როგორი იქნებოდა სამყარო, კომპიუტერები რომ არ არსებობდეს

თანამედროვე ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ სამყაროში, კომპიუტერის გარეშე, ერთი დღეც კი რთული წარმოსადგენია.

პერსონალური მოწყობილობებიდან დაწყებული, ფართომასშტაბიანი სისტემებით დამთავრებული, კომპიუტერები ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

ამან ფაქტიურად რევოლუცია მოახდინა ჩვენს მუშაობაში, კომუნიკაციების დამყარებაში და ინფორმაციასთან წვდომის შესაძლებლობაში.

მოდით, რამდენიმე წუთით წარმოვიდგინოთ, როგორი იქნებოდა სამყარო, კომპიუტერები რომ არ არსებობდეს!

ცალსახაა, რომ კომპიუტერების გარეშე, კომუნიკაცია სულ სხვაგვარი იქნებოდა.

ჩვენ მოგვიწევდა ხელნაწერი წერილების და დეპეშების წერა, ეგრეთ წოდებული სახმელეთო ტელეფონების გამოყენება. შეუძლებელი იქნებოდა მყისიერი კავშირი და რეალურ დროში ურთიერთქმედება.

ეს კი, თავის მხრივ, საგრძნობლად შეაფერხებდა გლობალურ თანამშრომლობას და ხელს შეუშლიდა ინფორმაციის სწრაფ მოპოვებას, შემდეგ კი მის გავრცელებას.

ბიბლიოთეკები ისევ ცოდნის მიღების უპირველესი წყარო იქნებოდა, სადაც სასურველი წიგნის ძიებაში, ჩვენი ცხოვრების უამრავ საათს გავატარებდით.

კვლევები მნიშვნელოვნად შემცირდებოდა, რადგან ეს უდიდეს სერურსს მოითხოვდა. ეს ყველაფერი კი სამეცნიერო წინსვლას და ინოვაციურ პროცესებს შეაფერხებდა.

კომპიუტერებმა უამრავი პროცესის ავტომატიზაცია და ამით გამოწვეული რევოლუცია მოახდინა  სხვადასხვა ინდუსტრიაში, რითიც პროდუქტიულობა თავისთავად გაიზარდა.

უამრავი სექტორი, მაგალითად, როგორიცაა ტრანსპორტი, ფინანსები, სწორედ კომპიუტიზირებულ სისტემებს ეყრდნობა, რითაც ადამიანური შეცდომების პრევენციას წარმატებით ახდენს. კ

ომპიუტერების არარსებობა შეაფერხებდა პროგრესს და ეკონომიკურ ზრდას.

კომპიუტერების გარეშე, გართობის მოყვარულებიც საკმაოდ დაიჩაგრებოდნენ. არ იქნებოდა ლაივ სტრიმინგის პლატფორმები, ვიდეო თამაშები და სოციალური მედია, რომელზეც დღეს, პირდაპირ რომ ვთქვათ, უამრავი ადამიანია დამოკიდებული.

გართობა მხოლოდ ტრადიციული საშუალებებით შემოიფარგლებოდა, მაგალითად როგორიცაა ტელევიზორი, ან ცოცხალი წარმოდგენები.

ხელოვანები სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგებოდნენ, მათ გაუჭირდებოდათ საკუთარი ნაშრომების რეალიზება და პოპულარიზაცია.

კომპიუტერების გარეშე არ მოხდებოდა ისეთი რევოლუციები მეცნიერებაში, როგორიცაა მონაცემთა ანალიზი, მოდელირება, ან რთული სიმულაციები.

სწორედ სიმულაციებს ეყრდნობა ისეთი სფეროები, როგორიცაა მედიცინა, ფიზიკა, თუ კლიმატის კვლევა. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ ძალიან უკან ვიქნებოდით ჩვენს წარმოდგენებში მსოფლიოს შესახებ.

ყველაფერი ზემოთ თქმულის მიუხედავად, ამ ჰიპოთეტურ სცენარს შეიძლება დადებითი მხარეც ვუპოვოთ.

დიახ, სწორად მიხვდით! ეს რეალური, ადამიანური ურთიერთობებია.

თუ გაჯეტები არ გვექნებოდა, მეტ დროს გამოვნახავდით ერთმანეთთან პირისპირ საურთიერთოდ… ან იქნებ ზოგიერთი ადამიანისთვის, მოკლე ტექსტური შეტყობინების მაგივრად, სასიყვარულო წერილების წერა, უფრო რომანტიკულიც კი არის… სწორედ ისე, როგორც ადრე ხდებოდა…

თუმცა მაშინ ადამიანებმა არც კი იცოდნენ სადამდე და რა სისწრაფით წავიდოდა ტექნოლოგიები და თუნდაც რამდენად მარტივი იქნებოდა წაგვეკითხა ბლოგი თემაზე – „როგორი იქნებოდა სამყარო, კომპიუტერები რომ არ არსებობდეს“.

 

ყველა ბლოგი