რა როლი აქვს Big Data-ს თანამედროვე ბიზნესის სტრატეგიის ჩამოყალიბებაში

დღეს მონაცემები მხოლოდ რიცხვების და სტატისტიკის კრებული აღარ არის.

ახლა ის კომპანიების საკმაოდ დიდ აქტივს წარმოადგენს. ყოველდღიურად გენერირებული მონაცემების დიდი რაოდენობა ბიზნესს აძლევს უდიდეს პოტენციალს ნებისმიერ ინდუსტრიაში.

Big Data – ტერმინი, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ პოპულარული გახდა, გულისხმობს ტრანსფორმაციულ ძალას, რომელიც კომპანიებს წარმატების მიღწევაში ეხმარება.

დღეს განვიხილავთ შეუძლია თუ არა თამაშის წესების შეცვლა და საერთოდ, რა როლი აქვს Big Data-ს თანამედროვე ბიზნესის სტრატეგიის ჩამოყალიბებაში.

Big Data ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ მონაცემთა დიდი მოცულობა.

მასში გაერთიანებულია თავად მოცულობაც, სიჩქარეც და მრავალფეროვნებაც. მოდი ჩავუღრმავდეთ დეტალებს და განვმარტოთ თითოეული ამ მახასიათებლის მნიშვნელობა.

მოცულობა – ჩვენ ყოველდღიურად ვაწარმოებთ უპრეცედენტო მოცულობის მონაცემებს – აქ ვგულისხმობ ინფორმაციას, რომელსაც ვაზიარებთ თუნდაც სოციალურ მედიაში. ეს მონაცემთა ნაკადი მუდმივი და მასიურია.

სიჩქარე – მონაცემების გენერირების სიჩქარე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. რეალურ დროში მონაცემები, (როგორიცაა მაგალითად, სოციალური მედიის ტენდენციები), ხშირად ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დროული გადაწყვეტილების მისაღებად.

მრავალფეროვნება – მონაცემები მოდის სხვადასხვა ფორმით, მათ შორის სტრუქტურირებული მონაცემები (მონაცემთა ბაზები და ცხრილები) და არასტრუქტურირებული მონაცემები (ტექსტი, სურათები/ვიდეო). დიდი მონაცემები მოიცავს ამ ორივე ფორმას.

მონაცემთა ბაზის შექმნას ხელს უწყობს IoT მოწყობილობების გავრცელება, დაწყებული ჭკვიანი თერმოსტატებიდან, სამრეწველო მანქანებით დამთავრებული. ასევე სოციალური მედიის პლატფორმები, რომელიც ყოველ წამს ძალიან დიდი რაოდენობის მონაცემს აწარმოებს.

ეს არის პოსტები, მოწონებები, გაზიარებები და კომენტარები, რომელიც მომხმარებლის ქცევის შესახებ საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს.

ციფრული ტრანზაქციებიც არანაკლებ უწყობს ხელს მონააცემთა ბაზის შექმნას. ონლიან შოფინგი და გადახდები უდიდესი რაოდენობის ტრანზაქციის მონაცემს გვაძლევს, რაც თავის მხრივ, მომხმარებლის ხარჯვის ჩვევების საქმის კურსში გვაყენებს.

ბიზნესები მასიურად აციფრულებენ მომხმარებელთან ურთიერთობების ფორმებს, რაც ასევე ქმნის მეტ მონაცემს. ამ მონაცემების გაანალიზების გზით, მომხმარებლის კმაყოფილების გასაუმჯობესებლად, საკმაოდ ღირებული ნაბიჯების გადადგმა შეიძლება.

დღეს უკვე ყველა ბიზნესს, ასე თუ ისე გააზრებული აქვს, რომ მომხმარებლის ქცევისა და პრეფერენციების გაგება, წარმატების მიღწევის გადამწყვეტი ფაქტორია.

Big Data კომპანიებს საშუალებას აძლევს, მონაცემებზე დაყრდნობით, მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები რეალურ დროში.

მონაცემთა გამოყენებით შესაძლებელია შეიქმნას მომხმარებლის პერსონალიზებული გამოცდილება, რაც გააძლიერებს ბრენდის მიმართ კმაყოფილებას და ლოიალობას.

Big Data ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს შიდა ოპერაციების ოპტიმიზაციაში.

მონაცემთა ანალიტიკა შეიძლება გამოვიყენოთ მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში, ინვენტარის ოპტიმიზაციასა და წარმოების პროცესებში. ასე ხარჯების შემცირება და ეფექტურობის გააუმჯობესება შეიძლება.

ბიზნესებს Big Data-ს გამოყენება სამომავლო ტენდენციების და მომხმარებლის საჭიროებების პროგნოზირებისთვისაც შეუძლიათ. ასე კონკურენტუნარიანები იქნებიან და ბაზრის მოთხოვნებსაც მარტივად აუწყობენ ფეხს.

მოკლედ, მონაცემთა ანალიზით, ბიზნესს სერიოზული წარმატების მიღწევა შეუძლია. კომპანიები, რომლებიც ეფექტურად იყენებენ დიდ მონაცემებს, იძენენ მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას. Big Data პრაქტიკულად ბიზნესის

ყველა ბლოგი