როგორ გამოვიყენოთ ტექსტები ვებ გვერდის SEO ოპტიმიზაციისთვის

მოდით, პირდაპირ ვთქვათ… როგორი თვალწარმტაცი დიზანი, ტრენდული ფუნქციები და მარტივი სტრუქტურაც არ უნდა ჰქონდეს თქვენს ვებ გვერდს, შინაარსის გარეშე არაფერი იმუშავებს.

დიახ, ყველანაირი ფოტო, ვიდეო, თუ ტექსტუალური მასალა მომხმარებელზე იდეალურად უნდა იყოს მორგებული და ამაზე უკვე არაერთ ბლოგში გვისაუბრია.

თუ ჩვენს კონტენტს ვიზიტორთა მოთხოვნებს არ შევუსაბამებთ, მათ უბრალოდ ნელნელა დავკარგავთ.

ასევე დავკარგავთ ჩვენს ადგილს საძიებო სისტემების ძიების შედეგებშიც.

მოდით, ყურადღება ტექსტებზე შევაჩეროთ და გავიგოთ, როგორ გამოვიყენოთ ტექსტები ვებ გვერდის SEO ოპტიმიზაციისთვის.

ტექსტის ოპტიმიზაციის დაწყებისას, უნდა შეირჩეს საკვანძო სიტყვები, რომელიც კონკრეტულ თემატიკას შეესაბამება.

ძირითადი საკვანძო სიტყვები სემანტიკურ ბირთვში ხვდება და იყოფა ჯგუფებად.

სწორედ ამ ჯგუფების ქვეშ, საჭიროა შეიქმნას ტექსტები და განთავსდეს ვებ გვერდზე. რა თქმა უნდა, ეს ერთჯერადი პროცესი ვერ იქნება და ის მუდმივ განახლებას მოთხოვს.

პერმანენტულად ახალი პოსტების გამოქვეყნებით, საძიებო სისტემებს გავაგებინებთ, რომ ჩვენი საიტი მოქმედია. ის კი, თავის მხრივ, ხშირად მოახდენს ჩვენს ინდექსირებას.

გასათვალისწინებელია, რომ საიტზე ტექსტების განახლება, რა თქმა უნდა, გამოიღებს შედეგს, თუმცა ამას ნახევარი წელიც კი შეიძლება დასჭირდეს.

თუ გსურთ შედეგი დააჩქაროთ, გარე საიტებთან უნდა იმუშაოთ. დაამზადოთ ტექსტები სხვა ვებ გვერდებისთვის, რომლებიც მათ თქვენი საიტის ბმულებით განთავსებენ.

ამას თანხის სანაცვლოდ, ბარტერული გზით, თუ კიდევ რაიმე სხვა ხერხით გააკეთებთ, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია.

მთავარი ის არის, რომ საძიებო სისტემა ჩათვლის, რომ თქვენი კონტენტი, რომლის ბმულიც მრავლად არის გამოყენებული, ღირებულია…

და თქვენს ვებ გვერდს, კონკურენტებთან შედარებით პრიორიტეტს მიანიჭებს.

და მაინც, როგორი უნდა იყოს ტექსტი, რომ ის ხარისხიანად შეფასდეს?!

პირველ რიგში, ტექსტი უნდა იყოს უნიკალური. მისით მხოლოდ ვებ გვერდზე ადგილის შევსებას არ უნდა ეცადოთ.

უნდა იყოს ინფორმატიული და სტრუქტურირებული. სათაურები, ქვესათაურები, ბულეთები, ცხრილები ამარტივებს კითხვის პროცესს და დიდი ხნით აჩერებს ვებ გვერდზე მომხმარებელს.

საჭიროა გამართული ორთოგრაფია და პუნქტუაცია. ტექსტი უნდა იყოს სპამის გარეშე.

დაიმახსოვრეთ, რომ საძიებო სისტემების ალგორითმები აკონტროლებენ სპამს ტექსტებში და შეუძლიათ შეამცირონ, როგორც ცალკეული გვერდების, ისე მთელი საიტის პოზიცია.

თუ ყველაფერს ზემოთ თქმულს გავითვალისწინებთ, შედეგად ჩვენს საიტზე ვიზიტორები მეტ დროს გაატარებენ.

საძიებო სისტემები კი გაიზრებს, რომ მომხმარებლებს მოვწონვართ და თავს ვალდებულად ჩათვლის უფრო ხშირად გვაჩვენოს ძიების შედეგებში.

ასე მეტ ვიზიტორს მოვიზიდავთ, რაც საბოლოო ჯამში გაზრდის ჩვენს ცნობადობას და გაყიდვებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს სერვისებს  ან დაგვიკავშირდით: info@solostudio.ge