როგორ დავიცვათ თავი ვირუსებისგან

კომპიუტერული ვირუსები რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ინდივიდებისა და ორგანიზაციებისთვის.

არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ამ მავნე პროგრამებს შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს კომპიუტერულ სისტემას და პერსონალურ ინფორმაციას.

როგორ დავიცვათ თავი ვირუსებისგან? – თუ ეს კითხვა შენც გაწუხებს, სწორ ადგილას ხარ!

ამ ბლოგში გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ზემოთხსენებული პრობლემა და დღევანდელ გიჟურ ციფრულ ეპოქაში თავი შედარებით უსაფრთხოდ იგრძნოთ.

უპირველესი და ყველაზე მარტივი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, ანტივირუსული პროგრამის დაინსტალირებაა.

მსგავსი ტიპის პროგრამები თქვენს კომპიუტერში ვირუსების აღმოსაჩენად და შემდეგ მათ აღმოსაფხვრელად არის შექმნილი.

პირველ რიგში საჭიროა დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად სანდო პროგრამას აინსტალირებთ.

ასევე უნდა გაითვალიწინოთ, რომ ოპერაციული სისტემა პერიოდულად განახლებას საჭიროებს, რათა ანტივირუსულმა პროგრამამ საფუძვლიანად შეძლოს თქვენი უსაფრთხოების დაცვა.

ფრთხილად იყავით პროგრამული უზრუნველყოფის ჩამოტვირთვისა და ინსტალაციისას!

ენდეთ მხოლოდ სანდო წყაროებს და ჩამოტვირთვამდე აუცილებლად შეამოწმეთ ვებსაიტის რეპუტაცია.

დიდი ყურადღება მიაქციეთ ინსტალაციის პროცესს, ყურადღებით წაიკითხეთ ყველა მოთხოვნა.

თქვენი თითოეული ანგარიშისთვის გამოიყენეთ ძლიერი, უნიკალური პაროლი და არ დაგეზაროთ რეგულარულად მისი შეცვლა.

ასე შეძლებთ მეტნაკლებად დაიცვათ თქვენი პერსონალური ინფორმაცია ჰაკერების თავდასხმებისგან.

არ გახსნათ საეჭვო ელფოსტა!

არ ჩამოტვირთოთ დანართები, არ გახსნათ ბმულები, თუ მათ უსაფრთხოებაში დარწმუნებული არ ხართ.

გახსოვდეთ, რომ თაღლითები ინფორმაციის გამოტყუების მიზნით, აქტიურად იყენებენ შიფინგ ელ.ფოსტებს.

არ ანდოთ თქვენი პირადი ინფორმაცია საეჭვო პირებს, არასდროს არსად გაგზავნოთ პერსონალური მონაცემები და პაროლები მეილის მეშვეობით.

ფრთხილად იყავით  საჯარო Wi-Fi-ს გამოყენებისას!

რადგან სავსებით შესაძლებელია ეს ქსელები ჰაკერებისთვის მარტივი სამიზნე იყოს.

თუ მაინც მოგიწევთ საჯარო ინტერნეტის მოხმარება, მოერიდეთ ისეთ  სენსიტიურ ინფორმაციაზე წვდომას, როგორიცაა ონლაინ ბანკინგი, საკრედიტო ბარათის ანგარიშები და ა.შ. ამ დროს არც ონლაინ შოფინგია რეკომენდებული.

შექმენით თქვენი მონაცემების სარეზერვო ასლები.

ნუ დაგეზარებათ რეგულარულად გააკეთოთ თქვენი მნიშვნელოვანი ფაილების და დოკუმენტების კოპიები.

ეს დაგეხმარებათ დაიცვათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი კომპიუტერი ვირუსით დაინფიცირდება, ან სულაც სამუდამოდ გამოვა მწყობრიდან.

და ბოლოს… რაც არ უნდა რთული იყოს ამის მოსმენა, ფაქტი ერთია…

კომპიუტერული ვირუსებისგან გარანტირებული დაცვა ჯერ კიდევ არ არსებობს და ალბათ არც მომავალში იარსებებს…

ჩვენ ტექნოლოგიურ საგიჟეთში ვცხოვობთ, სადაც „კარგი ჰაკერები“ გვიცავენ, „ცუდები“ კი გვებრძვიან.

ეს ორი მიმართულება ერთმანეთის კვალდაკვალ, თანაბრად ვითარდება.

ისღა შემიძლია იმედი ვიქონიო, რომ ამ ბლოგში მიღებული რჩევები, მაქსიმალურად დაგეხმარებათ თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვაში.

ყველა ბლოგი