რა არის ISO 27001 – ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტი?
კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვას ნებისმიერი ბიზნესისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ყველა დაუცველი სისტემა შეიძლება დადგეს ისეთი საფრთხის წინაშე, რომელიც ბიზნესს მნიშვნელოვან ფინანსურ და რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს.
ხშირად კომპანიებისთვის საკმაოდ რთულია კიბერ ინციდენტების თავიდან არიდება, სწორედ ამიტომ, ამ საქმეში, გარკვეული რეკომენდაციები და სტანდარტები არსებობს.
საჭიროა კომპანიის კიბერუსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესება.
ეს პროცესი ტექნიკური და ადმინისტრაციული მექანიზმების დანერგვას, ასევე წვდომის კონტროლს, თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებას და რა თქმა უნდა, რისკების მართვას გულისხმობს.
მოკლედ რომ თქვათ, ამ ყველაფერის მიღწევა, ISO 27001 სტანდარტის დანერგვის შემდეგ არის შესაძლებელი.
რა არის ISO 27001 – ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტი?
ISO 27001 ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტი კონფიდენციალური, პერსონალური ინფორმაციისა და ინტელექტუალური საკუთრების უსაფრთხოების უზრუნველყოფას გულისხმობს.
ეს ტექნიკური, პროცედურული და ფიზიკური კონტროლის დანერგვის გზით ხდება.
სტანდარტის დანერგვის შემდეგ, მენეჯერს საშუალება ეძლევა უკეთ შეაფასოს კიბერ რისკები და შეექმნას სწორი ხედვა მიმდინარე გამოწვევებზე.
კომპანიას შეუძლია შექმნას ისეთი სამუშაო კულტურა, რომელშიც უსაფრთხოების დაცვა, მისი თითოეული წევრისთვის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება.
როგორ ხდება ISO 27001 სერტიფიცირების დანერგვა?
დანერგვის პროცესი თანმიმდევრული და რა თქმა უნდა, შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს.
პირველ ეტაპზე საჭიროა ჩატარდეს კვლევა, რომლის შედეგის მიხედვითაც სწორად დაიგეგმება უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც იდეალურად იქნება მორგებული კომპანიის საჭიროებებსა, თუ მიზნებთან.
შემდეგ ეტაპზე უკვე უშუალოდ რისკების მართვის პროცესი იწყება.
ეს ISO 27001 სერტიფიცირების დანერგვის ყველაზე კრიტიკული და მნიშვნელოვანი ნაწილია.
სწორედ ამ ეტაპზე იქმნება ინფორმაციული აქტივობების რეესტრი. ასევე ხდება რისკების იდენტიფიცირება და შეფასება, რომელიც კომპანიის უსაფრხოების მოთხოვნებს, თავად რისკების მასშტაბს და მისაღებ დონეს ითვალისწინებს.
შემდეგი ეტაპი რისკებთან „მოპყრობის“ გეგმაა.
აქ უკვე მუშავდება სტრატეგია, რათა განხორციელდეს კონტროლის ის მექანიზმები, რომელიც რისკების შეფასების დროს შეირჩა.
მთელი აღნიშნული პროცესი რისკების შემცირებას, მიღებას, გადატანა/დაზღვევას და თავიდან არიდებას გულისხმობს.
კომპანიაში ინერგება ინფორმაციული უსაფრთხოების მართვისთვის საჭირო პოლიტიკა, პროცედურები და ეფექტური კონტროლის მექანიზმები.
ამის შემდეგ კომპანიას საშუელება ეძლევა უზრუნველყოფა გაუწიოს კრიტიკული ინფორმაციული აქტივების კონფიდენციალურობას, ხელმისაწვდომობას და მთლიანობას.
რა უპირატესობა აქვს კომპანიებისთვის ISO 27001 ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტის დანერგვას?
ISO 27001-ს დანერგვით თქვენ შეძლებთ დაიცვათ კომპანიის კონფიდენციალური, პერსონალური ინფორმაცია და ინტელექტუალური საკუთრება.
თავიდან აირიდებთ იმ შესაძლო გაუთვალისწინებელ ზარალს, რომელიც ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტმა შეიძლება გამოიწვიოს.
სტანდარტის დანერგვით, თქვენ შეძლებთ ჩართოთ საკუთარი თანამშრომლები კორპორატიულ აქტივობებზე ზრუნვის საკითხებში და აამაღლოთ მათი ცნობიერება ინფორმაციული უსაფრთხოების ჭრილში.
და ბოლოს, ISO 27001 ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტის დანერგვა კომპანიის რეპუტაციის საკითხია.
ამ გზით თქვენ მნიშვნელოვნად გაზრდით სანდოობას საკუთარი ბრენდის მიმართ.