რა ეღირება SEO 2023 წელს

დღევანდელ ციფრულ ეპოქაში საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია (SEO) ნებისმიერი წარმატებული ონლაინ მარკეტინგული სტრატეგიის მნიშვნელოვანი კომპონენტია.

SEO თქვენი ვებსაიტის შინაარსისა და სტრუქტურის ოპტიმიზაციის პროცესია საძიებო სისტემის შედეგების გვერდებზე (SERPs) მისი ხილვადობისა და რეიტინგის გასაუმჯობესებლად.

ამ პროცესის მნიშვნელობაზე თქვენს ძვირფას დროს აღარ დავკარგავ, ჩვენს საიტზე ამ თემასთან დაკავშირებულ უამრავ ბლოგს შეხვდებით. დღეს უბრალოდ შევეცდები განვიხილო რა ეღირება SEO-ს მომსახურება 2023 წელს.

SEO-ს ღირებულება შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს რამდენიმე ფაქტორის მიხედვით. მთავარი მაინც პროექტის სიდიდე, ინდუსტრიაში კონკურენციის დონე და თქვენს მიერ დაქიავებული SEO სააგენტოს, თუ ფრილენსერის გამოცდილებაა.

მოდით თითოეული მათგანი დეტალურად განვიხილოთ:

პროექტის ზომა: SEO-ის ღირებულება დამოკიდებული იქნება თქვენი ვებსაიტის ზომაზე და პროექტის სირთულეზე.

თუ თქვენ გაქვთ პატარა, მარტივი ვებსაიტი მხოლოდ რამდენიმე გვერდით, ღირებულება ბევრად უფრო დაბალი იქნება, ვიდრე დიდი ვებსაიტის შემთხვევაში. ასე, რომ ამ საქმეში size really matters.

კონკურენციის დონე: 2023-ში, პრინციპში ისევე, როგორც ადრე, SEO-ს ღირებულება დამოკიდებული იქნება თქვენს ინდუსტრიაში კონკურენციის დონეზე.

თუ თქვენი საქმიანობა მაგალითად, სამართალს, ან დაზღვევას ეხება, SEO-ს ღირებულებაც უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ნაკლებად კონკურენტუნარიან ინდუსტრიაში. როგორც ხედავთ საქმე აქაც მარტივადაა.

SEO სააგენტოს, ან ფრილენსერის გამოცდილება: ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ დიდი, საერთაშორისო გამოცდილების და კლიენტების მქონე SEO სააგენტოს, ან კონსულტანტის მომსახურება გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ…

ვიდრე ეს ლოკალური მომსახურების შემთხვევაში მოხდებოდა, თუმცა ეს ის შემთხვევა ნამდვილად არაა, როდესაც მაღალი ფასი, გარანტირებულად უკეთეს შედეგს გულისხმობს.

მითუმეტეს, თუ თქვენი ბიზნესიც ადგილობრივია, თავისუფლად შეგიძლათ ეს საპასუხისმგებლო საქმე ლოკალურ სააგენტოს მიანდოთ. ამ გზით დროსაც დაზოგავთ და ფულსაც.

SEO სერვისების ტიპი: SEO-ს ღირებულება ასევე დამოკიდებული იქნება თქვენთვის საჭირო SEO სერვისების ტიპზე. მაგალითად, თუ გჭირდებათ თქვენი ვებსაიტის სრული SEO აუდიტი, ღირებულება, რა თქმა უნდა, მეტი იქნება, ვიდრე ძირითადი გვერდის ოპტიმიზაციის შემთხვევაში იქნებოდა.

მოკლედ, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალსწონებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წელს SEO-ის ღირებულება საშუალო ზომის ვებსაიტისთვის თვეში $1000-დან $10000-მდე იქნება.

თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ SEO ცოცხალი პროცესია და მისი მომსახურების ფასი შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს… თქვენი კონკრეტული მიზნების და თქვენს ინდუსტრიაში კონკურენციის დონის ცვლილებასთან ერთად.

თუ სიტუაციას ამ ჭრილშიც განვიხილავთ, ასეთ შედეგს მივიღებთ:

On-page ოპტიმიზაცია

On-page ოპტიმიზაცია გულისხმობს თქვენი ვებსაიტის ცალკეული გვერდების, შინაარსისა და სტრუქტურის ოპტიმიზაციას საძიებო სისტემებში, მათი ხილვადობის გასაუმჯობესებლად.

ოპტიმიზაციის ღირებულება ერთ გვერდზე ჩვეულებრივ  $500-დან $2,500-მდე მერყეობს.

Off-page ოპტიმიზაცია

Off-page ოპტიმიზაცია გულისხმობს თქვენს ვებსაიტზე ბექლინკების შექმნას, რათა გააუმჯობესოს მისი ავტორიტეტი და რეიტინგი საძიებო სისტემებში.

ეს მომსახურება, როგორც წესი, თვეში $1000-დან $5000-მდე მერყეობს.

SEO აუდიტი

SEO აუდიტი მოიცავს თქვენი ვებსაიტის SEO-ს ყოვლისმომცველ ანალიზს და მისი გაუმჯობესებისთვის საჭირო რეკომენდაციების სრულ პაკეტს. SEO აუდიტის ღირებულება წელს, სავარაუდოდ $1,500-დან $5,000-მდე იქნება.

ლოკალური SEO

ლოკალური SEO გულისხმობს თქვენი ვებსაიტის ოპტიმიზაციას მხოლოდ ადგილობრივი ძიების შედეგებისთვის, რათა გააუმჯობესოს ხილვადობა და მოიზიდოს მეტი ადგილობრივი მომხმარებელი.

ადგილობრივი SEO-ს ღირებულება, სავარაუდოდ $1000-დან $3000-მდე იქნება.

თუ ეს ბლოგი ბოლომდე წაიკითხეთ, თავს უფლებას მივცემ ვივარაუდო, რომ აღნიშნული საკითხი თქვენთვის მნიშვნელოვანია…

ამიტომ (არაბოროტად) ვისარგებლებ სიტუაციით და აქვე ჩვენს, ანუ “სოლოსტუდიოს” SEO ოპტიმიზაციის მომსახურებას შემოგთავაზებთ – იხილეთ ბმული