მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინი

ინტერნეტის უზარმაზარ და ამოუწურავ სამყაროში, ხშირად ყურადღების მისაქცევად ერთი წამიც კი გადამწყვეტია…

გამოდის ვებსაიტის წარმატება შეიძლება მხოლოდ ერთ კრიტიკულ ფაქტორზეც კი იყოს დამოკიდებული.

ეს ფაქტორი ცალსახად მომხმარებლის გამოცდილებაა (UX). არ იფიქროთ, რომ საქმე მხოლოდ ესთეტიკაშია.

ჩვენ ახლა იმ სასიამოვნო მოგზაურობაზე ვსაუბრობთ, რომელსაც კარგ შემთხვევაში, ვებსაიტი მომხმარებელს უნდა სთავაზობდეს.

დღეს მომხმარებლის გამოცდილების მნიშვნელობას ჩავუღრმავდებით და მასზე დაყრდნობით, ინტესფეისის შემუშავების ძირითად პრინციპებს განვიხილავთ.

მომხმარებლის გამოცდილება ყველა იმ ურთიერთქმედების ჯამია, რომელიც ვიზიტორს ვებსაიტთან აქვს და ის უბრალო ფუნქციურობას უდაოდ სცილდება.

მნიშვნელოვანია როგორ გრძნობენ თავს მომხმარებლები თქვენს საიტზე ნავიგაციისას და ინფორმაციის მოძიებისას, ანუ როგორია ურთიერთქმედებიდან მიღებული საერთო კმაყოფილება.

მომხმარებლის პოზიტიური გამოცდილება არა მხოლოდ კონკურენტული უპირატესობაა, არამედ თქვენი აუდიტორიის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების თქვენივე ვალდებულების სწორად შესრულების დასტური.

როგორია დიზაინის ძირითადი პრინციპები?

ამ კითხვაზე პასუხია ასეთია – სიმარტივე გასაღებია…

მარტივი დიზაინი ვიზიტორებს ეხმარება იპოვონ ის, რაც ჭირდებათ. არ გეგონოთ, რომ მინიმალისტურ დიზაინს ფუნქციონირების იარაღებს წირავთ. თქვენ ასე მხოლოდ სწორ პრიოპრიტებებს განსაზღვრავთ, წინ წევთ იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

მომხმარებლებელს ინფორმაციის მოსაძიებლად ციფრული დეტექტივობა არ უნდა დაჭირდეს.

საჭიროა ნავიგაცია მოიცავდეს მენიუს ლოგიკურ სტრუქტურებს, მკაფიო ეტიკეტებს და უწყვეტ ნაკადს ერთი განყოფილებიდან მეორეში… და რაც ყველაზე მთავარია, ჩატვირთვის დრო უნდა იყოს სწრაფი… თქვენი ვებსაიტი უნდა იყოს შეთავსებადი და შეუფერხებლად ფუნქციონირებდეს სხვადასხვა მოწყობილობაზე, იქნება ეს დესქთოფი, ტაბლეტი, თუ მობილური ტელეფონი.

უხელმძღვანელეთ მომხმარებლებს თქვენი შინაარსის მკაფიო ვიზუალური იერარქიის ჩამოყალიბებით.

გამოიყენეთ კონტრასტული ფერები, შრიფტის ზომები და სივრცე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის ხაზგასასმელად.

კარგად განსაზღვრული იერარქია უზრუნველყოფს, რომ მომხმარებელი ინფორმაციას სტრუქტურირებული და შინაარსიანი გზით შეითვისებს.

მიაწოდეთ უკუკავშირი მომხმარებელს და გამოიყენეთ ინტერაქტიული ელემენტები.

მომხმარებლმა უნდა იცოდეს, როდის არის ქმედება წარმატებული, იქნება ეს ფორმის გაგზავნა, ღილაკზე დაწკაპუნება თუ სურათზე გადასვლა. ხელმისაწვდომობა, ან ელემენტის აღქმული ფუნქცია, მის რეალურ ფუნქციას უნდა შეესაბამებოდეს.

მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინი ზრდის მის კმაყოფილებას, შესაბამისად ბრენდის მიმართ ლოიალობას… ეს პოტენციურად კონვერტაციის უფრო მაღალ მაჩვენებელს იწვევს, რაც საბოლოო ჯამში, ბიზნესის წარმატებას განაპირობებს.

თქვენი ვებსაიტის სრული პოტენციალის გამოვლენა მარტივი, თუმცა კარგად ნაფიქრი, გამოცდილებაზე დაყრდნობილი ხედვით არის შესაძლებელი.

დაიმახსოვრეთ, რომ მომხმარებლის გამოცდილება (UX) არის ხიდი თქვენსა და თქვენს აუდიტორიას შორის.

 

შესაბამისი სერვისის დეტალურად სანახავად ეწვიეთ ბმულს