რატომ იქცევს მინიმალისტური დიზაინი მომხმარებლის ყურადღებას?!
რას ვაკეთებთ ონლაინ? თითქმის ყველაფერს: ვიგებთ ახალ ამბებს, ვსქროლავთ სოციალურ ქსელში, ვშოფინგობთ, ვსარგებლობთ უამრავი აპლიკაციით.
ზოგიერთი აპლიკაცია გვეუბნება დღეს რამდენი ვივარჯიშოთ, ზოგიერთ ვებ გვერდზე კი ჩვენთვის სასურველი ნივთის შეძენა შეგვიძლია. მოკლედ, ყველაფერი კარგად არის, თუმცა ხანდახან, ვისურვებდით კიდევ უფრო „კარგად“ ყოფილიყო.
რაღაც არ მოგვწონს და რომელიმე ბრენდთან ურთიერთობას ძალიან სწრაფად, უცერემონიოდ ვწყვეტთ. ეს „რაღაც“ ხშირ შემთხვევაში ცუდი დიზაინი არის ხოლმე.
ხანდახან ბრენდებს უჭირთ მომხმარებლის გამოცდილების (UX) გათვალისწინება, რასაც ისინი უკვე ნახსენებ ავბედით შედეგამდე მიჰყავთ ხოლმე.
საბედნიეროდ, ამ ყველაფრის საპრევენციოდ უკვე საკმაოდ დიდი ცოდნა არსებობს. ამ ბლოგში UX დიზაინის რამდენიმე პრაქტიკაზე ვისაუბრებთ.
ოქროს წესი ასეთია – დიზაინი უნდა ფოკუსირდებოდეს მომხმარებლის გამოცდილებაზე.
ადამიანებს ემოციები ჭირდებათ. ყველანაირი გრაფიკის, ტექსტის, თუ სხვა ინტერაქტიული ელემენტის მთავარი მისია ის არის, რომ მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილება შესთავაზოს.
მას შეიძლება დაავიწყდეს შენს მიერ წარმოდგენილი კონკრეტული ინფორმაცია, მაგრამ ახსოვდეს ემოცია, რომელიც შენთან „ურთიერთობისგან“ მიიღო.
ამ საუკუნეში… როცა ყველას მუდმივად სადღაც ეჩქარება, ძალიან დაბალი შანსია, რომ შენს „რთულ“ ვებ გვერდსა, თუ აპლიკაციაში გასარკვევად ვინმემ დიდი დრო დაკარგოს.
მომხმარებელს სიმარტივე ჭირდება.
UI (მომხმარებლის ინტერფეისი) ნაცნობად უნდა გამოიყურებოდეს. ბმულები ბმულებს უნდა გავდეს და მენიუც იქ უნდა იყოს, სადაც თვალი ინსტიქტურად ეძებს, ანუ მარჯვენა ზედა კუთხეში.
მოკლედ რომ ვთქვა, ხანდახან ჯობია ზედმეტი კრეატივისგან თავი შეიკავო…
დიზაინში ყველასთვის ნაცნობი ელემენტები გამოიყენო და ვიზიტორებს შენი ინტერფეისის შესწავლა არ აიძულო.
რატომ იქცევს მინიმალისტური დიზაინი მომხმარებლის ყურადღებას?!
იმიტომ რომ მას საშუალება ეძლევა მხოლოდ საჭირო დეტალებზე კონცენტრირდეს. ადამიანებს პრობლემების გადაჭრის პრაქტიკული რჩევები და ცხოვრების გამარტივება ჭირდებათ.
მარტივად აღსაქმელი ინტერფეისი კი მომხმარებლის შემეცნებით ძალისხმევას საკმაოდ ამცირებს.
მართალია ადამიანების ყურადღებას მარტივად იქცევს ფერადი, დიდი ფონტები, თუმცა კონცენტრაციასაც უფანტავს.
უნდა ვეცადოთ მომხმარებელი არ დავაბნიოთ. საჭიროა ისიც გავითვალისწინოთ, რომ ადამიანებს უყვართ, როცა რაღაცას აკონტროლებენ.
სისტემის სტატუსის ხილვადობა მათ სასურველ კონტროლს აგრძნობინებს და იმის საშუალებასაც აძლევს, რომ ცნობისმოყვარეობა მოთხოვნის შესაბამისად დაიკმაყოფილონ.
და ბოლოს, იმისთვის, რომ UX დიზაინმა სასურველი შედეგი მოგიტანოს, აუცილებელია კარგად იცნობდე მომხმარებელს…
უმჯობესია შექმნა მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი…
იცოდე მისი სურვილების, მოთხოვნების შესახებ, რადგან შეთავაზო გამოცდილება, რომელიც თქვენს შორის გრძელვადიან, მჭიდრო ემოციურ კავშირს დაამყარებს.