როგორ უნდა მივაღწიოთ ვებ ხელმისაწვდომობას

მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა არა მხოლოდ სამართლებრივი მოთხოვნა, არამედ გადამწყვეტი ასპექტიც კია ინკლუზიური ონლაინ გარემოს შესაქმნელად.

ვებ ხელმისაწვდომობა გულისხმობს ისეთ ვებსაიტს, რომელიც იდეალურად ერგება სხვადასხვა შესაძლებლობების და საჭიროებების მქონე ადამიანს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მომხმარებელს მარტივად უნდა შეეძლოს საიტზე ნავიგაცია და სრულფასოვანი წვდომა ამა თუ იმ კონტენტზე.

დღევანდელ ბლოგში სწორედ ვებ ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ და ამ საჭირო და აუცილებელ საქმეში რამდენიმე რჩევასაც მოგცემთ.

როდესაც ვამბობთ, რომ ვებსაიტი უნდა იყოს ყველასთვის, ჩვენ არ ვგულისხმობთ მხოლოდ ვიზუალური, სმენის, კოგნიტური და მოტორული დარღვევების მქონე პირებს.

ვებ ხელმისავწვდომობის პრინციპების დაცვას კიდევ უფრო ფართე გაგება აქვს.

ის ერთ საბოლოო მიზანს ემსახურება – ვებსაიტი უნდა იყოს ყველასთვის!

ყველას თანაბრად, ბარიერების გარეშე უნდა შეეძლოს ინფორმაციის მიღება!

ინკლუზიური სივრცის შექმნის მორალური ვალდებულების გარდა, მრავალმა ქვეყანამ უკვე ვებ-წვდომის კანონები და სტანდარტები დანერგა.

მათმა შეუსრულებლობამ შეიძლება სამართლებრივი შედეგებიც კი გამოიწვიოს.

მსოფლიოში არსებობს ისეთ რეგულაციები, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამერიკელების აქტი (ADA) შეერთებულ შტატებში, ან ვებ კონტენტის ხელმისაწვდომობის სახელმძღვანელო პრინციპები (WCAG).

როგორ უნდა მივაღწიოთ ვებ ხელმისაწვდომობას?

ამ კითხვაზე პასუხი საკმაოდ კომპლექსურია და ამ საკითხის დეტალურად განხილვა ძალიან შორს წაგვიყვანს, თუმცა რამდენიმე ფუნდამენტური ასპექტი შეგვიძლია გამოვყოთ.

საჭიროა შექმენათ შინაარსი, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა გზით, მათ შორის მარტივი განლაგებით, ინფორმაციის დაკარგვის გარეშე.

საჭიროა ყველა ფუნქცია ხელმისაწვდომი იყოს კლავიატურიდან. მომხმარებლებს მიეცეს საკმარისი დრო ამოცანების წასაკითხად და შესასრულებლად.

შექმენით თანმიმდევრული, პროგნოზირებადი ნავიგაცია, დაეხმარეთ ვიზიტორებს შეცდომების თავიდან აცილებაში და გამოსწორებაში.

დაიხმარეთ არსებული ტექნოლოგიები, რომელთა მეშვეობითაც შინაარსი მარტივად აღქმადი და ხელმისაწვდომი იქნება.

გამოიყენეთ შესაბამისი HTML თეგები შინაარსის სტრუქტურირებისთვის.

გამოიყენეთ აღწერილობითი და ლაკონური ალტერნატიული ტექსტი სურათებისთვის.

დარწმუნდით, რომ ბმულებს და ღილაკებს აქვს მნიშვნელოვანი ეტიკეტები.

მოერიდეთ მხოლოდ ფერზე დაყრდნობას ინფორმაციის გადასაცემად.

უზრუნველყავით საკმარისი ფერის კონტრასტი ტექსტისა და ფონის ელემენტებისთვის.

გახსოვდეთ, რომ ვებ ხელმისაწვდომობა ერთჯერადი ამოცანა არ არის.

ეს პრინციპში უკვე მუდმივი ვალდებულებაა. საჭიროა თქვენი ვებ გვერდი რეგულარულად ამოწმოთ და განაახლოთ…

რათა დარწმუნდეთ, რომ დროის სვლასთან და შესაბამისად ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, ის ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება.

იყავით კავშირზე საკუთარ მომხმარებელთან და მუდმივად შეიტყეთ მეტი მათი საჭიროებების შესახებ.

ყველა ბლოგი