რა მოაქვს ბრენდისთვის ვიდეო რეკლამებს?

დღევანდელ ეპოქაში, ნებისმიერი პროდუქტის, თუ მომსახურების ცნობადობის გაზრდა, ბევრნაირი საშუალებით არის შესაძლებელი. ამ ბლოგში ბრენდისთვის აუდიტორიის მოზიდვის ერთერთ გზას – ვიდეო რეკლამას განვიხილავთ.

ვიდეო რგოლები ხშირად სოციალური მედიის პლატფორმებზე (Youtube, Intagram, TikTok) თავსება და კომპანიის პოპულარიზაციის საქმეში, საკმაოდ დიდ წვლილსაც თამაშობს.

სანამ ვიდეო სარეკლამო კამპანიას დაიწყებთ, აუცილებელია კარგად გაიცნოთ საკუთარი მომხმარებელი, რათა მის საჭიროებებს, მოთხოვნებს და გემოვნებას იდეალურად მოერგოთ.

ამის შემდეგ, თქვენ შეძლებთ აირჩიოთ მომგებიანი მედია პლატფორმა, რომელიც თქვენი კომპანიისთის მაქსიმალურად მომგებიანი იქნება.

რა მოაქვს ბრენდისთვის ვიდეო რეკლამებს?

ამ კითხვაზე პასუხი ერთი წინადადებით შეიძლება – მხოლოდ Youtube-ს დღეში დაახლოებით 1,5 მილიარდი ვიდეოს ნახვა აქვს.

დიახ, ვიდეო რეკლამა უკვე დიდი ხანია რეკლამის და მარკეტინგის განუყოფელი ნაწილია და წლებმა დაამტკიცა, რომ ის ეფექტურად მუშაობს.

ხშირად ვიდეო კონტენტი მეტად იპყრობს მომხმარებლის ყურადღებას, ვიდრე ტექსტი, რადგან ტვინი ვიზუალურ მასალას ტექსტზე უფრო სწრაფად ამუშავებს.

კარგი ვიდეო რეკლამით გაყიდვების მკვეთრი ზრდა, საკმაოდ რეალურია და ამას სტატისტიკა უკვე ადასტურებს.

გარდა ამისა, მარკეტოლოგების უდიდესი პროცენტი უკეთესი ROI-სთვის სწორედ ვიდეო რეკლამის რეკომენდაციას იძლევა.

სოციალურ ქსელში განთავსებულმა მიმზიდველმა ვიდეო მასალამ შეიძლება ერთიორად გაზარდოს ვიზიტორების შემოდინება თქვენს ვებგვერდზე.

თუ ვიდეო იქნება დამაინტრიგებელი და მომხმარებელში მეტის გაგების ინტერესს გამოიწვევს, ისღა დაგრჩებათ, გამართული, მარტივი ნავიგაციის მქონე საიტი გქონდეთ მზად.

იმის გათვალისწინებით, რომ დროსთან ერთად, მობილური აპლიკაციების მოხმარებაც იზრდება, საჭიროა თქვენი რეკლამა მობილურისთვის შესაბამისი ასპექტების თანაფარდობით შეიქმნას.

ვიდეო რეკლამებისთვის ყველაზე ხშირად ისეთ სოციალური მედიის პლატფორმებს იყენებენ, როგორიცაა Youtube, Intagram, და TikTok.

რეკლამისთვის სწორი სოციალური მედიის პლატფორმის შერჩევა თქვენს სამიზნე აუდიტორიაზე, სარეკლამო მიზნებზე და კონტენტის ტიპზეა დამოკიდებული. თითოეულ პლატფორმას თავისი უნიკალური მახასიათებლები აქვს.

მოდით, ძალიან მოკლედ მიმოვიხილოთ ისინი.

Youtube იდეალურია გრძელი ვიდეოების ასატვირთათ. ხშირად იყენებენ ვიდეო გაკვეთიკლებისა და სთორითელინგისთვის.
კარგია ძიებაზე დაფუძნებული რეკლამისთვის. (Google Ads)

Instagram ფოტოებსა და მოკლე ვიდეოებზეა ორიენტირებული. შესანიშნავია ახალგაზრდა, 35 წლამდე აუდიტორიის მოსაზიდად.
ეფექტურია ცხოვრების სტილის, მოდის, სილამაზისა და ვიზუალურად მიმზიდველი პროდუქტებისა, თუ სერვისების პოპულარიზაციისთვის.

TikTok მოკლე ვიდეოების პლატფორმაა, ძირითადად ახალგაზრდა მომხმარებლის ბაზით. საუკეთესოდ შეეფერება კომპანიებს, რომლებიც ბრენდის ცნობადობის ჩამოყალიბებას და ახალგაზრდა აუდიტორიისთვის ხმის მიწვდენას ცდილობენ.

გაითვალისწინეთ, რომ საუკეთესო მიდგომა შეიძლება სხვადასხვა პლატფორმის ნაზავს მოიცავდეს. გააჩნია თქვენ სარეკლამო მიზნებსა და სამიზნე აუდიტორიის პრეფერენციებს. ეცადეთ არ ჩამორჩეთ ტენდენციებს, რადგან სოციალური მედიის პლატფორმები მუდმივად იცვლება და ვითარდება.

ყველა ბლოგი