კონტენტ მენეჯმენტი
კონტენტ მენეჯმენტის გარეშე თანამედროვე, განვითარებადი ვებგვერდის ჩამოყალიბება შეუძლებელია.
მარტივად გასააზრებელია, რომ თუ ტრეფიკის მოზიდვა გვინდა, მომხმარებლს მის ინტერესებზე მორგებული, საინტერესო კონტენტი უნდა შევთავაზოთ.
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ მომხმარებელთან ურთიერთობის ერთერთი მთავარი ინსტრუმენტი საინტერესო, გამართული კონტენტია და მას თქვენი ბიზნესის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეაქვს.
არსებობს სხვადასხვა სახის კონტენტი. მოდით, განვიხილოთ დღესდღეისობით ყველაზე პოპულარული რამდენიმე მათგანი:
ბლოგი – დიახ, თქვენ ახლა სწორედ ბლოგს კითხულობთ. ამ ტიპის კონტენტის პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება.
დღეს უკვე იშვიათად შეხვდებით ვებგვერდს, რომელსაც ბლოგები არ აქვს განთავსებული. სტატისტიკის მიხედვით, თვეში 70 მილიონამდე ბლოგ-პოსტი ქვეყნდება.
შთამბეჭდავია არა? თანაც რიცხვების პარალელურად ხარისხიც უმჯობესდება, რადგან კონკურენცია ძალიან დიდია.
ფოტო – ამ ფორმატში, რა თქმა უნდა, ყურადღება ფოტოს ხარისხს, დიზაინს, სათაურს და ალტ-ტექსტს ექცევა.
საინტერესო ფოტომასალამ შეიძლება მომხმარებელი შეაყოვნოს თქვენს ვებგვერდზე და ქმედებისკენ უბიძგოს.
ვიდეო – დროსთან ერთად ვიდეო კონტენტი მომხმარებლისთვის სულ უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება…
თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანებს ხანგრძლივი ვიდოების ყურება არ უყვართ.
პოდკასტი – ბოლო წლებში, მომხმარებლისთვის აუდიო კონტენტი არანაკლებ პოპულარული გახდა. ამ ფორმატის საშუალებით აუდიტორიასთან მეგობრული, მჭიდრო კავშირის დამყარებაა შესაძლებელი.
ადამიანებისთვის პოდკასტი ინფორმაციის მიღების მეგობრული და კომფორტული საშუალებაა.
პოდკასტის მოსმენა საჭესთანაც კი შეიძლება, რაც დღევანდელი ცხოვრების რითმისთვის ძალიან მოსახერხებელია.
ინფოგრაფიკები – თუ რაიმე ტიპის ანალიტიკური მასალის საიტზე განთავსებას აპირებთ, ამისთვის ინფოგრაფიკები, მათი მარტივად აღქმადობიდან გამომდინარე – იდეალური გამოსავალია.
ახლა კი საქმეს დავუბრუნდეთ. მოკლედ, პირველ რიგში, საჭიროა გავიაზროთ, ჩვენი კომპანიისთვის ზემოთ ჩამოთილთაგან რომელი ტიპის კონტენტი გვჭირდება.
ბრენდის სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელი პროდუქტის, თუ მომსახურების წინ წამოწევა გვინდა და რა შედეგის მომტანი შეიძლება იყოს ეს ჩვენთვის.
ასევე უნდა გავნსაზღვროთ პრიოტიტეტები.
რას ველით ამ კონტენტის განთავსების შემდეგ?
ცნობადობის გაზრდას, ტრაფიკის ზრდას, მაღალ კონვერსიებს, თუ კიდევ რაიმე სხვას?
ჩათვალეთ სწორი მიზნების განაზღვრა, ნახევარი საქმის შესრულების ტოლფასია.
მიზნის ჩამოყალილების დროს არ დაგავიწყდეთ, რომ ის უნდა იყოს ზუსტი და ნათელი.
მიზანი უნდა იყოს რეალისტური და აუცილებლად კონკრეტულ დროში გაწერილი.
იმისთვის, რომ შევქმნათ ვებგვერდისთვის რელევანტური კონტენტი, რა თქმა უნდა, კარგად უნდა ვიცნობდეთ საკუთარ აუდიტორიას. ის უნდა ერგებოდეს არა მხოლოდ ბრენდის, არამედ მომხმარებლის ინტერესებსა და საჭიროებებს.
გახსოვდეთ, რომ სწორი კონტენტ მენეჯმენტი უმნიშვნელოვანესია SEO ოპტიმიზაციის საქმეში…
რაც საძიებო სისტემებში მოწინავე პოზიციებზე გამოჩენაში და ამ გზით, თქვენი ვებგვერდის ორგანული ტრაფიკის ზრდაში დაგეხმარებათ.