„სოლოსტუდიო“ 15 წლისაა…
15 წლის წინ, როდესაც კომპანია დავაფუძნეთ, მისი მთავარი დიეა იყო გაგვეკეთებინა პროდუქტი, რომელიც იქნებოდა ყველასათვის ხელმისაწვდომი და დაეხმარებოდა ადამიანებს და ბიზნესებს, ჰქონოდათ თავისი ადგილი, საქართველოში იმ დროისათვის ახალ და სწრაფად მზარდ „დიჯითალ“ სივრცეში…
მომხმარებლისთვის კომფორტის შექმნა, თანამშრომლობა და მეგობრობა თავიდანვე იქცა „სოლოსტუდიოს“ სავიზიტო ბარათად და დღემდე ასე გრძელდება, რასაც მოწმობს რამდენიმე კომპანია რომლებთანაც უკვე 12 და 13 წელია ვთანამშრომლობთ…
15 წლის განმავლობაში შევქმენით 670-ზე მეტი ვებ საიტი, დავბრენდეთ 100-მდე კომპანია.
მივიღეთ რამოდენიმე კამპანიაში აქტიური მონაწილეობა და რაც ყველაზე მთავარია, „სოლოსტუდიო“ იქცა კომპანიად, რომელიც „შინაურია“, ეგულებათ და იციან, რომ თანამშრომლობის შემთხვევაში, მათი ციფრული პროდუქტი საიმედო ხელშია…
ვთვლით რომ ჩვენს მთავარ სლოგანს „ჩვენ არ გვყავს კლიენტები, ჩვენ გვყავს პარტნიორები და მეგობრები…“ დღემდე ვამართლებთ და სამომავლოდაც აუცილებლად გავამართლებთ…
15 წლის ერთგვარი შეჯამება კი ციფრებში ასე გამოიყურება:
✅ 670 ვებ-საიტი
✅ 77 ლოგო და ბრენდბუქი
✅ 10 სოციალური კამპანიის ტექნიკური და ონლაინ მხარდაჭერა
✅ 30 SEO პროექტი
✅ 50 მუდმივი კლიენტი
✅ 5 მენეჯერი და კომპანია, რომელმაც 10-ზე მეტი პროექტი დაგვიკვეთა
✅ 120 თანამშრომელი (სხვადასხვა დროს)
✅ 1 მონათლული ბავში 🥰
მადლობა ყველას თანამშრომლობისთვის და მეგობრობისთვის!!!… ❤ ❤ ❤
ჩვენი პორტფოლიო იხილეთ აქ