როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენს ვებგვერდს რედიზაინი ჭირდება ?

დღეს საკუთარი ვებგვერდი უკვე თითქმის ყველა კომპანიას აქვს. მნიშვნელობა არ აქვს რამდენად მასშტაბურია მისი საქმიანობა.

სწორედ საიტი ქმნის მომხმარებელში პირველ შთაბეჭდლებას თქვენს შესახებ. რა ხდება მაშინ, როცა ის მოძველებულია და თანამედროვე გამოწვევებს სათანადოდ ვეღარ პასუხობს?

რა ხდება და, არსებულს თუ არა, პოტენციურ მომხმარებელს კარგავთ. დიახ, რაც არ უნდა ხარისხიანი იყოს თქვენი პროდუქცია, თუ მომსახურება, თუ თქვენი ვებგვერდი პრეზენტაბელურად არ გამოიყურება, სასწრაფოდ განგაშის სიგნალია გასააქტიურებელი.

ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ისე კი, თქვენი პრობლემის აღმოსაფხვრელად საიტის სწორი რედიზაინი სრულიად საკმარისი იქნება.

ვებსაიტის რედიზაინში მხოლოდ ფერების, შრიფტების და ფოტო/ვიდეო მასალის განახლება არ იგულისხმება და მას რამდენიმე დონე აქვს…

ზემოთხსენებული მარტივი რებრენდინგით დაწყებული, საიტის სტრუქტურის და შინაარსის შეცვლით დამთავრებული.

უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს სრული რეკონსტრუქცია, რაც მოითხოვს ტექნოლოგიის განახლებას, საიტის უკეთესი მუშაობის და უსაფრთხოების ამაღლების თვალსაზრისით.

და მაინც როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენს ვებგვერდს რედიზაინი ჭირდება?

ამ კითხვაზე პასუხი საკმაოდ მარტივია – მომხმარებლის ცუდი გამოცდილება!

ამაზე კი შეიძლება დაბალი კონვერტაციის ტარიფებმა მიგვითითოს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი საიტი მომხმარებლის მოთხოვნებს და საჭიროებებს სათანადოდ ვეღარ აკმაყოფილებს.

თუ თქვენს ვებგვერდს ჩასატვირთად დიდი დრო ჭირდება, ესეც ცალსახად ცვლილებებისკენ მიგითითებთ. დღევანდელ ძალიან სწრად ცხოვრების რიტმში მომხმარებელი ერთი წამითაც ვერ დაგელოდებათ, ეს კი გრძელვადიან პერსპექტივაში თქვენს ბიზნესზე უარყოფითად აისახება.

თუ SEO-ს პრობლემა გაქვთ და თქვენი საიტი საძიებო სისტემებში არც ისე სახარბიელო ადგილს იკავებს, ამ შემთხვევაშიც პრობლემის სასწრაფოდ აღმოფხვრის დროა.

და ბოლოს, თუ თქვენი საიტი მობილურ ტელეფონთან არ არის ადაპტირებული, შეგიძლიათ ბლოგის კითხვაც კი არ დაასრულოთ და სასწრაფოდ საქმეს შეუდგეთ!

ხშირად ხდება ისე, რომ თქვენი ბიზნესი ვითარდება, მეტად წარმატებული ხდება, თუმცა თქვენი საიტი ვერ მოგყვებათ.

სწორედ ამ დროს ჭირდება მას გადახალისება, რაც ხშირად მომხმრებლის გამოცდილების გაუმჯობესების იდეალური გზაა.

გაითვალისწინეთ, რომ ვებგვერდის რედიზაინი არც ისე მარტივი პროცესია. იმისათვის, რომ საბოლოოდ მიიღოთ ის შედეგი, რის გამოც გადაწყვიტეთ საიტის განახლება, საკმაოდ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი.

შემდეგ ბლოგში სწორედ ამ ნაბიჯებზე ვისაუბრებ და დეტალურად განვიხილავ ყველა იმ საკითხს, რომელიც ვებგვერდის რედიზაინისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

 

ყველა ბლოგი