რემარკეტინგი

ალბათ დამეთანხმებით, რომ დღეს ციფრული სამყარო უფრო მეტად დინამიურია, ვიდრე ოდესმე, ამიტომ ბიზნესები მუდმივად ეძებენ სტრატეგიებს თავიანთი სარეკლამო ძალისხმევის გასაზრდელად.

სწორედ აქ ჩნდება ტერმინი რემარკეტინგი, რომლის მეშვეობითაც ბრენდები ხელახლა უკავშირდებიან მომხმარებლებს, რომლებსაც ადრე ჰქონდათ ურთიერთობა მათ ვებსაიტებთან თუ აპლიკაციებთან.

დღევანდელ ბლოგში რემარკეტინგის მნიშვნელობაზე, მის უპირატესობებზე, სტრატეგიებსა და საუკეთესო პრაქტიკებზე ვისაუბრებთ.

რა არის რემარკეტინგი?

რემარკეტინგი (ხშირად რეტარგეტინგსაც უწოდებენ) წარმოადგენს ერთ-ერთ ძლიერ ინსტრუმენტს ციფრულ სამყაროში და როგორც უკვე გითხარით, ძველ მომხმარებლებთან ურთიერთობის აღდგენას ისახავს მიზნად.

ეს სარეკლამო მექანიზმი საშუალებას გაძლევთ აჩვენოთ ონლაინ რეკლამა სწორედ მომხმარებლებს, რომლებიც უკვე იმყოფებოდნენ თქვენს საიტზე, თუმცა მიზნობრივი ქმედება არ განახორციელეს.

მოკლედ რომ ვთქვათ, რემარკეტინგის ამოცანაა – შეახსენოს ადამიანს კონკრეტული შეთავაზება, დააბრუნოს ის თქვენს საიტზე და უბრალო ვიზიტორიდან რეალურ მომხმარებლად აქციოს.

რა არის რემარკეტინგის უპირატესობები?
  • გაზრდილი კონვერტაცია – რემარკეტინგის საშუალებით თქვენ მიმართავთ ისეთ აუდიტორიას, რომელიც უკვე იცნობს თქვენს ბრენდს, შესაბამისად მათთვის აქტუალური შეთავაზების გაკეთება შეგიძლიათ. ეს, თავის მხრივ, ზრდის შენაძენის გაკეთების ალბათობას.
  • არის შემთხვევები, როცა მომხმარებელი კალათაში გარკვეულ ნივთებს ალაგებს, თუმცა შემდეგ, გარკვეული მიზეზების გამო, შესყიდვას აღარ ახორციელებს. რემარკეტინგი ამ პრობლემასაც წარმატებით აგვარებს.
  • ხარჯების ეფექტურობა – რემარკეტინგის კამპანიები ხშირად იძლევა უფრო მაღალ ROI-ს, ფართო მიზნობრივ რეკლამასთან შედარებით, რადგან ის ორიენტირებულია დაინტერესებულ მომხმარებელზე.
  • სანდოობის მოპოვება – რემარკეტინგი აძლიერებს თქვენი ბრენდის მიმართ აღიარებასა და ნდობას მომხმარებლის მხრიდან, რაც გავლენას ახდენს შესყიდვის გადაწყვეტილებაზე.
რა და რა სახის რემარკეტინგი არსებობს?
  • სტანდარტული რემარკეტინგი – უჩვენებს რეკლამას ძველ ვიზიტორებს საძიებო სისტემაში.
  • დინამიური რემარკეტინგი – იმ პროდუქტების თუ მომსახურების ჩვენება, რომელიც ვიზიტორებმა თქვენს საიტზე დაათვალიერეს, ხდება პარტნიორი კომპანიების ვებსაიტებზე.
  • ვიდეო რემარკეტინგი – მოიცავს სარეკლამო რგოლებს და გამიზნულია მომხმარებლებისთვის, რომლებიც წარსულში თქვენს YouTube არხთან ურთიერთობდნენ.
  • კლასიკური რემარკეტინგი – Google-ის ანალიტიკური სისტემები თვალს ადევნებენ იმ მომხმარებლებს, რომლებიც დაინტერესდნენ თქვენი პროდუქციით, თუმცა შესყიდვის პროცესი არ დაასრულეს.
  • Mobile რემარკეტინგი – ამ შემთხვევაში რეკლამას მხოლოდ ის მომხმარებლები ნახავენ, რომლებიც თქვენს საიტს, ან აპლიკაციას მობილური მოწყობილობით სტუმრობდნენ.
  • სოციალური ქსელების რემარკეტინგი- სოციალური ქსელების საშუალებით შეგიძლიათ როგორც გამომწერების, ასევე იმ გარე ვიზიტორების მონაცემები შეაგროვოთ, რომლებმაც უბრალოდ დაათვალიერეს თქვენი პროდუქცია.

რემარკეტინგის მუშაობის ტექნიკური დეტალების განხილვით თავს არ შეგაწყენთ, თუმცა გეტყვით, რომ ეს ძლიერი ინსტრუმენტი პრაქტიკულად ყველანაირი ტიპის ბიზნესს სჭირდება.

განსაკუთრებით კი იმ მცირე და საშუალო ბიზნესებს, რომელთაც უჭირთ კონტექსტური რეკლამისთვის საჭირო ფინანსების მობილიზება.

 

შესაბამისი სერვისის სანახავად მიყევი ბმულს