როგორია მომხმარებლის ჩართულობის ხელშეწყობის სტრატეგიები
ყველას გვესმის, რომ ვებსაიტი არ არის მხოლოდ სტატიკური მოწყობილობა, რომელიც ინტერნეტსივრცეშია განთავსებული.
ეს არის წარმატებული ქომიუნითის, იგივე საზოგადოების შენების შესაძლებლობა.
დინამიური სივრცის შექმნა, რომელშიც მომხმარებლები ლოალობის გრძნობით იმსჭვალებიან და რომელიც ცდება ვებსაიტის და ვიზიტორის ურთიერთობის ტრანზაქციულ ხასიათს.
დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ იმ ნაბიჯებს და სტრატეგიებს, რომლებიც ჩვენი ვებგვერდის გარშემო წარმატებული ქომიუნითის შექმნაში და შემდეგ მის შენარჩუნებაში დაგვეხმარება.
ზღვა ინფორმაციით გაჯერებულ დღევანდელ ინტერნეტსივრცეში, მოხმარებელი ეძებს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ პროდუქტს, ან მომსახურებას.
საზოგადოების მშენებლობა ვებსაიტისთვის გულისხმობს ისეთი ვირტუალური სივრცის შექმნას, სადაც ვიზიტორს გამოცდილების გაზიარება, თანამოაზრე პირებთან ურთიერთობის დამყარება და კმაყოფილებს მიღება შეეძლება…
ამ გზით ისინი თქვენი ბრენდის პოტენციური დამცველები გახდებიან, გააგებინებენ თქვენს შესახებ სხვებსაც და თავადვე დაგეხმარებიან ჯანსაღი საზოგადოების გაფართოებაში.
როგორია მომხმარებლის ჩართულობის ხელშეწყობის სტრატეგიები?
შეგიძლიათ შექმნათ კომუნიკაციისთვის ღია და ხელმისაწვდომი არხები, როგორიცაა ფორუმები, ან სოციალური მედიის ჯგუფები.
წაახალისოთ მომხმარებლები, გააზიარონ თავიანთი აზრები, დასვან შეკითხვები და ერთმანეთთან ურთიერთობები დაამყარონ.
კარგი იქნება, თუ თავადაც აქტიურად ჩაერთვებით ამ საუბრებში, რათა აჩვენოთ, რომ თქვენი ბრენდი რეალურ ადამიანებზე და გრძნობებზეა დაფუძნებული.
მიეცით მომხმარებლებს საშუალება, წვლილი შეიტანონ თქვენს ვებსაიტზე არსებულ შინაარსში.
იქნება ეს კომენტარები, თუ მიმოხილვები. ეს თქვენს მიერ შექმნილ საზოგადოებას მრავალფეროვნებას და მეტ ავთენტურობას შემატებს.
შეგიძლიათ თქვენი საზოგადოება ვირტუალური ღონისძიებების, ვებინარების ან პირდაპირი კითხვა-პასუხის სესიების მეშვეობითაც გააერთიანოთ.
ეს არა მხოლოდ უზრუნველყოფს ღირებულ შინაარსს, არამედ რეალურ დროში ქმნის კავშირს მომხმარებლებსა და თქვენს ბრენდს შორის.
არ დაგავიწყდეთ, რომ მომხმარებელთა მხარდაჭერის პასუხისმგებელი სისტემა გადამწყვეტია საიტზე ვიზიტორების ნდობის მოსაპოვებლად.
დაუყონებლივ მოახდინეთ რეაგირება მომხმარებლის პრობლემებზე.
შეგიძლიათ ხშირად დასმული შეკითხვების განყოფილებაც დანერგოთ, ასე ისინი თავადაც შეძლებენ პასუხების პოვნას.
შექმენით ექსკლუზიურობის განცდა წევრობის ან ლოიალობის პროგრამების შეთავაზებით. გამორჩეულ, ერთგულ მოხმარებელს სპეციალური შეღავათები და ფასდაკლებები გაუკეთეთ.
ასე მათ წახალისებას შეძლებთ.
იმის განსასაზღვრად თუ რამდენად სწორად აშენებთ საზოგადოებას თქვენი ბრენდის გარშემო, შეგიძლიათ გამოიკთხვები შექმნათ…
ასე მომხმარებლის გამოცდილებას უკეთ გააანალიზებთ და მიხვდებით მათთან ურთიერთობის ჯაჭვის რომელი რგოლი გაქვთ შესაცვლელი ან განსამტკიცებელი.
გახსოვდეთ, რომ ჯანსაღი ქომიუნითის მშენებლობა თქვენი ბიზნესის გარშემო, ერთჯერადი პროექტი არ არის.
საჭიროა თქვენს ბრენდზე მორგებული სწორი სტრატეგიის განსაზღვრა, რომელიც მუდმივად ადაპტირდება თქვენს მიერ შემქნილი საზოგადოების საჭიროებებთან.