რა ღირს სტარლინკის ინტერნეტი საქართველოში?

კომპანია Starlink-ის მაღალი სიჩქარის ინტერნეტი უკვე საქართველოშია ხლმისაწვდომი.

ეს ინფორმაცია თავად SpaceX-ის დამაარსებელმა, ტექნოლოგიურ „პოპ სთარად“ წოდებულმა ილონ მასკმა, სოცლიალურ ქსელ X-ში, ანუ ყოფულ Twitter-ში განათავსა.

სტარლინკმა საქართველოში ინტერნეტის გავრცელების უფლება 2022 წლის 14 ივლისს მიიღო…

და აი, დადგა დრო, როცა მისი გამოყენება ოკურპირებული რეგიონების გარდა, სრულიად საქართველოში გახდა შესაძლებელი.

მასკის ტვიტის შემდეგ, ჩვენს საზოგადოებაში ჩვეული მითქმამოთქმა ატყდა…

როგორც ახალი მნიშვნელოვანი ამბის გაგებისას ხდება ხოლმე, სოციალურ ქსელებს დიდმა ვნებათაღელვის ტალღამ გადაუარა.

არ გაგიკვირდებათ და ამ თემის გარშემო მთავარი კითხვა შემდეგში მდგომარეობს: რა ღირს სტარლინკის ინტერნეტი საქართველოში?

სანამ ამ კითხვას პასუხს გავცემდეთ, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ რა არის სტარლინკი და გავიგოთ, საერთოდ რა სიახლესთან გვაქვს საქმე.

სტარლინკი დედამიწის ორბიტაზე გაშვებული ათასობით თანამგზავრის ერთობაა.

მათი შეშვეობით, კომპანია SpaceX ცდილობს მაღალხარისხიანი ინტერნეტი პლანეტის ნებისმიერ წერტილში გახდეს ხელმისაწვდომი.

მიყრუებულ სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში, თვითმფრინავებში, გემებზე, მოკლედ, ყველგან – სადაც ცა ჩანს.

მარტივად რომ ვთქვათ, ახლა უკვე სახლში შეგიძლია კოსმიური ინტერნეტი დაიჭირო. ამისთვის კი მხოლოდ პატარა სატელიტური თეფშის და როუტერის დაყენება დაგჭირდება.

სტარლინკს სპეციალური AR აპლიკაციაც აქვს შექმნილი, რომელიც სატელიტური თეფშის დასამონტაჟებლად, სახლში საუკეთესო ადგილს შეგარჩევინებს.

არანაირი კაბელი, შესაბამისად არანაირი დაზიანება. შეგიძლიათ წარსულს ჩააბაროთ დაუსრულებლად რეკვა კომპანიებში, შემდეგ ტექნიკური ჯგუფების ადგილზე გამოგზავნა და მთელი რიგი მსგავსი პრობლემები.

SpaceX-მა სტარლინკის სატელიტური თეფში ისე დააპროექტა, რომ მას შეუძლია გაუძლოს წვიმას, თოვლს და სიცივეს.

თუ მაინცდამაინც სტიქია დაგატყდა თავს, შეიძლება ინტერნეტი გარკვეული პერიოდით გაგეთიშოს…

თუმცა ბუნებრივი კატასტროფის გადავლის შემდეგ, მის აღდგენას დღეები და კვირები აღარ დაჭირდება.

საკმრისია გამოჩნდეს ცა და კოსმოსური ინტერნეტი, ყველანაირი ადამიანური ძალების ჩართულობის გარეშე, ისევ შენს სამსახურში იქნება.

სამწუხაროდ, როგორც ყველაფერი კარგი და ხარისხიანი, სტარლინკის ინტერნეტიც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.

წამში 50დან 150მდე მეგაბიტი სიჩქარის ინტერნეტის ყოველთვიური ღირებულება კერძო პირებისთვის 160 ლარია, რაც ეგრედწოდებულ სახლის ინტერნეტის ფასს ბევრად აჭარბებს.

ამას დაუმატეთ მოწყობილობა, რომელიც ერთჯერადად, 1780 ლარი ჯდება.

რაც შეეხება კომპანიებს, ისინი მიმღები მოწყობილობის შეძენას 1780 ლარად შეძლებენ, ყოველთვიური მომსახურების გადასახადი კი 708 ლარიდან დაიწყება.

სტარლინკი უკვე 30 ზე მეტ ქვეყანას ამარაგებს სატელიტური ინტერნეტით.

გაუწევს თუ არა კონკურენციას საქართველოში არსებულ კომპანიებს, ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ…

 

ყველა ბლოგი