კონცეფციის შექმნიდან პირველ დაწკაპუნებამდე
დღეს რომ ვებსაიტი ყველას ჭირდება, ამაზე აღარავინ დაობს. სულერთია მცირე ბიზნესი გაქვს, ბლოგერი ხარ, თუ რაიმე სხვა საქმიანობას ეწევი.
თუ გაზიარება გსურს, მაშინ ამას საიტის მეშვეობით საუკეთესოდ მოახერხებ. უფრო მეტიც, პირველი ვებსაიტის შექმნა შეიძლება გარდამტეხიც კი იყოს შენს საქმეში.
დღევანდელ ბლოგში ვეცდები განვიხილო ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ვებსაიტის კონცეფციის შექმნიდან პირველ დაწკაპუნებამდე უნდა გაიაროთ.
არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, მიზნების და აუდიტორიის სწორი განსაზღვრაა…
რადგან სწორედ ეს არის ყველაზე მნიშველოვანი შემდგომში სწორი ნაბიჯების გადასადგმელად.
დიდი მნიშვნელობა მიანიჭეთ დომენის სწორად შერჩევას. აირჩიეთ სახელი, რომელიც კარგად ასახავს თქვენს ბრენდს და შეესაბამება თქვენი ვებსაიტის მიზანს.
მეტი რეკომენდაცია, რომელიც დომენური სახელის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ: „რეკომენდაციები, რომელიც დომენური სახელის შერჩევისას უნდა გაითვაისწინოთ“
საიტის შემქნისთვის საჭიროა აირჩიოთ სანდო ვებ ჰოსტინგის პროვაიდერი.
გაითვალისწინეთ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა დრო, მომხმარებელთა მხარდაჭერა და მასშტაბურობა.
აირჩიეთ სწორი კონტენტის მართვის სისტემა (CMS). ეს ამარტივებს თქვენს ვებსაიტზე კონტენტის შექმნისა და მართვის პროცესს.
WordPress საკმაოდ მოსახერხებელი და იუზერ ფრენდლია. ისეთი პლატფორმები კი როგორიცაა Wix და Squarespace, ცნობილია მათი დრეგ ენდ დროფ ინტერფეისებით.
რაც შეეხება ვებსაიტის დიზაინს, უდაოა, რომ ის გადამწყვეტ როლს თამაშობს მომხმარებლის კარგი გამოცდილების შექმნაში.
აირჩიეთ დიზაინი, რომელიც იდეალურად შეესაბამება თქვენს ბრენდს.
გამოიყენეთ ფერები, შრიფტები და განლაგება ვიზუალურად მიმზიდველი და თანმიმდევრული იერის შესაქმნელად.
შექმენით მაღალი ხარისხის, შესაბამისი კონტენტი, რომელიც ეხმიანება თქვენს სამიზნე აუდიტორიას. გამოიყენეთ ტექსტის, სურათების და მულტიმედიის კომბინაცია ვიზიტორების მოსაზიდად.
ჩართეთ SEO-ს საუკეთესო პრაქტიკა საძიებო სისტემებში თქვენი ვებსაიტის ხილვადობის გასაუმჯობესებლად.
გაითვალიწინეთ, რომ ის რამაც შეიძლება ძალიან უკან დაგწიოთ და თქვენს ვებსაიტზე ვიზიტორების შემოდინება შეაფერხოს – ნელი ჩატვირთვაა.
ამ პრობლემის აღმოფხვრაში შეიძლება Google PageSpeed Insights დაგეხმაროთ.
ვებსაიტის გაშვებამდე, საფუძვლიანად უნდა შეამოწმოთ მისი ფუნქციონირება. შეამოწმეთ გატეხილი ბმულები, ტესტის ფორმები და უზრუნველყავით თავსებადობა სხვადასხვა ბრაუზერში.
მას შემდეგ რაც დარწმუნდებით რომ ყველაფერი რიგზეა, შეგეძლებათ თქვენი პირველი ვებგვერდი მსოფლიოს გაუზიაროთ.
გახსოვდეთ, რომ ვებსაიტის შექმნა მხოლოდ დასაწყისია.
საჭიროა მისი აქტიური პოპულარიზაცია სოციალური მედიის, თუ ნებისმიერი თქვენი აუდიტორიისთვის შესაბამისი არხის საშუალებით.
უმჯობესია ვებსაიტის შემქნაც და მისი პოპულარიზაციაც პროფესიონალებს მიანდოთ, რადგან თავიდანვე შეძლოთ სწორად ოპერირდეთ დაუნდობელ ბიზნეს სამყაროში.