რა არის NFT
ციფრული ტექნოლოგიები არანორმალური სისწრაფით ვითარდება. ამ მიმართულებით ყოველწლიურად იქმნება რაღაც ახალი და ღირებული. სწორედ მიმდინარე საუკუნეში გაჩნდა ისეთი სიტყვები, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინი, კრიპტოვალუტა და კიდევ სხვა მრავალი.
სულ რამდენიმე თვის წინ, ტვიტერის დამფუძნებელმა, ჯეკ დორსიმ, თავისი ერთერთი პირველი ტვიტი NFT-ედ აქცია და სამ მილიონ დოლარად გაყიდა. არ გაგიკვირდებათ, რომ ამ ფაქტმა მთელი ცივილიზებული სამყარო შოკში ჩააგდო. ამ შოკიდან გამოსვლა არც ისე მარტივია…
როცა მოგვიანებით იგებ, რომ რომელიმე ერთი შეხედვით ძალიან უბრალო გიფი, არც მეტი არც ნაკლები, ასი ათასობით დოლარად შეფასდა. და მაინც, რა არის NFT და როგორ შეიძლება მისი გაყიდვა კოლოსალურ თანხებად?
NFT (non-fungible token) არის უნიკალური და არაჩანაცვლებადი ტოკენი, რომელიც ბლოკჩეინზე ინახება. უფრო მარტივად რომ გითხრათ, მაგალითად ბიტკოინი ჩანაცვლებადია (fungible), რადგან თუ 1 ბიტკოინს მეორეში გაცვლით, ამით არაფერი შეიცვლება.
ჩვენ ისევ იგივე ღირებულების ერთი ბიტკოინი გვექნება. NFT კი უნიკალურია და ის ვერასდროს ვერაფრით ჩანაცვლდება.
NFT-ები ერთერთი ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტის, ეთერიუმის ბლოკჩეინის ნაწილია. ეთერიუმი ისეთივე კრიპტოვალუტაა, როგორიც ბიტკოინი, ან DOGE კოინია, თუმცა მის ბლოკჩეინს NFT-ების მხარდაჭერაც აქვს, ანუ იქ დამატებითი ინფორმაციის შენახვაც შეგვიძლია.
აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ტოკენის უნიკალურობის შემოწმება და გაყიდვების ისტორიის ნახვა.
რა შეიძლება ვაქციოთ NFT-ედ?
უამრავი რამ: მუსიკა, ფოტო, ვირტუალური მიწები, ციფრული ხელოვნების ნიმუშები, პოსტები… ეს სია ძალიან გრძელია.
მოკლედ, ციფრული ხემოვნების ბაზარი სულ უფრო და უფრო ფართოვდება. ნებისმიერს შეუძლია იყიდოს და გაყიდოს NFT-ები სპეციალურ პლატფორმებზე.
აქვე ჩნდება საკმაოდ ლოგიკური შეკითხვა. რატომ უნდა ვიყიდოთ რაღაც, რისი გადმოწერაც ძალიან მარტივად, მხოლოდ ერთი დაკლიკვით შეგვიძლია?!
პასუხი კი ასეთია. თქვენ ხდებით რომელიმე ციფრული პროდუქტის საავტორო უფლების მფლობელი.
ეს იგივეა, რომ თქვენ სახლში, კედელზე ვან გოგის მზესუმზირები გეკიდოთ, სურათის რეპროდუქციები კი სხვებსაც ჰქოდეთ.
NFT-ების გადაყიდვაც შესაძლებელია, რაც მათი შემქმელებისთვის საკმაოდ მომგებიანია.
თუ ვინმე მათ შექმნილ ციფრულ ნამუშევარს ხელახლა იყიდის, მათ თანხის გარკვეული პროცენტი ჩაერიცხებათ.
დამეთანხმებით, ეს შეიძლება მშვენიერ პასიურ შემოსავლის წყაროდ იქცეს.
ამ ყველაფერზე დაყრდნობით, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოშიც დაინტერტესდნენ NFT-ებით, თუმცა ძირითადად არტისტები და არა მყიდველები.
აქ მასიურად ხალხს არ აქვს შესაძლებლობა ვირტუალურ სამყაროში ხარჯოს ფული. არტისტებისთვის კი ციფრული ხელოვნების შექმნა და მისი სარფიანად გაყიდვა გადასარევი შანსია.
მაგრამ ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის. ახლა NFT ბაზარი სავსეა მსოფლიოში ცნობილი ადამიანებით და სწორედ მათ ნამუშევრებზეა დიდი მოთხოვნა.
იმის თქმა მინდა, რომ როგორც რეალურ, ასევე ვირტუალურ სამყაროში კონკურენცია დიდია და ადგილის დამკვირდება ძალიან რთული.
თუ ამ პოსტს რომელიმე არტისტი კითხულობს და იმედები უცრუვდება, მათ დასამშვიდებლად ვიტყვი…
რომ თითქმის შეუძლებელია იმის პროგნოზირება, სულ ცოტა ხანში როგორ შეიძლება შეიცვალოს მოთხოვნები NFT ბაზარზე, ასე რომ იმედს ნუ დაკარგავთ!
მცდელობას ყოველთვის აქვს აზრი!