას იწვევს, საკმარისი არ არის.

ბრენდბუქის, საიტის, ლოგოს და სხვა დანარჩენის შექმნისას, საჭიროა სწორად შეირჩეს ფერთა კომბინაცია, განისაზღვროს ფერთა რაოდენობა და ინტენსიურობა.

ეს ის უზარმაზარი სფეროა, რომელსაც საფუძვლიანი ცოდნა სჭირდება.

ამ ბლოგში მე მხოლოდ ვეცადე, მეტნაკლებად პოპულარული ენით გადმომეცა რამდენად დიდი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს ფერებს ბრენდისთვის…

რამდენად დიდ როლს თამაშობენ ისინი კომპანიის წარმატებაში…

აქვე ერთი რჩევაც. თუ ფერების ფსიქოლოგიით დაინტერესდები და მოგინდება საკითხში უფრო ღრმად გაერკვე,

შეგიძლია ფინჯან ყავასთან მოკალათდე და ვასილი კანდინსკის „ფერთა თეორია“-ს ჩაუჯდე.