როგორია კარგი Landing გვერდი

ბიზნესი საკუთარი საქმიანობის წარმოჩენას ყველაზე ეფექტურად ვებგვერდის საშუალებით რომ ახდენს, ამაზე აღარავინ დაობს…

თუმცა, როდესაც საქმე უშუალოდ კონკრეტული პროდუქტის, ან მომსახურების ვიწრო ჭრილში რეკლამირებას ეხება, ვიზიტორისთვის მთლიანი ვებსაიტის ჩვენება რეკომენდირებული არ არის.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, წარმოიდგინეთ, რომ მომხმარებელს რაღაც კონკრეტული პროდუქტი აინტერესებს. მის გარდა საიტის სხვა ნებისმიერი შემადგენელი კომპონენტი მხოლოდ ყურადღებას უფანტავს, შეიძლება ნერვებმაც კი უმტყუნოს და სამუდამოდ დაგვემშვიდობოს.

სწორედ იმიტომ, რომ ეს არ მოხდეს, არსებობს “landing Page.”

ის ერთ გვერდში იტევს ცალკეული პროდუქტის თუ აქციის შესახებ ყველა იმ საჭირო ინფორმაციას, რომლითაც მომხმარებელია დაინტერესებული.

რეკლამაზე დაწკაპუნების შემდეგ, ვიზიტორი სწორედ ამ ეგრეთ წოდებულ „ერთგვერიან საიტზე“, ანუ landing Page-ზე ხვდება.

ის აქ იღებს ამომწურავ ინფორმაციას კონკრეტულ, მისთვის საინტერესო პროდუქტის შესახებ.

პროდუქტის ან სერვისის სამიზნე აუდიტორიამდე ეფექტურად მიტანის გარდა, landing გვერდებს კიდევ ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია.

მაგალითად, მონაცემთა შეგროვება. მომხმარებელი მისთვის საინტერესო ინფორმაციის მიღების შემდეგ საკუთარ მონაცემებს გვიზიარებს, რასაც სამომავლოდ მათთან სწორად ურთიერთობისთვის ვიყენებთ.

როგორია კარგი Landing გვერდი?

ამ საკითხში უნივერსალური ფორმულა არ არსებობს, თუმცა მთავარი კარგი სტრუქტურაა.

მნიშვნელოვანია მომხმარებელს ინფორმაცია სწორი და გამართული ფომით მივაწოდოთ. ტექსტი უნდა იყოს ლაკონური და მოიცავდეს ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას კონკრეტული პროდუქტის თუ სერვისის შესახებ.

მონაცემთა შესავსები ფორმაც ლაკონური უნდა იყოს და მხოლოდ სავალდებულო კითხვებს მოიცავდეს. რაც შეეხება ვიზუალურ ნაწილს, აქაც მეტი სისადავე და მინიმალისტური სტილი არის მომგებიანი.

Landing გვერდის ზედმეტი ფოტოებით და ვიზუალური ეფექტებით დატვირთვა აბნევს მომხმარებელს, უმჯობესია აქცენტი თავად პროდუქტზე გაკეთდეს.

Landing გვერდი, ისევე როგორც ნებისმიერი ვებგვერდი „Mobile Friendly” რომ უნდა იყოს, ამას უკვე თქმაც აღარ ჭირდება. დღეს მომხმარებლების უმეტესი ნაწილი ინტერნეტში ნავიგაციას სწორედ მობილური ტელეფონის საშუალებით ახორციელებს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შესავსები ფორმები და Call to Action ღილაკები სწორ ადგილებში იყოს განლაგებული.

მათი განლაგება რამდენიმე ადგილას შეიძლება, გააჩნია რამხელაა თავად landing გვერდი.

სწორად შექმნილი Landing Page მოხმარებელს უბიძგებს, გააკეთოს ის, რაც თქვენ გსურთ. შეავსოს ონლიან ფორმა, დაკლიკოს ყიდვის ღილაკზე, ჩამოტვირთოს თქვენი აპლიკაცია, დაჯავშნოს ბილეთები და ა.შ.

Landing ფეიჯის შექმნა ბევრად ნაკლებ დროს მოითხოვს, ვიდრე ვებსაიტის, თუმცა ის დიდი სიფრთხილითაა გასაკეთებელი, ამიტომ გირჩევთ ეს საქმე პროფესიონალებს მიანდოთ.

შესაბამისი სერვისების სანახავად მიყევით ბმულს