რა უშლის ხელს SEO-ს თავისი საქმის გაკეთებაში 2
წინა ბლოგში ვისაუბრეთ ერთერთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზზე, რომელიც SEO-ს გამართულად მუშაობაში უშლის ხელს. კერძოდ, ვებსაიტის ნელ სიჩქარეზე, რომელიც მომხმარებელს პირდაპირი მნიშვნელობით გვაკარგვინებს.
მოკლედ, ვისაც დეტალები დაგაინტერესებთ, წინა ბლოგი გადაიკითხეთ, დღეს კი SEO-სთვის ხელისშემშლელი სხვა ფაქტორები განვიხილოთ. მაშ ასე, გავიგოთ კიდევ რა უშლის ხელს SEO-ს თავისი საქმის გაკეთებაში?
თითქმის არ არსებობს პოდუქტი, თუ მომსახურება, რომელსაც როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მიმოხილვა არ აქვს.
გასაგებია, რომ მომხმარებლის უარყოფითი გამოხმაურება ბიზნესისთვის არც თუ ისე სასიამოვნოა, თუმცა თუ მხოლოდ დადებითად გაფასებენ, ეს შეიძლება საეჭვოდაც კი გამოჩნდეს.
მიუხედავად ამისა, თუ რამდენიმე მომხმარებელმა ერთმანეთის მიყოლებით ცუდი შეფასება მოგცათ, ეს შეიძლება SEO-ს პრობლემად და ვიზიტორების დაკარგვადაც კი დაგიჯდეთ.
ფრთხილად უნდა ვიყოთ დუბლიკატ კონტენტთან.
თუ ის თქვენი ვებსაიტის შინაარსის სხვა ნაწილის მსგავსია, კოპიად ჩაითვლება… რაც სავარაუდოდ SEO-ს ტექნიკურ პრობლემებს, საბოლოოდ კი თქვენი ვებსაიტის რეიტინგის ვარდნას გამოიწვევს.
ისიც გაითვალიწეინეთ, რომ კონტენტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მოძველებული…
დიდი შანსია, საძიებო სისტემამ დაასკვნას, რომ საიტზე განთავსებული მასალა რელევანტური არ არის და საერთოდ გაფილტოს კიდეც ის.
ხშირად ხდება ისე, რომ თქვენი ვებგვერდის გამოსახულების ელემენტი ცუდად არის გადმოცემული. არასწორია ფაილის სახელი, მდებარეობა, ან გაფართოება. SEO-ს ერთერთი სერიოზული შეცდომა გატეხილი, ან დაკარგული ალტერნატიული, იგივე alt ბმულებია.
თქვენი ბიზნესი ძალიან ბევრს კარგავს, თუ თქვენ უარს მობილურ ომტიმიზაციაზე ამბობთ.
დღევანდელ ეპოქაში, მობილურისთვის მორგებული ვებსაიტი Google-ის ძიების შედეგების ნახევარზე მეტს შეადგენს.
SEO-სთვის Keyword-ების მნიშვნელობაზე წინა ბლოგებში უკვე დეტალურად ვისაუბრეთ, თუმცა კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ საკვანძო სიტყვების იდეალურად უნდა შეესაბამებოდეს თქვენს ვებსაიტს.
ამ დროს სიზუსტე აუცილებელია, ამისათვის კი საკმაოდ სერიოზული დაკვირვება და კვლევაა საჭირო.
დაიმახსოვრეთ, SEO უნდა იყოს სტრატეგიული მისი წამყვანი ტექსტის მიმართ.
იმისათვის, რომ გარკვეული გავლენა მოახდინოთ Google-ის უახლეს ალგორითმზე, ბევრი ზუსტი წამყვანი ტექსტის გამოყენება დაგჭირდებათ.
რა თქმა უნდა, ყველაფერი ზემოთთქმული არასრული ჩამონათვალია იმ ფაქტორებისა, რამაც შეიძლება SEO-ს თავისი საქმის გაკეთებაში ხელი შეუშალოს…
თუმცა, იმედი მაქვს, ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ, კიდევ ერთხელ დარწმუნდით, რომ ყველა საქმეს თავისი პროფესიონალი ჭირდება. მათზე ფულის დაზოგვა კი ბიზნესის მხრიდან საკმაოდ არაგონივრული საქციელია.
SEO მომსახურების პირობების სანახავათ გადადით ბმულზე